Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,ხალხო, რატომ არ გამოხვედით?'' - სოფელ სვენეთში ,,ოცნების'' წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
2024 წლის 5 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ,,ოცნების'' წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა წინასწარ დააანონსა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა სოციალურ ქსელში. როგორც მომდევნო დღეს 6 სექტემბერს გაირკვა, დაანონსების მიუხედავად, შეხვედრაზე ბევრი ხალხი არ მივიდა.

,,აქ რომ იყვნენ, რატომ არ გამობრძანდით სოფლის ხალხი? ერთზე არა საუბარი, თან ერთმანეთს საუბარს არ აცლიან. მეგონა სხვადასხვა სოფლიდან თუ ვიყავით.'' - წერს მოქალაქე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. მისი პოსტიდან ირკვევა, რომ იქ შეკრებილი ადამიანები, ძირითადად მხარდამჭერები ერთმანეთს არ აცდიდნენ საუბარს.

მის პოსტს გამოეხმაურნენ ის ადამიანები, რომლებიც შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ:

,,მოვითხოვთ, შემოვიდეს სოფელში ლურჯი ავტობუსი, ან დააკლონ მგზავრობის საფასურს, ან გრაფიკი შეცვალონ და იარონ ისევ ძველი გრაფიკით. სკრის მარშუტკაც 1.50 ღირს და სვენეთისაც? სასაცილოა უბრალოდ! შევგროვდეთ და მივიდეთ მერიაში.'' - აღნიშნავს მეორე მოქალაქე.

სოფელი სვენეთი გორთან ახლოს მდებარეობს. სოფელი სკრა კი საკმაოდ დაშორებულია ქალაქთან. ამიტომაც, სვენეთელებს უკვირს, თუ რატომ ღირს იგივე ფასი.

როგორც ირკვევა, ტრანსპორტის საკითხი წინა წლებშიც განხილულა:

,,ვინც 2 წელი ვიარეთ, განცხადებები ვწერეთ, თათბირზე გავატანინეთ ეს პრობლემა, ვინმემ გაითვალისწინა? სვენეთში რომ ბოდიში და "გამოხტნენ" ვიღაცეები - "ჩვენაა #15 ნომერი გვაწყობსა და გვიღირს 1.50 ლარის გადახდაი, ვიცით რომ ივლის". სვენეთში ხალხს ერთი პირი არ აქვს და ყველა სათავისოს "ყვირის"...- აღნიშნავს მოქალაქე.

სვენეთში ვიზიტის შესახებ ,,ქართული ოცნების'' დელეგატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია. აღნიშნულ სოფელში ის 2021 წელსაც იმყოფებოდა, როდესაც მერად იყრიდა კენჭს:

,,ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხარდაჭერა არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად დამჭირდება. სათავეში, სწორედ ამ ხალხის მაღალი ნდობის მეშვეობით მოვალ, შესაბამისად ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სადავეებთან , ერთად უნდა დავსახოთ განვითარების გეგმა , გადავჭრათ არსებული პრობლემები და შევქმნათ ყველაზე მორგებული უკეთესი მომავალი.'' - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სვენეთში ვიზიტის შემდეგ 2021 წელს.

სვენეთში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა გორის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილიც, რომელიც პარლამენტის წევრად 2023 წლის შემოდგომაზე აირჩიეს. შეხვედრის შემდეგ მან ასეთი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა:

,,გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრაზე მობრძანებულ მოქალაქეებს გაუზიარა საკუთარი ხედვები ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, ხოლო ეკონომიკური განვითარების აუცილებელ პირობად, ძლიერი სოფელი და ადგილობრივი მეურნეობის ხელშეწყობა დაასახელა, ამ მიმართულებით, კანდიდატი ნათლად ხედავს და გამოხატავს საკუთარი პოზიტიური წვლილის შეტანის პერსპექტივას და შესაბამისად, სწამს, რომ მისი სამაჟორიტარო ოლქის მოსახლეობას მუდმივად აგრძნობინებს თანადგომას.''

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020