Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
თელიანის სკვერში ელექტროსადენები უკანონოდ შეიყვანეს - პოლიციის გამოჩენისთანავე მუშებმა ტერიტორია დატოვეს
გუშინ საღამოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში უკანონო მშენებლობის ფაქტზე პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცველების გამოჩენისთანავე მუშებმა სკვერი დატოვეს. რამდენიმე დღის წინ, ,,ქართლის ამბებმა'' ჩაწერა ინტერვიუ მუშებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი დაიქირავა მარიამ ქვრივიშვილის ძმამ. მარიამ ქვრივიშვილი ,,ქართული ოცნების'' სიის მე-12 ნომერია.

როგორც ადგილობრივი თემის წარმომადგენელი, ,,კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, იმ ადგილას, სადაც ბავშვებმა უნდა ითამაშონ, ყოველგვარი პროექტისა და ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე, ელექტროსადენები შეიყვანეს.

,,ეს სკვერი არის მერიის საკუთრება, სადაც მიმდინარეობს უკანონო სამუშაოები. აგერ თქვენც ხედავთ, რა სამუშაოები ტარდება. შეყავთ ელექტროსადენები სკვერში, სადაც ბავშვებმა უნდა ითამაშონ. მე ვთხოვე, წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგრამ მათ ეს არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ ეს სამუშაოები არის უკანონო.'' - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

სწორედ, მან ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უკანონო მშენებლობის შესახებ აცნობა პოლიციას.

პოლიციის გამოძახებამდე ვახტანგ ბეჟიტაშვილი გაესაუბრა ერთ-ერთ პირს, რომელიც გაეცნო, როგორც ,,გიო კომპანის'' წარმომადგენელი. საგულისმოა, რომ მარიამ ქვრივიშვილის ძმას ქვია გიორგი.

,,გიო კომპანიის'' წარმომადგენელი საუბარში აცხადებს, რომ მათ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული კასპის მერიასთან, თუმცა ასეთი ხელშეკრულება მერიასთან ოფიციალურად არ არსებობს. ის არ არის ატვირთული შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ,,გიო კომპანიის'' წარმომადგენელს მოსთხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა მან ვერ წარუდგინა.

,,ქართლის ამბები'' დაუკავშირდა კასპის მერიას. სატენდერო კომისიის მდივანმა ირმა შერმადინმა გვითხრა, რომ თელიანის სკვერის სამუშაოებთან მერიას ხელშეკრულება არა აქვს გაფორმებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020