Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გორის ერთ-ერთ უბანში, სადაც ,,ოცნებამ'' ხმების თითქმის 60% აიღო, წყალი არა აქვთ
გორში, ერთ-ერთ დიდ უბანში, რომელსაც ,,ვერხვებს'' უწოდებენ, სასმელი
წყალი არა აქვთ.
რამდენიმე დღეა მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გაუსაძლისია ყოფა. განსაკუთრებით, აქტიურობენ ახალმოსახლეები, რომელთაც ბინები იყიდეს და ვერ წარმოედგინათ, თუ სასმელი წყალი გრაფიკით იქნებოდა, როგორც ღამით, ასევე დღისით.
ეს ის უბანია, სადაც ბოლო ერთი წელია რამდენიმე აქცია გაიმართა სასმელი წყლის მოთხოვნით. თუმცა, პრობლემა ამ დრომდე მოგვარებული არაა.
ამას ისიც ემატება, რომ უწყლოობის ნამდვილ მიზეზს მოსახლეობას არავინ უხსნის.
დღეს ერთ-ერთმა მოსახლემ დაწერა, რომ იგივე პრობლემაა უბნის მიმდებარედ - ნინოშვილის ქუჩაზეც.
,,17:30 სამსახურიდან მოვედი 19:47 -ია და წვეთი წყალი არ მოდის და როდის მოვა ცხელ ხაზზეც კი ვერ გპასუხობენ! ალბათ დღის საათებშიც არ იყო! წყლის ფულს ვიხდით ვზივართ და ველოდებით მათხოვრებივით კვირაში 3-4 დღე უეჭველი არ არის წყალი
,,შეჭამეს ნერვები ჯერ გრაფიკზე ვართ მთელი ღამე არ გვააქვს, ახლა დღეც. მოკლეთ რაა''
,,გიერთდებით!ტვინი წაიღეს უკვე რა არის ესეთი გაუკეთებელი რო ვერ გააკეთეთ ნინოშვილზეც არ არის სულ ამ დღეში ვართ''
გეთანხმებით..ზამთარ ზაფხულ სულ ეს პრობლემააა ვერხვებზე..დღე თუ მოდის საღამოს 12 ზე უკვე კეტავენ უნამუსოები..'' - წერენ მოქალაქეები.
კომენტარებში უკმაყოფილო მოქალაქეებს ნიშნის მოგებით ახსენებენ, რომ ვერხვების უბანში მოსახლეობის უმრავლესობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა ,,ქართულ ოცნებას'' მისცა, რაც ნამდვილად ასეა.
კერძოდ, ვერხვების უბანზე მდებარეობს სამი საარჩევნო უბანი - #13; #14 და #26.
ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, სამივე უბანზე ჯამში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2167 ამომრჩეველმა. ამათგან, ,,ქართულ ოცნებას'' მხარი დაუჭირა 1261 მოქალაქემ, რაც ხმების 58.18%-ს შეადგენს.
სხვა უბნებში, ,,მდიდრების უბნის'' გარდა, მაგალითად, კომბინატის დასახლებაში, წმინდაწყალზე, კვერნაკზე ხმების უმრავლესობა ოპოზიციამ აიღო. ხოლო სადგურის დასახლებაში, სპორტსკოლასა და ჭალის დასახლებაში ოპოზიციამ და მმართველმა გუნდა ხმები გაიყვეს.
ჯამში, ,,ქართულმა ოცნებამ'' უშუალოდ ქალაქ გორში ხმების 50%-იც კი ვერ აიღო. არადა, ,,ქართული ოცნების'' პარტიულ სიაში გამსვლელ ადგილებზე სამი კანდიდატი იმყოფებოდა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და გიორგი სოსიაშვილი. ისინი წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ სჭირდებოდათ 60%-ზე მეტი.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани