Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
დაპირისპირება ფეისბუქზე - გორის საოლქო კომისიამ საჩივარი განიხილა
გორის #9 საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ირმა პაპიძეს საოლქო საარჩევნო
კომისიაში უჩივლეს. საჩივარი ,,კოალიცია ცვლილებებისთვის''
წარმომადგენელმა ირმა ამბარდნიშვილმა შეიტანა.
მისი ცნობით, ორი დღის განმავლობაში, ირმა პაპიძე ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებდა ირმა ამბარდნიშვილის სახელისა და ღირსების შემლახველი პოსტებს:
,,ეწევა შანტაჟს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მემუქრება ფიზიკური განადგურებით, მივიღე მორალური და სულიერი შეურაცხყოფა,'' - წერია საჩივარში. ირმა ამბარდნიშვილმა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მოსთხოვა ირმა პაპიძის ჩამოცილება საუბნო კომისიის თავმჯდომარეობიდან.
ირმა ამბარდნიშვილმა წარმოადგინა სქრინი, სადაც ჩანს, თუ როგორ შეაგროვა პირადი ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ირმა პაპიძემ.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელმა ირმა ამბარდნიშვილმა გამოაქვეყნა სია იმ პირებისა, რომლებიც საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში წარადგინა და რომლებსაც კავშირი აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მათ შორის, მოხსენიებულია ირმა პაპიძე და მისი შვილი, რომელიც მერიაშია დასაქმებული.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდომარემ მალხაზ მირუაშვილმა ირმა პაპიძეს ახსნა-განმარტება დააწერინა.
ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ ირმა პაპიძემ ახლობლებისგან მიიღო ინფორმაცია სოციალურ ქსელში (“Facebook”) დაწერილი თქვენი პოსტის შესახებ, რომელშიც ის და მისი შვილი მოხსენიებულნი იყვნენ ცინიზმით და სარკაზმით. იგი განმარტავს, რომ პირადად არ გიცნობთ, ამიტომ მოიძია თქვენ შესახებ ინფორმაცია და შეიტყო, რომ ხშირად ესხმით თავს და შეურაცხყოფას აყენებთ ადამიანებს მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ არის დედა და მის შვილს დამაკნინებლად მოიხსენიებდით, ჩათვალა საჭიროდ, რომ მასაც საპასუხოდ დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არ იყო მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი. მმომდევნო დღიდან თქვენ მას ურეკავდით როგორც მობილურ ტელეფონზე, ასევე „მესენჯერში“. ის არ პასუხობდა ზარებს, რათა თავი აერიდებინა მოსალოდნელი აგრესიისგან. შემდეგ მიიღო ტექსტური შეტყობინება წყევლის შემცველი შინაარსით. გარდა ამისა, ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ პირად მიმოწერებში შეურაცხყოფა მიაყენეთ ყველა იმ პიროვნებას, ვინც მისი სოციალური ქსელის პოსტზე კომენტარებში გამოხატა მხარდაჭერა და პატივისცემა, რომელთა შორის იყვნენ მისი 70 წლის დეიდა, დეიდაშვილი და მეგობრები. სწორედ ამიტომ ირმა პაპიძემ გადაწყვიტა, გამოექვეყნებინა მეორე პოსტი, რომელიც ნაწილობრივ თქვენი მისამართით იყო დაწერილი, ნაწილობრივ კი იყო ზოგადი შინაარსის'' -
ახსნა-განმარტების შემდეგ მალხაზ მირუაშვილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ირმა პაპიძეს არ დაურღვევია არც კანონი და არც ეთიკა:
,,არ იკვეთება საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.'' - ასკვნის მალხაზ მირუაშვილი.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани