Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სად გაქრა 793 000 ლარი? - ანტონ ფურცელაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის ამბავი
საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, არბოში, ანტონ ფურცელაძის სახლის რეაბილიტაცია 1,3 მლნ ლარი დაჯდა. სინამდვილეში, სახლის აღსადგენად გაცილებით თანხა დაიხარჯა.

რეაბილიტაცია 3 წელი მიმდინარეობდა. პირველმა კომპანიამ, რომელსაც თანხა სრულად ჰქონდა ჩარიცხული, სამუშაოები მიატოვა.

რატომ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია სამინისტრომ, ამაზე პასუხს ის პროცესი იძლევა, რომელიც სასახლის რეაბილიტაციის დროს განვითარდა.

ფურცელაძის მუზეუმის აღსადგენად თავდაპირველად, 2021 წლის დეკემბერში დაიქირავეს კომპანია ,,სამაია 1"", რომელსაც წინსწრებად 793 00 ლარი სრულად ჩაურიცხეს.

2022 წლის ივნისში სამინისტროს წერილობით აცნობა ფურცელაძეების შთამომავლებმა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობს; რაც ჩატარდა, ისიც უხარისხოდ; სიძველეები შეიწირეს, საფრთხე შეუქმნეს თვით უძველესი მარნის კედლებს და ა.შ.

მანამდე, იმავე წლის აპრილში არბოში იმყოფებოდა ინსპექტირების ჯგუფი, ძეგლზე იმყოფებოდა ასევე სააგენტოს დირექტორი აზნაურაშვილი.

ინსპექტირების ჯგუფის 2022 წლის აპრილის დასკვნაში წერია, რომ მხოლოდ გაწმენდილია სარდაფი; დაშლილია მეორე სართული; დაშლილია მეორე სართულის იატაკი, დაშლილი იყო პირველ სართულზე ბლოკით აშენებული ოთახი. ამ დასკვნით ჩანს, რომ სხვა სამუშაოები არ ჩატარებულა და არც მიმდინარეობდა. ხელშეკრულების დადებიდან კი გასული იყო 4 თვე.

ქვემოთ ფოტოზე: სახლ-მუზეუმი 2022 წლის ივლისის მდგომარეობით



ფურცელაძეების შთამომავლების საჩივრის შემდეგ, ერთ თვეში, 2022 წლის 22 ივლისს არბოს ეწვია სააგენტოს ჯგუფი, რომლებმაც შეადგინეს ანგარიში და სადაც ვკითხულობთ:

,,ობიექტზე საამშენებლო ტემპი დაბალია, არ არის დაწყებული კედლის წყობის სამუშაოები. მშენებლებს არ აქვთ ახალი საამშენებლო გრაფიკი. ობიექტზე სამუშაოების ნორმალური წარმოებისათვის საჭიროა, პროექტის ავტორისა და კონსტრუქტორის ხშირი ჩართულობა. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანია ერთხელ უკვე გაფრთხილებული იყო საამშენებლო სამუშაოების ძალიან დაბალი ტემპის გამო, რომელიც ძალიან ჩამორჩება კომპანიის მიერ წარმოდგენილ სამუშაოების წარმოების გრაფიკს, ობიექტზე არავითარი წინსვლა არ ჩანს. საამშენებლო ტერიტორიაზე არ არის შემოტანილი საშენი მასალები: აგური, ქვა, კირი. ტერიტორიაზე მონიტორინგის დროს, არ ჩანდა არცერთი მუშა და საამშენებლო ობიექტის დარაჯიც კი. შენობის გაწმენდილი კედლები ასეთი ნალექიანი თვის განმავლობაში ღია ცის ქვეშ მიტოვებულია, აღსანიშნავია, რომ შენობის სამი ფასადის გასწვრივ გათხრილ თხრილებში გუბდება მოსული ნალექი. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისტორიული შენობის რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად საჭიროა, შესაბამისი, დროული ზომების მიღება.'' - აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.

ხელშერულების შეწყვეტის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კომპანიას პირგასმტეხელოს სახით დააკისრა დაახლოებით 28 865 ლარი და 20 თეთრი. გადარიცხული კი ჰქონდათ 793 000 ლარი.

ამოიღეს თუ არა ეს თანხა, უცნობია. ცოტა ხანში, სააგენტომ ახალი ტენდერი გამოაცხადა.

ამ ტენდერში, 2022 წლის 21 დეკემბერს, 1,08 მლნ ლარად გაიმარჯვა კომპანია ,,მშენებელმა’’. სამუშაოები 2023 წლის ოქტომბერში უნდა დაემთავრებინა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ვადა 2024 წლის 14 მარტამდე გადაუწიეს.

ქვემოთ ფოტოზე: სახლ-მუზეუმის პირვანდელი ვერსია

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020