Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით ვასილისა ჯაბახიძეს კანონი არ დაურღვევია
გორის საოლქო კომისიამ დაასრულა იმ საჩივრის განხილვა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვასილისა ჯაბახიძის წინააღმდეგ იყო შეტანილი.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, ვასილისა ჯაბახიძეს კანონი არ დაურღვევია, შესაბამისად, მის მიმართ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იქნება შედგენილი.

ვასილისა ჯაბახიძის წინააღმდეგ საჩივარი 11 ოქტომბერს შეიტანა „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარემ დავით ჩიხელიძემ. საჩივარში აღნიშნულია, რომ ვასილისა ჯაბახიძე მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც, როგორც კომისიის წევრს ეკრძალება.

ამის საილუსტრაციოდ საჩივრის ავტორმა ცესკოს წარუდგინა ლინკები, სადაც მისი ცნობით წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაა ასახული.

ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ვასილისა ჯაბახიძეს, რომელიც წერილობით განმარტებაში უსაფუძვლოს უწოდებს მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ცესკოში წარმოდგენილ საჩივარს, რომლითაც მოთხოვნილია მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ამასთან, მისი განცხადებით მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან იგი აღარ წარმოადგენს №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.

საოლქო კომისიისთვის აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული საჩივრით წარმოდგენილ „ლინკებში“ წინასაარჩევნო აგიტაციის გამომხატველი აქტივობა არ იძებნება.

საჩივრის ავტორის მიერ დამატებით წარმოდგენილ ფოტომასალით კი ირკვევა, რომ სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო აგიტაციის გამომხატველი აქტივობა საჩივრის ადრესატის მონაწილეობით განთავსებულია 2024 წლის 12 ოქტომბერს.

,,ამასთან, დადგენილია, რომ ვასილისა ჯაბახიძე დანიშნული იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად და მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან შეწყვეტილი აქვს კომისიის წევრის უფლებამოსილება ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება ვასილისა ჯაბახიძის მხრიდან №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ყოფნის პერიოდში საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს, ამავე კოდექსის 79-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი.'' - აღნიშნულია საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020