Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
გორის მერიასთან არსებულმა აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ვლადიმერ
ხინჩეგაშვილის ოჯახმა გორში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, 849,08
კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა.
გადაწვეტილება კომისიამ 2021 წლის დეკემბერში მიიღო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შემდგომში საჯარო რეესტრმა საკუთრების მოწმობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედის, ქეთევან გაგნიძის სახელზე გასცა.
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედამ თავდაპირველად 2021 წლის 21 ივნისს მოითხოვა. მის განცხადებას თან ახლდა რამდენიმე დოკუმენტი. ჩამონათვალში მითითებულია, რომ მიწა თვითნებურადაა დაკავებული.
ამავე ჩამონათვალში მითითებულია, რომ განცხადების ავტორი თანახმაა საკითხი აღიარების კომისიამ განიხილოს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობდა მოლოდონი იმისა, რომ საკითხი აღიარების კომისიაში გადაიგზავნებოდა.
ივნისიდან სექტემბრამდე საჯარო რეესტრმა სხვადასხვა უწყებებში გააგზავნა წერილი იმის დასადასტურებლად, რომ მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვითნებურად იყო დაკავებული. მითითებულ ვადებში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარადგინა, რის გამოც, ქეთევან გაგნიძემ საჯარო რეესტრს ახალი განცხადებით, 2021 წლის სექტემბერში მიმართა.
ეს ის პერიოდია, როდესაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საარჩევნო კამპანიას ატარებს. 2021 წლის აგვისტოდან ის ცდილობს, რომ მოქალაქეებმა მერად აირჩიონ ,,ქართული ოცნების'' მხარდაჭერით.
პარალელურად, სახელმწიფო უწყებები ცდილობენ, რომ მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი თანაც თვითნებურად დაკავებული, დაურეგისტრირონ.
დამატებითი მოკვლევის შემდეგ, 2021 წლის სექტემბერს საჯარო რეესტრმა დოკუმენტები გორის მერიის აღიარების კომისიას გაუგზავნა.
რატომ დაიკავა აღნიშნული მიწა თვითნებურად ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა?
ქართლის ამბები 3 წლის წინ წერდა, რომ მერობის კანდიდატმა თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ 2018 წელს 172 000 ლარად იყიდა 6 129 კვ.მ კომერციული ფართი. აღნიშნული კომერციული ობიექტის მომიჯნავეა ის 849.09 კვ.მ ფართობის მიწა, რომელზეც საჯარო რეესტრმა და მერიის აღიარების კომისიამ იმუშავა.
აღიარების კომისიამ ყოველგვარი პრობლემის გარეშე აღიარა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოჯახი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ.
,,ქართლის ამბებმა" მოიძია რამდენიმე მაგალითი, როდესაც გორის მერია მოქალაქეებს არ უღიარებს იმ მიწის ფართობებს, რომლებსაც ისინი 20 და 30 წელზე მეტი ხნით სარგებლობდნენ.
ამ მაგალითებით ჩანს, რომ მერია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მომჩივან მოქალაქეებისთვის არ დაერეგისტრირებინა მიწები. მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ მერია იგონებოდა ფაქტებს.
მაგალითად, შეგვხვდა შემთხვევები, როდესაც სტადიონის მოწყობის მიზეზით ან გზის მოწყობის მოტივით, მოქალაქეებს არ უღიარებდნენ ფართობს. სასამართლო სხდომებზე გაირკვა, რომ იმ პერიოდისთვის მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
რატომ გაუადვილდა ხინჩეგაშვის ფართის დაკანონება?
მერიის აღიარების კომისიამ საბოლოოდ გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც მერიას უკვე ხელმძღვანელობდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. კომისიას კი თავმჯდომარეობდა მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი.
თამაზ შიოშვილი ტელევიზიებთან გაკეთებულ ინტერვიუში ირწმუნება, რომ ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა, მაგრამ მისთვის ჯერ არ დაუსვამთ კითხვა, თუ რატომ უქმნიდნენ პრობლემებს სხვას, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მსგავსი ბარიერები არ შეახვედრეს...
