Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის ოლქის 15 უბანზე ბათილ ბიულეტენებს ხელახლა დათვლიან
გორის ოლქის თხუთმეტ უბანზე შესაძლოა ბათილი ბიულეტენების რაოდენობა გადაითვალონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დღეს მიიღო.

მოთხოვნა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა დააყენა. საჩივრის მიხედვით, მოთხოვნილი იყო, რომ გადათვლილიყო როგორც ბათილი, ასევე ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა. მოსამართლე მხოლოდ ბათილი ბიულეტენების რაოდენობის გადათვლას დათანხმდა.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულ უბნებზე, სადაც ბათილი ბიულეტენები გადაითვლება, წინასწარი შედეგების ქვითარში ასახული მონაცემები არ ემთხვევა შემაჯამებელ ოქმში ასახულ მონაცემებს, რაც ძირითადად ბათილ ბიულეტენების რაოდენობაში გამოიხატება.

მაგალითად, 49-ე უბანზე, წინასწარი შედეგების ქვითარში აღნიშნულია, რომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შეადგეს 12-ს. შემაჯამებელ ოქმში კი აღნიშნულია, რომ მათი რაოდენობა 6-ია.

თავის მხრივ, შემაჯამებელ ოქმებზეც ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, როდესაც ისინი ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მაგალითად, ,,ქართლის ამბები'' წერდა, რომ შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ იყო დაცული. საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვისას დადასტურდა, რომ კომისიის თავმჯდომარეებმა და მდივნებმა მონაცემები არასწორად მიუთითეს.

მაგალითაც, კარალეთის 48-ე უბანზე აღმოჩნდა, რომ გახარიას პარტიას ნაცვლად 8 ხმისა, უნდა ჰქონოდა 48 ხმა. ასევე, ხურვალეთის უბანზე ,,ქართულ ოცნებას'' აკლდა 10 ხმა.

ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია ითხოვდა, რომ თხუთმეტ უბანზე შედეგები ხელახლა გადაითვალონ.

სასამართლომ მხოლოდ ბათილი ბიულეტენების რაოდენობის გადათვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020