Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
საკუთარ რესტორნისკენ მიმავალ გზაზე გორში ოპოზიციონერი ბიზნესმენი დააკავეს
გორში, წერეთლის ქუჩის ჩიხში, სადაც ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი ქვეითად მოძრაობდა, პოლიციამ დააკავა.

როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი კახა კალმახელიძე აცხადებს, ბაბაევი რესტორნისკენ მიდიოდა.

მისი ინფორმაციით, ეს ერთადერთი გზა იყო გახსნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც უბანში ცხოვრობს. პოლიციამ იოსებ ბაბაევი არც ამ გზაზე გაატარა.

,,როგორც ჩანს, უნდათ, რომ ხვალ დილამდე იყოს დაკავებული'' - ამბობს ამავე რესტორნის თანამშრომელი. მისი განმარტებით, პოლიციას ნებისმიერი მიზეზით ბაბაევის დაკავება სურდათ.

შეგახსენებთ, დღეს, 18 საათზე, გორში, რესტობარის მიმდებარე მოედანზე ,,ქართული ოცნების'' ლიდერი მხარდამჭერებს ხვდება. ორი დღის განმავლობაში მოედანი გადაკეტილია. მოაწყეს სპეციალური სცენა, სადაც ტვყვიაგაუმტარი მინები დაამონტაჟეს.

სამუშაოების დაწყების პირველივე დღესვე დაიწყო ბაბაევის შევიწროება. მისი ავტომანქანა ევაკუატორით გადაიყვანეს. გადაყვანის პროცესში მანქანა ჩამოვარდა და დაზიანდა.

ბიზნესმენი ორი დღის განმავლობაში აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ თავდაუზოგავად ამუშავებდნენ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს სცენის მოწყობის დროს.



იოსებ ბაბაევი არის სამოქალაქო აქტივისტი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე, ამის გამო ჯერ 2024 წლის 4 ივნისს დააკავეს. 5 ივნისს მოსამართლე ლევან დარბაიძემ ბაბაევი გაათავისუფლა, რადგან უკანონოდ ჩათვალა მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, მანქანის, სახლისა და პირადი ჩხრეკის ოქმები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, იოსებ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი კანონიერად იქნა ცნობილი, რომლის მიხედვით, ავტომანქანაში ავტომატი ინახებოდა. რაც შეეხება სახლისა და პირის ჩხრეკის ოქმებს, ისინი კვლავ უკანონოდ ჩაითვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020