Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების ქებათა-ქება გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა შრომების კრებულში
გორის უნივერსიტეტის ,,სტუდენტთა შრომების კრებული'' ბოლოს 2021 წელს
გამოქვეყნდა. მას შემდეგ, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში
გვითხრეს, სტუდენტების ნაშრომები, კრებულის სახით, არ გამოცემულა.
ადმინისტრაციის წარმომადგენლმა გიორგი ყაზიშვილის გვითხრა, რომ 2021 წლის შემდეგ, ახალგაზრდები თავიანთ მასალებს თეზისების სახით წარმოადგენენ.
ბოლო კრებულში მკითხველი შეხვდება მასალას, რომელიც გიორგი სოსიაშვილის, როგორც მწერლის შემოქმედებას, მისი ენის თავისებურას ეხება. გიორგი სოსიაშვილი ამჟამად პარლამენტარია. ის დეპუტატი 2021 წლის ბოლოს გახდა, როდესაც პარლამენტის მანდატი გიორგი ხოჯევანიშვილმა დატოვა. რიგგარეშე არჩევნები გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში 2021 წლის შემოდგომით ჩატარდა.
გიორგი სოსიაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა სიის 74-ე ნომრად წარადგინა. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, იგი მომდევნო პარლამენტის შემადგენლობაშიც მოხვდა.
2021 წლამდე სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტის რექტორი იყო. სტუდენტთა #13 შრომების კრებული სწორედ გსუ-ში მისი მმართველობის ბოლო წელს გამოქვეყნდა.
როგორ ესმის სტუდენტს გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების ენა? ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ტექსტს ამ ნაშრომიდან. ნაშრომი მეორე კურსის სტუდენტმა წარადგინა. საკონფერენციო მასალის ხელმძღვანელია პროფესორი, რომელიც იმ ადამიანის დედაა, ვინც გიორგი სოსიაშვილის სასარგებლოდ პარლამენტის მანდატი დატოვა.
ციტატის დასაწყისი კრებულიდან:
,,ყოველი ჭეშმარიტი მწერალი შემოქმედებითი მიზანდასახულობით უდგება სიტყვას. ლიტერატურული სამყაროს ესთეტიკურ ველს მეტაფორები, შედარებები, სიმბოლოები, ხატები და სურათები ქმნიან. მეტაფორის მოხდენილად გამოყენებითაა შექმნილი მხატვრული ფონი გიორგი სოსიაშვილის მოთხრობისა „ნათლის გვირაბი.’’
აქ მრავალ მეტაფორას შეხვდებით, რომლებიც მწერლის ენის ორიგინალურობაზე მეტყველებს. მეტაფორათა მოშველიებით მწერალს არაერთი შთამბეჭდავი სურათი აქვს შექმნილი:
„გამხმარ, დაბეხრეკებულ ხეთა საიქიოს ბინადარი მუხის ყლორტივით შესცქერის შთამომავალს “.
ასე გადმოსცემს მწერალი მოხუცი ადამიანის სასოებას და განცდას საკუთარი შთამომავლისადმი.
თანამედროვე მწერლობა წარმოუდგენელია ფილოსოფიური განსჯის და რეფლექსიის გარეშე. სწორედ ცხოვრების, წუთისოფლის წარმავლობაა გამოხატული სევდით სავსე ამ სტრიქონებში:
„მიწას გამოეთხარა, შეესანსლა და ის გული ერთ დროს რომ ბაგა-ბუგი გაუდიოდა ეხლა საფლავის მიწად იყო ქცეული.“
ძლიერი ემოციური დატვირთვის გამო მკითხველს გულგრილს არ დატოვებს მწერლის მიერ გადმოცემული გარდაცვალების სურათი:
„გრძნობდა, როგორ აწყდებოდა ასაფრენად გამზადებული სული ბებერ სხეულს. ახალი რაღაც იბადება - იქ ჩვილი , აქ სული - ზეცის . „ტკივილი გაძლიერდა, ზეციური ჩვილის დაბადების ტკივილი.“
„თურმე გულს კიარა, ერთ მუჭა მიწას დავატარებთ ადამიანები საფლავის სალუკმეს.“
„მზე ისე გაშავებულიყო, თითქო დიდი ხნის დამარხული მნათობი სამარიდან ამოეღოთ.“
მოთხრობაში „დახატული“ მეტაფორულად ქცეული პორტრეტები, ფერწერულ ტილოებს გვაგონებენ და საოცარი სიცხადით წარმოგვიდგენენ სხვადასხვა სურათს. მწერალი სასაფლაოზე შემოპარულ შემოდგომას ასე აღგვიწერს:
„ოქროში ლივლივებს ყველაფერი, მზემ სხივები დაგვიტოვა დაღვინდა უკვე, უსმენდა ბავშვობის მეგობარს და თითქო ოქროდდაღვრილ ფოთლებზე მიაბიჯებდა. გალოპრილ ხეებში გახლართულიყო შემოდგომის მზე და ვერ ახერხებდა თავის დაძვრენას.“
თვალხილულად წარმოგვიდგება დღისა და ღამის გაყრის შთამბეჭდავი სცენა შემდეგი სტრიქონებით:
„ხრინწიანი ხმით შეუტია ღამენათევ მთვარეს სოფლის განაპირა სახლის წინ მსხლის კენწეროზე მოფხიზლებულმა მამალმა, კიდევ უფრო მოიკუნტა მამლის ნისკარტით დაკენკილ ცაზე დაკიდებული ძალადაკარგული მთვარე “.
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ „ ბნელ სივრცეში “ როგორ „ ირწევიან ღრუბლები,“ მერე კი ვარსკვლავებსაც დაინახავ .
