Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ახალსოფლის დევნილთა დასახლება ისეთ ადგილზე მდებარეობს, მისი არსებობა ზოგჯერ ბევრს ავიწყდება. კოტეჯები დაბა აგარასთან, ავტობანიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია განთავსებული, მაგრამ მთავარი მაგისტრალიდან არ ჩანს.
დაბა აგარასთან გადასახვევია და უნდა შეხვიდეთ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. დასახლებასაც ამიტომ დაექვა ,,ახალსოფლის დევნილთა დასახლება’’
დევნილთა სოფელს საკუთარი სახელი დღემდე არა აქვს. სახლები მართალია, ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა აშენებული, თუმცა მართვა-გამგეობა თიღვის მუნიციპალიტეტს აქვს აღებული. თიღვა ფრონეს ხეობაში მდებარეობს, რომელიც ახლა ოკუპირებულია. გამგეობის ოფისი კი თბილისში მდებარეობს.
თიღვის გამგეობას 2012 წლის შემდეგ, ანუ ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების’’ მოსვლის შემდეგ, გამგებელი სპარტაკ პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, სპარტაკ პეტრიაშვილი სოფელში მხოლოდ არჩევნების დროს, ან სოფლის კრებების დროს ჩნდება. თანაც ყველას არ ხვდება.
მოგვიანებით, გავიგეთ. რომ ის ძირითადად ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერებს. დასახლებაში კი ბევრი ოპოზიციონერი ვნახეთ, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. კარგად ახსოვთ, რომ კოტეჯები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდეტობის დროს აშენდა; ეხმარებოდნენ სურსათით და სხვადასხვა საშუალებებით. 2012 წლის შემდეგ, სოფლიდან ის მილებიც წაიღეს, რომლითაც სარწყავი წყალი უნდა გაეყვანათ.
ამდენად, როგორც ადგილობრივების ნაწილი ამბობს, მათ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის დროს, კარგი არაფერი ახსოვთ - მხოლოდ გაჭირვება და მძიმე შრომის ფასად თავის გატანა.
დასახლებაში ძირითადად ყორნისის (ყოფილი ზნაურის) რაიონიდან დევნილები ცხოვრობენ. განსხვავებით სხვა რამდენიმე დევნილთა დასახლებისა, აქ თითქმის არაფერი შეცვლილა. ისევ ისე გამოიყურება, როგორც იმ დროს, როცა აშენდა.
ხეები გაზრდილია, თუმცა აშკარაა, რომ მათაც უწყლობისგან უჭირთ გახარება. ზოგი ხე გამხმარა, ზოგი ნერგია, მაგრამ გაზრდა უჭირს. ერთი სიტყვით, სულ რომ არავინ თქვას, წყალი არ გვაქვსო, ყველა მიხვდება, რომ ამ დასახლებას სარწყავი წყლის უქონლობა აწუხებს.
როგორც წესი, უწყლო ადგილზე ხორბალს ან ქერს თესავენ. ასეა აქაც. გარშემო ყანებია.
დასახლებაში უბნის ყველაზე ბოლო ნაწილიდან შევედით. საღამო ხანი იყო. მამაკაცები გარეთ იდგნენ და საუბრობდნენ. უცხო პირის გამოჩენის გამო, საუბარი ცოტა ხნით შეწყვიტეს. გავეცანით, როგორც ჟურნალისტები.
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში. მართალია, არჩევნებზე სასაუბროდ არ ჩავსულვართ, თუმცა მივხვდით, რომ ამ თემას ვერ ავცდებოდით. ამჯერად, ჩვენს მასპინძლებს აინტერესებდათ, თუ რომელ პარტიას ვეკუთვნოდით. გასაკვირი არაა, რომ მათთვის დაუჯერებელია, თუ დღეს საქართველოში რომელიმე მედია არ ეკუთვნის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
როგორც ჩანს, თავდაპირველად, არ დაგვიჯერეს, რომ არ ვიყავით პროსახელისუფლებო მედია. გაგვაგზავნეს დასახლების ცენტრისკენ, სადაც შეგვეძლო გვენახა ჩვენთვის საინტერესო რესპონდენტი.
დასახლების ცენტრში ერთი ქალი ქუჩას გვიდა. ცოტაც და დაამთავრდება სამუშაოს, როდესაც მივუახლოვდით. ვუთხარით, რომ მასთან გამოგვზავნეს, როგორც საინტერესო მოსახუბრე ადამიანს. მასთან საუბრის დროს, ეზოდან ერთი მამაკაცი გამოგვეხმაურა. გვკითხა, ვინ ვიყავით და საიდან. მასაც ავუხსენით, ვინ ვიყავით.
ქალმა უარი გვითხრა ინტერვიუზე, ამ დროს ჩამოიარა ერთმა მამაკაცმა. მისგან გავიგეთ, რომ სოფელში ახალი დაბრუნებულები იყვნენ ქალები სამუშაოდან. ქალები კი ბრიგადაში მუშაობენ და ფერმერებს ჰყავთ დაქირავებული. ამიტომ, შეგვეძლო 20-მდე ადამიანი ერთდროულად მოსავლის აღების დროს გადაგვეღო.
