Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ევროკავშირის მისია ოსურ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს
20 მაისს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა
ცნობა იმის შესახებ, რომ გამყოფ ხაზთან უკანონოდ მოძრაობს სასწრაფო
სამედიცინო დახმარების მანქანა. სააგენტო ,,რესის" მიერ გამოქვეყნებულ
სტატიაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებისგან ბიოლოგიურ ნიმუშებს
იღებენ.
ცხინვალის ,,კგბ" შიშობს, რომ აღნიშნული მანქანით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელებას ცდილობენ. უფრო მეტიც, ევროკავშირის მისიის ოფიცრების თანხლებით Private-ის ავტომანქანების საზღვარზე გამოჩენა პირდაპირ უკავშირდება ქართული მხარის გეგმას, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეაგროვოს ბიოლოგიური ნიმუშები...
,,ამასთან დაკავშირებით, ძირითად საგარეო საფრთხეს წარმოადგენს საქართველოდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ინფექციის გადატანა", - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. ის "სამხრეთ ოსეთის" მცხოვრებთ მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ, სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინონ და არ დათანხმდნენ ქართული მხარის წინადადებებს სამედიცინო კვლევებში მონაწილეობის შესახებ.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიაში, საქართველოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ, გამოქვეყნებულმა ცნობებმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება არაზუსტად და სრულიად მცდარად აისახა. ასე ეხმაურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ,,რესში" გამოქვეყნებულ სტატიას. მისიის განცხადებით, საქმე 26 აპრილს მომხდარ ფაქტს ეხება.
ევროკავშირის სადამკვირველო მისია აღნიშულ სტატიას განიხილავს, როგორც მისიის წინააღმდეგ მიმართულ, გამიზნულ და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითს:
,,26 და 27 აპრილს მისიამ უპასუხა ცხელი ხაზის გააქტიურებებს "პირადი მანქანების" შესახებ, რომლებიც ახლდა მის პატრულს. საპასუხოდ, მისიამ განმარტა, ისევე როგორც აქ განმარტავს, რომ დასახელებული მანქანები იყო სასწრაფო დახმარების მანქანები. სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს თან ახლავს მისიის დაარსების დღიდან. ისინი წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა. ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რომ ისინი თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში , მათ სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტო საგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოშორებით არსებულ ადგილებში, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულია." - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.
მისიის წარმომადგენლები კატეგორიულად განმარტავენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მკვეთრად ხილვადი იყო. საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა. პატრული ჩატარდა გეგმის მიხედვით. არც ერთ მოქალაქე სთან არავითარი კონტაქტი არ შემდგარ . არანაირი ნიმუშების შეგროვება არ მომხდარა და ამის განზრახვაც არ არსებობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სადამკვირვებლო მისია, იგი ყოველდ ღიურად აწარმოებს დაკვირვებას, მათ შორის COVID პანდემიის დროს. ყველა მხარემ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა, იციან ეს ფაქტები, რომლებიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს და ადრეც მრავალი წლის განმავლობაში, მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე ჯერ კიდევ 2014 წელს.
,,საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას ადგილზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ . ჩვენი მისია მუდმივად პატრულირებს მიმდინარე პანდემიის დროს. ჩვენი მიდგომა არის სრულად მიუკერძოებელი ." - ვკითხულობთ განცხადებაში.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани