Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ქალაქში არჩევნების წაგების შემდეგ გორის მერი აიპის თანამშრომლებს ხელფასებს უზრდის
გორის მერიის მიერ დაფუძნებულ ააიპების თანამშრომლებს, 2025 წელს, ხელფასები ეზრდებათ.

ამის შესახებ საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.

დალი ტლაშაძის განცხადებით, მომავალი წლისთვის აიპიებში გათვალისწინებულია ხელფასების 10%-იანი ზრდა.

ეს ის ორგანიზაციებია, რომელთა თანამშრომლები, 2024 წლის განმავლობაში, სისტემატიურად მონაწილეობდნენ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციებში. ამ მხარდაჭერის მიუხედავად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ქალაქ გორის უბნებზე ,,ქართულმა ოცნებამ'' ოპოზიციაზე ნაკლები ხმა მიიღო. აგიტატორებად და დამკვირვებლებად მმართველი გუნდის მხრიდან სწორედ აიპიების თანამშრომლები იყვნენ გაფორმებულები.

ამ ფონზე ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებას მერი, ჯამში, 8 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე ზრდის.

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

2023 წელს - 6,05 მლნ ლარი
2024 წელს - 7,97 ლარი
2025 წელს - 8,97 მლნ ლარი იქნება.

გორის მერიას დაფუძნებული აქვს 10-მდე ორგანიზაცია. რამდენიმე მათგანს მთლიანი დაფინანსებაც ეზრდებათ

პროექტის მიხედვით, დაფინანსების თვალსაჩინო ზრდაა სამ აიპში - მუნიციპალური ინსპექცია, სკოლამდელი აღზრდის სააგენტო და ტრანსპორტის სააგენტო.

გორის მუნიციპალურ ინსპექციას 2024 წელს ჰქონდა დაფინანსება 0,9 მლნ ლარი, 2025 წელს მათი დაფინანსება იზრდება 1,2 მლნ ლარამდე.

გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს 2024 წელს ჰქონდა დაფინანსება 4,3 მლნ ლარი, 2025 წელს იქნება 5,3 მლნ ლარი.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაფინანსება 2024 წელს შეადგენდა 14,4 მლნ ლარს, 2025 წელს იქნება 15,4 მლნ ლარი.

რამ გამოიწვია სახელფასო ფონდის ზრდა? განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მაგალითად სკოლამდელი აღზრდის ნაწილში გაზრდილია მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, თუმცა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის თანხების რაოდენობაზე ეს ასახული არაა. ტრაანსპორტის სააგენტოს დაფინანსების ზრდის კუთხით განმარტებულია, რომ წლის განმავლობაში სააგენტო 3 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. პროგრამულ ნაწილში არაფერია ნათქვამი მუნიციპალური ინსპექციის დაფინანსების ზრდის აუცილებლობის შესახებ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020