Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გორის სასამართლომ იოსებ ბაბაევის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
,,რუსული კანონის'' საწინააღმდეგო მოძრაობაში ჩართულ, რესტო-ბარის მფლობელის, იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო.

პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, გამომძიებელი შერმადინ კაპანაძე გამოკითხეს, რომელმაც აქტივისტის დაკავების შემდგომ საგამოძიებო პროცესებში მიიღო მონაწილეობა.

შერმადინ კაპანაძე იღებდა მონაწილეობას ბაბაევის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაშიც, რომლის ოქმი გორისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა უკანონოდ მიიჩნიეს.

კაპანაძეს პასუხების გაცემა ძირითადად მოუწია იოსებ ბაბაევის დაკავების ადგილის ეპიზოდზე. ბაბაევი ავტობანზე დააკავეს. გამომძიებელმა შერმადინ კაპანაძემ დაათვალიერა და დაასურათა ბაბაევის დაკავების ადგილი. პოლიციელი საკუთარი ჩვენებით შეეცადა ეს ტერიტორია უკაცრიელ ადგილად წარმოეჩინა.

როგორც პოლიცია ირწმუნება, ამ ადგილზე უნდა მომხდარიყო ქუჩური გარჩევა, რაც თითქოს პოლიციამ აღკვეთა. საუბარია ავტობანიდან გორის პირველ გადასახვევზე, სადაც მუდმივად ინტენსიური მოძრაობაა და საცხოვრებელი სახლები რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს.

პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი, გამოძიების დაწყებიდან სამი თვის თავზეც კი, ვერ ამბობს ვინ არის ის პირი, ვისთანაც ბაბაევს გარჩევა ჰქონდა დაგეგმილი.



შეგახსენებთ, იოსებ ბაბაევი, რომელიც არის სამოქალაქო აქტივისტი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე, 2024 წლის 4 ივნისს დააკავეს. 5 ივნისს მოსამართლე ლევან დარბაიძემ ბაბაევი გაათავისუფლა, რადგან უკანონოდ ჩათვალა მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, მანქანის, სახლისა და პირადი ჩხრეკის ოქმები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, იოსებ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი კანონიერად იქნა ცნობილი, რომლის მიხედვით, ავტომანქანაში ავტომატი ინახებოდა. რაც შეეხება სახლისა და პირის ჩხრეკის ოქმებს, ისინი კვლავ უკანონოდ ჩაითვალა. 
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020