„ღრუბლებგაფლეთილი ციდან დედიშობილები რომ გამოიჭვრიტებიან.“
„მზე“ და „ვაზი“სიმბოლოებად უქცევია მწერლის კალამს, მის საყვარელ სიტყვებად ქცეულან და არაერთი მშვენიერი მეტაფორული სტრიქონია მათი მეშვეობით შექმნილი.
ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირის მეშვეობით მწერალი გვეუბნება, რომ იგი ყველგან მზეს ხედავს: ქვევრშიც, მარანშიც, ამბარშიც, ყურძნის მტევნებშიც ... აღმერთებს ვაზს, მისდამი ტრფიალი იგრძნობა ყველა სტრიქონში: „მზე მყავდა ქვევრში დამწყვდეული, მიწის წვენით და შემოდგომის მზით ივსებოდა ჩემი მარანი . ამბარი მზის მარცვლით მქონდა სავსე.“ „ღმერთმა ცაშიც კი მომცა ვენახი .“
მწერლის განუზომელი ძალის სიყვარული იგრძნობა მზეჩაღვრილი ვაზისადმი, ეს სიყვარული იმ წინაპართაგან მოდის „მიწის გულიდან გამოსულ წვენს რომ მიირთმევდნენ.“
მზეჩამდგარ მტევნებში ჭვრეტს იგი უფლის თვალებს. „მზე ჩამდგარ მტევანზე დიდი სასწაული რა უნდა ნახო. მზეც აქ არი, მიწაც აქ არი, სიყვარულიც იქ არი, უფლის თვალებიც იქ არი .“
მწერალს თითქოს ეცოტავება საგანთა ტრადიციული აღქმა და ამიტომაც საოცარ ხერხს მიმართავს: განსხვავებული ემოციური შინაარსით მუხტავს მათ აღმნიშვნელ სიტყვებს, რის გამოც განსაკუთრებული ექსპრესიით მოქმედებს მკითხველზე:
„ეხლა იმ ყლორტების შეხება ვიგრძენი, ულვაშებაპრეხილი, საბედოსავით რომ დაეძებს სატრფოს. ვიგრძენი მისი შეხება და ის წამები მომენატრა ვაზს რომ ვესაუბრებოდი ხოლმე, ჩამოვუჯდებოდი და ვესაუბრებოდი. უთქმელად მაგებინებდა სათქმელს. ასე მეგონა, სამყაროს გაჩენისას დედამიწაში მზე ჩაეღვარა გამჩენს და ის ჩაღვრილი მზე ვაზად გადაქცეული ამოდის. ვაზი მზეა. გინახავს სარზე ულვაშებამოხვეული ვაზი? ვნებიანად რო შემოეჭდობა, აი, ყმაწვილ გოგოს რო მოეხვევა ვნებაამღვრეული ბიჭი, ვაზიც ეგრე ჩაიცხრობს ხოლმე ვნებებს, გადაეჭდობა თავის ნაპოვნ საბედოს .“
განსაკუთრებულად მხედველი თვალი, გამორჩეულად ფაქიზი სული უნდა გქონდეს, რომ „გოგოს მზერაში დაუსაბამო და უსასრულო ცა დაინახო,“ მის „ შემოდგომის მზით დაფერილ ღაწვებზე კი ბრილიანტებად ჩამოღვენთილი ცრემლები ბაგეებით აცენცო“ და ეს ენობრივი ქსოვილის სახით მკითხველსაც დაანახვო. „ ბახუსის ვარსკვლავებივით აციალებული თვალები,“
„მზეჩამდგარი მაჭარივით ადუღებული სისხლი,“ „ვაზის მოფერებით მოღლილი მზე,“ „სასაფლაოზე დაბადებული აპრილის დილა ,“ „შემოდგომის მზით სავსე მარანი,“ „უცხო მათხოვრის პირდაღრენილი ტუფლები ,“ „ვეება წვერზე წამოგორებული ღიმილი ,“ „ცხოვრებანათრე ვი სხეული ,“ „ენაზე ფიფქებივით უკვალოდ გამქრალი ბაგეები “ - ეს ,,ნათლის გვირაბში " განმბნეული სტრიქონებია. მსგავს ფრაზებს მრავლად შევხვდებით გიორგი სოსიაშვილის მოთხრობაში.
ვიღაცისათვის ეს შეიძლება დეტალებია, ანდა კონკრეტული ამბის მშვენიერი სამკაული, ჩემთვის კი ის სიტყვებია, ცხოვრებას და სამყაროს რომ სხვა თვალით მაჩვენებს.
უთუოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მწერალი მეტაფორებთან ერთად ნაწარმოებში მრავლად იყენებს სხვა მხატვრულ ფორმებს.
გაბედულად შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველი ლიტერატურული ნაწარმოები ენობრივი მოვლენაა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ენობრივ - სტილისტურმა ანალიზმა უნდა გამოავლინოს მხატვრული ნაწარმოების ენის თავისებურებანი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ისე, როგორც ორკესტრის მთლიანობას ქმნის ცალკეულ ინსტრუმენტთა ჟღერადობა, მწერლის სიტყვის მთლიანობაც მის მიერ გამოყენებულ მხატვრულ ენობრივ საშუალებათა ერთიანობაში ვლინდება, მათ შორის კი მეტაფორა ტექსტის მხატვრულობის დონის ერთ-ერთი ძირითადი საზომია. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გიორგი სოსიაშვილის მეტაფორული აზროვნება წარმოსახვის ორიგინალურობით, ხედვათა და განცდათა სიღრმის თვალსაზრისით გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართულ ლიტერატურულ აზროვნებაში.
წყარო: გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა შრომების კრებული, 2021 წელი

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани