Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის საოლქო კომისიაში 5 საჩივარი დაკმაყოფილდა - 26 საჩივარი კი არა
გორის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა. 31 საჩივრიდან 26 არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა 5 საჩივარი.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ორი უბანი, სადაც ბიულტენები ხელახლა გადაითვალეს. ასეთი ორი უბანი იყო. კარალეთის 48-ე და ხურვალეთის 70-ე უბანი.

დისბალანსი უბნებზე


სამართლიანი არჩევნების საჩივრის მიხედვით, კარალეთის უბანზე, რომელიც საჯარო სკოლაშია განთავსებული, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, უბანზე მისული იყო 734 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 694. რატომ არ ჩანს 40 ბიულეტენი, ამაზე შესწორების ოქმი არ იყო გაკეთებული.

სწორედ, ამიტომ გადაითვალეს უბანი და აღმოჩნდა, რომ გახარიას პარტიას მიღებული ჰქონდა 8 ხმა, ნაცვლად - 48-ია. ამის გამო, კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, მარიამ ჩუხრუკიძესა და მანანა მჭედლიშვილს გამოუცხადეს ,,შენიშვნა''

რაც შეეხება ხურვალეთს, აქ უბანზე მივიდა 488 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 492. ზედმეტი იყო 4 ბიულეტენი. საოლქო კომისიაში ხმები ხელახლა გადაითვალეს და აღმოჩნდა სხვაობა. ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული ჰქონდა 278 ხმა, ნაცვლად 268-ია. კომისიის თავმჯდომარეს ნუნუ ჯეირანაშვილს და მდივანს თეონა ჩხიტაურს გამოუცხადეს შენიშვნა.

ამომრჩეველი მარკირების გარეშე

სამართლიანი არჩევნების საჩივრის მიხედვით, ქალაქ გორის მეთხუთმეტე უბანზე 2 ამომრჩეველი მივიდა, რომელთაც მარკირება ჰქონდათ გავლილი. მიუხედავად ამისა, ისინი დაუშვეს უბანზე. კომისიის თავმჯდომარეს ხათუნა კოშორიძეს გამოუცხადეს ,,შენიშვნა''. მან განმარტა, რომ მოქალაქეებს შეეშალათ უბანი. მისი განმარტებით, ის ორი მოქალაქე ჯერ მისულა ახლოსმდებარე მე-17 უბანზე, სადაც გაიარეს მარკირება, მაგრამ სიაში არ აღმოჩდნენო. ამის შემდეგ, წამოვიდნენ მე-15 უბანზე. მიუხედავად ამისა, საოლქო კომისიაში დაადგინეს, რომ მარკირებული მოქალაქე მე-15 უბანზე არ უნდა ყოფილიყო დაშვებული. მარკირებული მოქალაქეების დაშვების ფაქტს ადასტურებდა დამკვირვებელი მარტა ბიბილაშვილი.

დარღვევები გადასატან ყუთზე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, სადაც განთავსებულია 50-ე უბანი, გადასატანი ყუთი მიუტანეს იმ ამომრჩეველს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული გადასატანი ყუთის სიაში. კომისიის წევრებმა ცირა ტერტერაშვილმა და თამარ ტურაშვილმა განმარტეს, რომ სოფელში ერთი და იგივე სახელისა და გვარის ორი მოქალაქე ცხოვრობს. სწორედ, ამიტომ მათ შეეშალათ ვინაობა. აღმოჩნდა, რომ გადასატანი ყუთი მიუტანეს ,,ქართული ოცნების'' მომხრე მოქალაქეს. სინამდვილეში კი უნდა მიეტანათ იმ ადამიანთან, რომელიც ოპოციურად იყო განწყობილი.

საოლქო კომისიაში განმარტეს, რომ კომისიის წევრებს უნდა მოეთხოვათ პირადობის მოწმობა, სადაც სხვაობას ამ ორ პიროვნებას შორის დაადგენდნენ პირადობის ნომრით. ამის გამო, კომისიის ორივე წევრს გამოეცხადათ ,,შენიშვნა''.

რაც შეეხება 84-ე უბანს, კარალეთის დევნილთა დასახლებაში, აქ როდესაც კომისიის წევრები გადასატანი ყუთით დაბრუნდნენ უბანზე, აღმოჩნდა, რომ ორი ბიულეტენი არ იყო მოთავსებული ჩარჩო კონვერტში, რითაც დარღვეული იყო ხმის ფარულობა. კომისიის წევრებს სოსო ზანგალაძეს და ნოდარ კასრაძეს გამოუცხადეს ,,შენიშვნა''.

იხ ამავე თემაზე

საია გორის ოლქში 95 უბნიდან 68 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

გორის ოლქის ათ უბანზე ბიულეტენების დისბალანსია - მათგან ცხრა უბანი სოფლად მდებარეობს

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020