მოვიკითხეთ ბრიგადის მეთაური. მოვინახულეთ იგი და გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა მუშაობის დროს ყველას ერთად შევხვედროდით.
მეორე დღეს დილით ქალების ბრიგადა სამუშაოდ წავიდა. დევნილი ქალები მუშაობდნენ სოფელ ბებნისში, სადაც ერთ-ერთი ფერმერის ნაკვეთში კარტოფილს იღებდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ბრიგადაში იყვნენ, როგორც ხელისუფლების მომხრეები, ასევე ოპოზიციონერები. ერთ მხარეს ეგონა, რომ ჩვენ ხელისუფლების მომხრეები ვიყავით, მეორე მხარეს ეგონა, რომ - ოპოზიციის. ეს გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ პირველ ქალს, ვისაც დევნილთა დასახლებაში შევხვდით, სოფლის მამასახლისის დედა ყოფილა. ამიტომ, ნაწილი ფიქრობდა, რომ მათთან დაახლოებული ვიყავით.
ხოლო მეორეს მხრივ იმის გამო, რომ ბრიგადის მეთაური არ იყო ხელისუფლების მხარდამჭერი, ხელისუფლების მომხრეები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ სოფელში ოპოზიციონერების თხოვნით ჩავედით. ერთი სიტყვით, ბრიგადაში ,,პოლარიზაციამ’’ ლამის ვიზიტი ჩაგვიშალა, საბოლოოდ, გაუგებრობა ამოიწურა და ბრიგადის წევრებმა საუბარი დაიწყეს:
“ვერ მივედი ექიმთან, აი ხერხემალიც მტკივა, მაწუხებს. მთელი დღე რომ წახრილი ვმუშაობ თან. ხან თირკმელი, ხან ის.. წნევასაც მაღალს ვატარებ, ვერ მივედი რომ გამოვაწერინო, იქნებ ფასი დააკლდეს მაგით.” - ამბობს ახალსოფლის დევნილთა დასახლების ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მისახედად, მაცხოვრებლებს კრედიტის აღება უწევთ, რისი დაფარვაც მწირე შემოსავლიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია მათთვის.
“დახმარება არ გვაქვს.. 315 ლარი გვერიცხება და ისიც წამლებში და ბანკში მიდის.” ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ასაკოვან მოსახლეობას ანაზღაურების გამოსამუშავებლად მიწაზე მუშაობა უწევს. “გამაყუჩებლებით ვართ გაჟღენთილი, არ ვიცით ჩვენ თვითონ რას ვსვამთ. არავინ ჩვენი დამხმარე არ არის.”
დასახლებაში ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე ჩივიან, მათი თქმით თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სპარტაკ პეტრიაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის მამა მათი პრობლემებით არ ინტერესდება. ,,არც დაგვლაპარაკებია ეგ სპარტაკ პეტრიაშვილი... თუ მოვა, გარეთ დადგება. არავინ ჩვენი დამხმარე არ არის.''
თიღვის მუნიციპალიტეტში მდებარე ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში, ფრონეს ხეობიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. “რაც მეცვა, იმით გამოვიქეცი. 3 თვის იყო ჩემი ბიჭი, რომ გამოვასწარით, გამოვიქეცით, მაგის შემდეგ მე იქით აღარც მიმიხედია.”, “ორჯერ ავაშენე სახლი, მაგრამ დამინგრიეს.. გამინადგურეს, აღარაფერი აღარ არის იქ, ტანკები უყენიათ ჩემს ეზოში.” იხსენებენ დასახლების მაცხოვრებლები.
შეშის შესაგროვებლად მოსახლეობას ბარათები დაურიგდა, თუმცა ნებადართული ტერიტორია, საიდანაც შეშის დაჭრა შეუძლიათ შორს არის დასახლებიდან. ასაკისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, შორი მანძილიდან შეშის მოტანა მოსახლეობისთვის სირთულეს წარმოადგენს.
,,აშინებენ ხალხს, აი, ომი გინდათ? ომი გინდათო? ომი არც დიდს უნდა, არც პატარას და ამით აჩუმებენ ხალხს.'' აღნიშნავს ერთ-ერთი მაცხოვრებელი, მაგრამ თავად არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მთავრობის შეცვლით ქვეყანაში ომი დაიწყება და ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ დაშინების ტაქტიკაა მთავრობის მხრიდან ამომრჩევლთა მოსაპოვებლად. “მოვიდეს ისეთი მთავრობა, რომ ხალხს უპატრონოს. არჩევანს გავაკეთებთ.”
იხილეთ ვიდეო ახალსოფლის დევნილთა დასალების მაცხოვრებლებზე, მათ ცხოვრებასა და პრობლემებზე.
დევნილები ფრონეს ხეობიდან

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани