Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში მოსწავლეებმა მიწათსარგებლობის მდგომარეობა შეისწავლეს
გორის მუნიციპალიტეტის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 1987 და 2019 წლებში გადაღებული Landsat-ის სურათების ვიზუალური დათვალიერებისას, შეამჩნიეს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების კონფიგურაციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

კვლევისას გორის მუნიციპალიტეტის ძველი საზღვარი გამოიყენეს, სადაც ცხინვალის რაიონი გორის მუნიციპალიტეტში იყო გაერთიანებული.



,,ჩვენი ყურადღება, პირველ რიგში, მიიქცია ქართლის ვაკეზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების კონფიგურაციის ცვლილებებმა, რისი მიზეზიც კოლმეურნეობებიდან მიწის კერძო საკუთრებაში გადასვლა და დანაწილება იყო. ძირითადი ცვლილებები კი, რაც შევნიშნეთ უმეტესწილად დაკავშირებულია საომარ კონფლიქტებთან. მაგ, 1987 წლის სურათის ფრაგმენტზე კარგად ჩანს ცხინვალის ჩრდილოეთით და ჩრდილო აღმოსავლეთით არსებული დასახლებული პუნქტები, აქ არსებული სახლების სახურავის ანარეკლით. 2019 წლის სურათზე ამ დასახლებების კვალი გამქრალია და მხოლოდ მცენარეული საფარის დანახვაა შესაძლებელი. ასევე, დაახლოებით 100 ჰა სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე გაჩნდა ახალი დასახლებები, ეს არის ძირითადად დევნილთა დასახლებები.“ - აცხადებენ პროექტის მონაწილეები.

მოსწავლეებმა ისიც შეამჩნიეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 60 კმ სიგრძის ახალი გზებია გაყვანილი. იმ ადგილებში კი, სადაც მოსახლეობის სამეურნეო მოქმედების კვალი აღარ შეიმჩნევა, მცირედით გაზრდილია ტყის ფართობები.

მოსწავლეებმა ეს სამუშაოები შეაჯამეს. პროექტი ფიზიკის მასწავლებლის, ჟუჟუნა ვანიშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს, რომლის სახელწოდებაა - ,,გორის მუნიციპალიტეტში მიწათსარგებლობის ანალიზი დისტანციური ზონდირებისა და გის-ის გამოყენებით“. ამეცნიერო კონსულტანტი-გეოგრაფი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი მარიამ ციცაგი გახლდათ.

შეჯამებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამცენიერო ფონდის წარმომადგენელიც ესწრებოდა. სწორედ ეს ფონდი პროგრამას ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ აფინანსებს.



,,პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს პირველად ჰქონდათ შეხება დისტანციური ზონდირების პრაქტიკულ გამოყენებასთან. პროექტი გარკვეულწილად ინტერდისციპლინური ხასიათის იყო, რადგან სწორედ დისტანციური ზონდირების შემთხვევაში იკვეთება ფიზიკა და გეოგრაფია ყველაზე უკეთ.“ - აღნიშნავს მარიამ ციცაგი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დამატებითი თეორიული ცოდნის გარდა, მიიღეს საველე სამუშაოების განხორციელების გამოცდილებაც.

როგორ მოიძიეს კოსმოსური სურათები? Landsat-ის მისია (NASA/USGS ერთობლივი პროგრამა) კოსმოსურ სურათებს იღებს 1972 წლიდან. ბოლო ათწლეულია ინტერნეტ სივრცეში აღნიშნული სურათები უფასო და ყველა დაინტერესებულისათვის ხელმისაწვდომია.



,,კოსმოსური სურათების დეშიფრირება სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით ხდება. ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ Arc gis. ცნობილია, რომ ყველა კოსმოსური სურათი შეიცავს ელექტრომაგნიტური სპექტრის გამოსხივებებს (ხილულს, ინფრაწითელს და სხვა) მათი მეშვეობით შესაძლებელია სურათზე არსებული ობიექტების კონფიგურაციის ამოცნობა და ცვლილებების დანახვა.“ - ამბობს მარიამ ციცაგი.

გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება სკოლაში მეცნიერების წახალისებასთან დაკავშირებით. მოსწავლეები გეგმავენ უფრო ღრმად და დეტალურად შეიწავლონ აღნიშნული საკითხები და გეგმავენ განახორციელონ კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც მათი რეგიონის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020