Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ს მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში დააფინანსებს
მოქალაქეებს იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ს მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში დაუფინანსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, სუბსიდირება მხოლოდ იმ სესხებს შეეხება, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაფორმდება.

გახარია ამბობს, რომ მთავრობა ამით უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას უწყობს ხელს:

"მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება, ხუთი წლის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს რეალურ მოთხოვნას შექმნის სამშენებლო ბაზარზე. ხუთი წლის განმავლობაში გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობის გაუმჯობესებას გადაწყვეტს". - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განმარტა, რომ იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირება ლარში გაცემულ სესხების განაკვეთებს დაახლოებით 7%-მდე ჩამოიყვანს. იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც

"სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლივობა შეიძლება 10 ან 15 წელი იყოს, პირველ ხუთ წელს მსესხებელი ყველაზე მაღალ საპროცენტო ხარჯს გასწევს, ამიტომ სახელმწიფო სწორედ ამ პერიოდში ეხმარება",-ამბობს ლილუაშვილი.

მთავრობა იპოთეკურ სესხებზე გარანტიასაც გასცემს, რათა წინასწარი შენატანების თანხა არ გაიზარდოს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ღონისძიებაზე ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020