Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კორონავირუსი და პატარა დიდი სამყარო (ქალთა ისტორიები)
ავტორი: ნინო სუხიაშვილ

ევაკუაცია გადაწყდა. ხვალ თბილისში უნდა წავიდე.” ეს WhatsApp-ის შეტყობინებაა. ენი მწერს - “მშვიდობის კორპუსის“ ამერიკელი მოხალისე. ჯერ კიდევ მარტის თვეა. პანდემიაზე ძირითადად ხუმრობით შემოვიფარგლებით. საქართველოში პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირებულია, თუმცა, ყველა კონტაქტი მოძიებულია, ინფიცირებულთა კლასტერი ვიწროდ შემოფარგლული და ვირუსი ჯერ კიდევ შორეული და ჩვენ რომ გვერდს ჩაგვივლის, ის მოვლენა გვგონია. ენი დაახლოებით ერთი თვეა, რაც საქართველოშია. აქედან, სადღაც სამ კვირამდე - ხაშურში.

უკვე ინგლისურის გაკვეთილის ჩატარებაც მოვასწარით, სატრენინგო პროგრამის დაგეგმვაც, ვებ-გვერდის ინგლისურენოვანი ვერსიის მნიშვნელოვანი ნაწილის რედაქტირებაც, თუმცა, WhatsApp-ის შეტყობინება ყველაფერს ცვლის. „ხვალ, წასვლამდე გნახავ.“ ვპასუხობ მე. მისი და ჩემი გეგმები იცვლება. თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ მთელი მსოფლიო შეცვლის გეგმებს, რომ სკოლებში უკვე გამოცხადებულ იძულებით არდადეგებს დისტანციური სწავლება შეცვლის, გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, ჩაიკეტება საზღვრები და რომის პაპი უდაბნოსავით ცარიელ წმინდა პეტრეს მოედანზე, წვიმიან ამინდში, სრულიად მარტო წაიკითხავს „Urbi et Orbi”-ს.

მეორე დღეს ენის ვნახულობ. ისედაც მოკრძალებული, ახლა განსაკუთრებით მოწყენილია. არ უნდა წასვლა. - მჯერა, რომ აქ უკეთესადაც კი შეიძლება ვიყო, მაგრამ წესი წესია, - ამბობს. ვთანხმდებით, რომ იმ საქმეებს, რისი დასრულებაც შესაძლებელია, ცალ-ცალკე მივხედავთ. მე ხაშურში და ის ნიუ-იორკში. მერე ინფორმაციას გავცვლით და საბოლოო პროდუქტს ასე შევქმნით. უკვე ორივე ვაცნობიერებთ, რომ ეს მსოფლიო უცნაურობა ორ-სამ კვირაში ვერ დამთავრდება. მადლობა ღმერთს, ინტერნეტი არსებობს. ენის მანქანა აკითხავს. - ნახვამდის, - მეუბნება ქართულად. შეხვედრამდე, - ვპასუხობ მე ისე, როგორც ყოველდღე. სამყარო იმდენად პატარაა, რომ ორივეს გვჯერა, აუცილებლად შევხვდებით.

„I am finally out of quarantine and back home. New York is getting worse and tensions are very high.“ (ბოლოსდაბოლოს, კარანტინი დავტოვე და უკვე სახლში ვარ. ნიუ იორკში დაძაბულობა იზრდება), - მწერს ენი ორიოდ კვირის შემდეგ. -მადლობა ღმერთს, რომ სახლში ხარ, -ვპასუხობ. ჩვენთანაც ახალი რეალობაა - დაძაბული, სადეზინფექციო ხსნარით, დეზობარიერებით და პირბადეებით გაჯერებული.

