Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ყველაანთუბანში აპირებენ ,,Chalet resort & Spa''- აშენებას - ინვესტორი გემანიაში მცხოვრები გორელია
მდინარე ტანის ხეობაში, სოფელ ყველაანთუბანში სასტუმრო კომპლექსის, დასასვენებელი სახლებისა და ხელოვნური ტბის გაკეთებას აპირებენ.

ამის თაობაზე, გერმანიაში მცხოვრებმა გორელმა მოქალაქემ, ლევან ლეხლაითნერმა ნებართვის ასაღებად გორის მერიას მიმართა.



მიმართვას ხელს აწერს ნდობით აღჭურვილი პირი პარმენ ბრეგვაძე. განცხადებაში, რომელიც 2024 წლის მაისით თარიღდება, ვკითხულობთ, რომ ინვესტორი მერიისგან შესაბამისი პროცედურების დაწყებას ითხოვს.

პროცედურებში ნებართვის გაცემა იგულისხმება.



იმიათვის, რომ მერიის არქიტეტურის სამსახურმა ნებართვის გაცემაზე მოკვლევა დაიწყოს, ამისათვის საკრებულოსგან თანხმობა სჭირდება. საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა. მანამდე ლევან ლეხლაითნერმა მოამზადა პროექტი, რომელიც უკვე მერიაშია გადაგზავნილი.



მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ყველაანთუბანში ს/კ 66.61.01.003. ფართობი 93 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რეგისტირებულია კომპანია ,,დსკ-1'' სახელზე, რომელიც 2018 წელს დააფუძნა ლეხლაითნერმა და ვლადიმერ კოპალევმა. კოპალევმა რეგისტრაციის დროს მიუთითა, რომ ის შვეიცარიის მოქალაქეა. ბოლო ამონაწერის მიხედვით კი, კოპალევი მალტის მოქალაქეა.

კომპანიაში წილები ასეა გადანაწილებული: ლევან ლეხლაითნერი - 49%, ხოლო კოპალევი - 51%

მისი ნაკვეთს 2008 წლიდან სხვა მფლობელი ჰყავდა. 2024 წლის 30 აპრილიდან კი ლეხლაითნერმა და კოპალევმა გადაიფორმეს. დანიშნულებაში მითითებულია, რომ ძველმა მფლობელმა სასესხო ვალდებულებები ვერ შეასრულა და სესხი ნატურის სახით, ანუ მიწის ნაკვეთის სახით დაიბრუნეს.



პროექტი მოიცავს რესტორანს, სასტუმროს, საბავშვო მოედანს, საკონფერენციო დარბაზს, ხელოვნურ ტბას, შალას, ღია და დახურული საცურაო აუზებს.



საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ლევან ლეხლაითნერი საქართველოში რამდენიმე კომპანიას ფლობს. მათ შორის, ერთ-ერთია ,,ლეკო მოცვი''. ეს საწარმო დასავლეთ საქართველოშია რეგისტირებულია. ამ კომპანიაში მისი პარტნიორი კონსტანტინე ანანიაშვილია.




კოტე ანანიაშვილი ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორი იყო, შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონალური მართვის საკითხებს მართავდა. ანანიაშვილი მთავრობიდან მას შემდეგ წავიდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა.



ქვემოთ ფოტოზე: ადგილი, სადაც კომპლექსის აშენება იგეგმება.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020