Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,ძლიერი საქართველოს'' ცნობით, ქარელში აიპის თანამშრომელი და გამგებლის მოადგილის მეუღლე აქტივისტებს თავს დაესხნენ
,,ძლიერი საქართველოს'' ცნობით, ქარელში აიპის თანამშრომელი და გამგებლის მოადგილის მეუღლე აქტივისტებს თავს დაესხნენ.

კოალიციის წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია ტვ ,,ფორმულასთან'' ჰყვება, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კოალიცია წინაასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. 

,,დაგვესხნენ თავს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფით, მერე ეს გადაიზარდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში. როცა ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც ახლა მარკეტშია მიმალული და იმის შნოც არ აქვს, რომ გამოჩნდეს და სახე გვაჩვენოს, მარკეტში არის ჩამალული პოლიციის ერთ-ერთ ოფიცერთან ერთად, ეს პირი დაგვესხა თავს. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, შემდეგ ჩემს მეგობარს, აქტივისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა, დაზიანებულია მისი სამოსი", - განაცხადა გეგელიამ.

კოალიციის წევრი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. მისივე თქმით, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟიცაა მისული, თუმცა არ რეაგირებს.

როგორც გალდავა წერს, თავდასხმაში ქარელის მერის მოადგილის, ვლადიმერ სულაქველიძის ცოლი კიდევ ერთ პირთან, ვახო მღებრიშვილთან ერთად დაესხა თავს და მათ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალა.

"ქარელის მერის მოადგილის - ვლადიმერ სულაქველიძის მეუღლე. შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე ფიზიკურად დაგვესხა თავს კონკრეტულ პირთან ერთად. საპატრულო ეკიპაჟი აქ არის, რომელიც არ რეაგირებს. პირიქით, ერთი მათგანი შეიკეტა მარკეტში დამნაშავესთან ერთად. გარშემო არის უამრავი ვიდეოთვალი და არ ხდება არაფერი, საკითხის გასარკვევად. ასევე გვაქვს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, პოლიციის ინდიფერენტულობის და დამნაშავეებთან ერთად მარკეტში ჩაკეტვის", - წერს გალდავა.

არიან თუ არა დასახელებული პირები ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირში, ამის გადამოწმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ინფორმაცია განახლდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020