Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ის რაც გორის მოსამართლემ არ გაითვალისწინა, დააკმაყოფილა თეთრიწყაროს მოსამართლემ
წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა.

,,სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების
პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.'' - აღნიშნავენ საიაში.

საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

რა გადაწყვეტილება მიიღეს გორში?

გორის სასამართლოს მოსამართლის დავით პაპუაშვილის შეფასებით, გორისა და კასპის ოლქებში ხმის ფარულობა დარღვეული არ ყოფილა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მან იმ საჩივრების განხილვის შემდეგ მიიღო, რომელიც საიამ სასამართლოში შეიტანა..

დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, ის ფაქტი, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნები, კასპისა და გორის საოლქო გასაჩივრებულ საარჩევნო უბნებში, ჩატარდა ფარულობის პრინციპის დარღვევით, არ დასტურდება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას შესაბამისი გრაფის გაფერადება ტოვებს ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერდებული წრის კვალს, სპეციალური ჩარჩო კონვერტის გაოყენებით, მისი ზომისა და ბიულეტენის მონაცემების დაფარვის გათვალისწინებით, საარჩევნო ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას გამოირციხება იმის ზუსტად დადგენა, თუ კოკრეტულად, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. ხოლო, მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი თვით ამომრჩეველი, თავისი გამიზნული ქმედებით, მის მიერ გაკეთებულ არჩევანს საჯაროს არ გახდის, ამ არჩევანის სხვა პირთათვის ცნობადობა შეუძლებელია.

დავით პაპუაშვილმა გაიზიარა ცესკოს წარმომადგენლის პოზიცია, რომ ამომრჩევლის მიერ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში საარჩევნო ბიულეტენის სწორად მოთავსების, ხოლო შემდგომ ამომრჩებლის მიერ სპეციალური ჩარჩო-კონვერტით საარჩევნო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში სწორად მოთავსების შემთხვევაში, შეუძლებელი იყო ხმის მიცემისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობის დარღვევა:

,,შეუძლებელი იყო, გამოჩენილიყო, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წერე გააფერადა ამომრჩეველმა; სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში საარჩევნო ბიულეტენის დადგენილი წესით მოთავსების შემთხვევაში, სპეციალური ჩარჩო-კონვერტი მთლიანად ფარავდა საარჩევნო ბიულეტენებზე აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტების მონაცემებს. თუნდაც, შესაბამისი გრაფის გაფერადებას ბიულეტენის უკანა მხარეს დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე სხვა პირთათვის იმის აღქმადობა, თუ ვის სასარგებლოს გამოხატა ნება ამომრჩეველემა შეუძლებელი იყო.'' - აღნიშნავს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020