ქვემოთ ვნახავთ ამ ისტორიებს
I ფაქტი
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქალაქე რ.შ 1900 კვ.მ მიწის ფართობს თვითნებურად ფლობდა. ნაკვეთი იყო შემოღობილი.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2019 წელს, ისე გადასცეს სატყეო სააგენტოს, რომ არ დაეკითხნენ მოქალაქეს.
ამის შემდეგ მოქალაქემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რათა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარება მომხდარიყო.
საჯარო რეესტრმა მასალები გადაუგზავნა გორის მერიის აღიარების კომისიას.
გორის მერიასთან არსებულმა კომისიამ მოქალაქე რ.შ-ს უარი უთხრა რეგისტრაციაზე. დავა სასამართლოში გაგრძელდა. გორის სასამართლომ მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა და მერიას მესაკუთრედ მისი აღიარება მოსთხოვა.
II ფაქტი
მოქალაქე გ.ს. საკუთარი ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად ფლობდა 2 049 კვ.მ მიწის ფართობს.
მან, მესაკუთრედ აღიარების თხოვნით, საჯარო რეესტრს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2049 კვ.მ მიწის ფართობს თვითნებურად ფლობს 90-ანი წლებიდან, რომელიც შემოსაზღვრა ღობით.
საჯარო რეესტრმა ზემოაღნიშნული განცხადება 2021 წლის 27 მარტ გადაუგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ აღიარების კომისიას.
კომისიამ 2021 წლის 23 ივნისის №732 განკარგულებით საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ:
- მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არა სახელმწიფოს, არამედ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებას,
- ასაღიარებელ მიწის ფართს არ ფლობდა მოსარჩელე
- მასზე მიმდინარეობდა საფეხბურთო მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები,
- აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო წყლის ფონდის მიწას და
- მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ტოპოგრაფიულ რუკაზე ფიქსირდებოდა არხი.
სადავო მიწის ფართზე საფეხბურთო მინი მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით, მოქალაქე მიიჩნევს, რომ გაურკვეველია სამშენებლო სამუშაოების წარმოების კანონიერების საკითხი, მეტიც, სამუშაოების დაწყება მოპასუხის მხრიდან უკავშირდება მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოების ხელოვნურად შექმნას.
დავა გაგრძელდა სასამართლოში. გორის სასამართლომ დაადგინა, რომ მერიას არ ჰქონდა რაიმე საფუძველი იმისა, რომ მოქალაქისთვის უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
III ფაქტი
მოქალაქე ე.დ. 1984 წლიდან თვითნებურად ფლობს და სარგებლობს ქ. გორში 885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით. თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა აღიარების კომისიამ 2021 წლის 7 აპრილის განკარგულებით მას უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწა სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული გორის მუნიციპალიტეტს და ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გზის დაგეგმარება.
მოსარჩელის მითითებით, გზის დაგეგმარების საკითხი არ დასტურდებოდა არცერთი ოფიციალური დოკუმენტით.
დავა გაგრძელდა სასამართლოში, სადაც მოქალაქემ მოიგო.
IV ფაქტი
მოქალაქე ნ. შ-მა 1994 წლიდან უნებართვოდ დაიკავა ქალაქ გორში, 2 155 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც იმავე წელს ააშენა დამხმარე შენობა-ნაგებობა. ამ უძრავ ქონებას, იგი დღემდე უწყვეტად ფლობს.
მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ აღიარების კომისიას მიმართვით გადაუგზავნა ნ. შ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი მასალები მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.
გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა აღიარების კომისიამ ნ. შ-ს უარი უთხრა თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
უარის თქმის მოტივად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ნ. შ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე გადის 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი.
დავა გაგრძელდა სასამართლოში, სადაც დადგინდა, რომ მაღალი ძაბვის სადენების გაყვანა მოხდა 2015 წელს, რომელიც არ ყოფილა შეთანხმებული გორის მერიასთან. დავა მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყდა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани