Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
კასპში საქონლის სადგომში ოქროს გამოძალვის მიზნით მოქალაქე დაატყვევეს - 5 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით
ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ,,ქართული ოცნების'' წევრებს -
დელეგატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს,
ვახტანგ მაისურაძეს ერთ-ერთ სოფელში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები
ცხოვრობენ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პატიმარი ბიჭების
გადათავისუფლებაში დახმარება სთხოვეს.
კასპის მერმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადა, რომ ეს საკითხი ასე ღიად, ჟურნალისტების თანდასწრებით, განსახილველი არ იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოფიციალური პირები იქვე არსებულ შენობაში შევიდნენ დასმული საკითხის განსახილველად.
ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ იყვნენ დაპატიმრებულები ეს ბიჭები, სოფელში არ გვითხრეს. არჩევნების დასრულების შემდეგ, 2024 წლის 30 ოქტომბერს, გორის პროკურატურა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 პირთან ათანხმებს საპროცესო შეთანხმების პირობებს. საპროცესო შეთანხმებები უზეანეს სასამართლოში უკვე 2024 წლის ნოემბერში ოფიციალურად გაფორმდა. ის პირები, ვისთანაც საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა, ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან.
რამდენად კავშირშია ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან, ამის თაობაზე, ოფიციალურად არავინ საუბრობს, თუმცა მძიმე ბრალდებით დაკავებულ პირებს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
საპროცესო გადაწყვეტილების მიხედვით, მსჯავრდებულები საპატიმროს 2025 წლის 8 აპრილს დატოვებენ. ისინი 2023 წლის 8 აპრილიდან არიან დაკავებულნი.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ხუთივე მათგანი რეალურ სასჯელს 2 წლის ვადით მოიხდის, დარჩენილი 5 წელი კი - პირობითად ჩაეთვლებათ. გარდა ამისა, თითოეული მათგანი ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით გადაიხდის.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების საჭიროება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასეა განმარტებული:
,,მსჯავრდებულებმა სრულად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, მსჯავრდებულებსა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილს შორის, მსჯავრდებულთა ადვოკატის მონაწილეობით, წერილობით გაფორმდა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
რა მოხდა საქონლის სადგომში
პროკურორ ოთახ დოხნაძის ცნობით, მსჯავრდებულებმა, 2023 წლის 8 აპრილს, დილის 04:30 სთ-ზე, დაზარალებულის საქონლის სადგომში მდებარე ოთახში, ო. ს. ო-მ, ა. ა-მა, ე. მ. ო-მ, რ. კ-მა და ი. ნ-მა, წინასწარი შეთანხმებით, თვითნებობის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება – თოკისა და ღვედის გამოყენებით შეუკრეს ხელ-ფეხი, ხელებითა და ღვედით თავსა და ტანზე აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და სთხოვდნენ ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების თურქეთიდან შემოტანილი, დაახლოებით, 75990 ლარად ღირებული ოქროს ნაკეთობების გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ მოკვლით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ო. ს. ო-მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულს ხელიდან გასტაცა "აიფონ 12" მოდელის მობილური ტელეფონი.
პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი 8 აპრილს, ხოლო დანარჩენები 9 აპრილს დააკავა. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენით, ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ", მე-3 ნაწილის "ა", "ე" ქვეპუნქტებით – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით).

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани