Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათი, თუმცა, ვირუსი არსად წასულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ იზრდება როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა.

დღეს საქართველოში ჩოვიდ-19-ის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, სტაციონარში მკურნალობას გადის, ერთდროულად, 224 ადამიანი. გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად და ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე. ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, ეფექტურად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათი, თუმცა, ვირუსი არსად წასულა. ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით მსოფლიოში ვერავინ ამბობს. ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო მეტად იზრდება. მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში საჭირო იქნება.

"დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ ჩოვიდ-19-ის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა. ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანი და დევიზი გახლავთ ის, რომ ეს გამოწვევა, კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა პირველ რიგში ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, შემდგომ წარმატების მისაღწევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ დავიცავთ წესებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების რისკები. ამიტომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გვჭირდება ჩვენ ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობის გარეშეა. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, რომ იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არის ინტერესი, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პრემიერის განცხადებით, მთავრობა მზად არის, ეს განმარტებები გააკეთოს პარლამენტის ტრიბუნიდან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მან უკვე გაუგზავნა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი.

"ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 21 მარტიდან 23 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები. მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. რა თქმა უნდ, ჩვენ, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართულები, მივალთ პარლამენტში და ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი.

"ჩვენი მიზანი გახლავთ, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმის მიხედვით, მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1 200 ლარის ოდენობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა, როგორც მთავრობასა და მოქალაქის, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს შორის.

გიორგი გახარიამ მოუწოდა ყველა იმ ბიზნეს ოპერატორს, რომელსაც მოუწია თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და არ დარჩეს დახმარების გარეშე არცერთი ის მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება.

"ასევე, მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს ეს კომპენსაციები, იყოს შეგროვებული რაც შეიძლება მალე, უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც ასეთი დახმარება მთავრობის მხრიდან სჭირდება, ეს დახმარება მიიღოს დროულად. ამ დახმარების ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამ დახმარებას მოქალაქეებს დროულად ვაძლევთ მაშინ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მოქალაქე, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო სოციალური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთობლივად, საბანკო სექტორთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

პრემიერის თქმით, აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის პირებიც, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი.

"გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის, ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობის შედეგად კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა. ეს სამი თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა და მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდეგს - ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე, მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ეს ყველაფერი მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ქვეყანაში აქტივობას, მოქალაქეების მობილობას გაზრდის, რაც ეკონომიკურად გააქტიურების შესაძლებლობას იძლევა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს შესწევს ძალა, კრიზისი აქციოს შესაძლებლობად და იყოს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი.

"ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკურად უფრო აქტიურები გავხდეთ, თითოეულ ოჯახში, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს შემოსავალი. მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ფრთხილად. გაუაზრებელი, ერთბაშად მოხსნა, იმ შეზღუდვების, რომლებმაც ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი და, შესაბამისად, ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი ხელიდან გავუშვათ, სწორედ, ამიტომ გვჭირდება ჩვენ გარკვეული შეზღუდვები, ამიტომ მივმართეთ პარლამენტს და მოვუწოდებთ ყოველდღიურად თითოეულ მოქალაქეს, რომ დაიცვან ის ელემენტარული წესები, რომელიც საჭიროა, რომ ვაკონტროლოთ ვირუსის გავრცელება დ ამით შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ეკონომიკური აღორძინების შესაძლებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და შეგვწევს ძალა, რომ ეს კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითრებისთვის და საქართველო იყოს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი იმ გლობალურ კონკურენციაში, რომელიც უახლოეს დღეებში და თვეებში დაიწყება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020