Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,მონადირეებს გზა აერიათ და სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს''- ეგორ კოჩიევი
,,სულ ცოტა ხნის წინ, მონადირეებმა გზა დაკარგეს და სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს. აღნიშნულ ფაქტზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული'' - განაცხადა ეგორ გოჩიევმა ცხინვალში, ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

კოჩიევი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელია იმ შეხვედრაზე, რომელიც ერგნეთში IPRM-ის ფარგლებში იმართება.

მისი ცნობით, ბოლო შეხვედრის შემდეგ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს რაოდენობა 2-ით მეტია.

„ამ ექვსი დარღვევიდან ერთ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლოში გაიგზავნა. ოთხ შემთხვევაში გამოიყენეს ზემოქმედების სხვადასხვა ღონისძიება – გაძევება, როგორც ჯარიმის გადახდის, ასევე ჯარიმების გადახდის გარეშე. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ერთი ფაქტი სულ ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა. მონადირეებმა გზა დაკარგეს და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს. აღნიშნულ ფაქტზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა მან.

კოჩიევის თქმით, ზოგჯერ დარღვევები ხდება შემთხვევით, როცა ადამიანმა არ იცის სად არის სახელმწიფო ,,საზღვარი''.

,,ამ შემთხვევაში გამოიყენება ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული მიდგომა - თუ დარღვევა პირველად მოხდა, მოქალაქე გაძევდება სასჯელისა და სისხლის სამართლებრივი დევნის გარეშე. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულმა მხარემ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები და მოსახლეობის ინფორმირების მეთოდები, რომ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ შეიძლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაკავება და შესაძლოა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ემუქრებათ“, - აღნიშნა კოჩიევმა.

მან დასძინა, რომ ამ ქმედებების წყალობით დარღვევების რაოდენობა შემცირდა. ცხინვალის ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ უახლოეს ორ თვეში მინიმუმ 4 დამრღვევი, რომელთა დაკავების ვადა მთავრდება, რესპუბლიკის ტერიტორიიდან ,,გააძევეს''.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020