ნინო ქართველი ემიგრანტია და პანდემიას დაძაბულ ნიუ-იორკში ხვდება: „რამდენჯერმე მოვკარი ყური მუდმივად ჩართული ტელევიზორიდან როგორ შეშფოთებულები აცხადებდნენ ახალი ვირუსის შესახებ რომელიც თურმე ცხოველიდან ადამიანს გადაეცემოდა, თუმცა, ეს ჯერჯერობით ოკეანის გადაღმა, შორეულ ჩინეთში ხდებოდა და ისე მოვისმინე, როგორც ვისმენ სხვა ყოველდღიურ, ნებისმიერ არასასიამოვნო ინფორმაციას, იხსენებს ის, - დიდი ყურადღება არც მიმიქცევია, მაგრამ ერთ დღესაც მე და ჩემს მეგობარს საერთო ამერიკელი მეგობრების ქართულ რესტორანში წაყვანის გეგმა ჩაგვეშალა. ერთმანეთის მიყოლებით იკეტებოდა რესტორნები, მაღაზიები, სკოლები, თეატრები და ის დაწესებულებები, რომლებიც შტატის მთავრობამ სიცოცხლისთვის ,,არააუცილებელ" საქმიანობად მიიჩნია.

მაღაზიები თვალსა და ხელს შუა დაცარიელდა. აფთიაქებიც. გაიზარდა მოთხოვნა ნიღბებზე, სპირტზე, ხელთათმანებზე, სადეზინფექციო ხსნარებზე და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ტუალეტის ქაღალდზე. ეს ყველაფერი თითქოს ,,ორთქლდებოდა" დახლებიდან. ჩემმა ოჯახის ,,უფროსმა" მხოლოდ ერთი კვირის მარაგის შოვნა შეძლო. ჩვენ არ შეგვშინებია და არც ისე დავფრთხით, როგორი ისტერიაც იყო გარშემო. მერე მსხვერპლიც გამოჩნდა. ტელევიზორს უკვე ვეღარ ვშორდებოდი. პირველი დაავადებული მანჰეტენზე დაფიქსირდა. შემდეგ დაიწყო დაავადებულთა რიცხვის კატასტროფული ზრდა. ნიუ-იორკი ეპიდემიის გავრცელების მიხედვით სხვა შტატებს შორის მოწინავე გახდა.

მსხვერპლი ყოველდღიურად იმატებდა. არ იყო საკმარისი სავენტილაციო აპარატები, საწოლები, სამედიცინო კადრიც კი - ოჯახების უსაფრთხოების გამო ბევრმა მედიცინის მუშაკმა სამსახურს თავი დაანება, ზოგი მათგანი ავად გახდა. იყვნენ გარდაცვლილებიც - ადამიანები, რომლებმაც პროფესიულ მოვალეობას თავი შესწირეს. მდგომარეობის სიმძიმეზე მიუთითებდა ისიც, რომ ნიუ-იორკის პორტში შემოიყვანეს სამხედრო გემი რომელიც ერთ ჰოსპიტალს უდრიდა. იყო ბევრი ცრემლი, შიში, პანიკა. ნიუ-იორკი აღარ ჰგავდა თავის თავს. ხმაურიანმა, ფერადმა, მარად მოძრავმა, ხმებით გაჯერებულმა ქალაქმა თითქოს დაიძინა. გარეთ მხოლოდ უსახო, ნიღბიანი ადამიანები დავდიოდით...საყვარელი, თბილღიმილიანი სახეები ნიღბების ქვეშ გაუჩინარდნენ. ქართველ ემიგრანტთა უმრავლესობა ორადაა გაყოფილი - ჩვენში ყველაფერი გაორებულია დილაც, დღესასწაულებიც, სიხარულიც და დარდიც. ახლა შიშიც გაგვიორმაგდა. დედაჩემი ორი წლის წინ სიმსივნიანი ავადმყოფების რიცხვში იყო. ქიმიის და რადიოთერაპიის კურსიც ჩაიტარა. ადვილი წარმოსადგენია ჩემი წუხილი. შიშით ვხსნიდი ინტერნეტს ყოველ დილით, თვალს ვადევნებდი ჩემი ფეისბუქ მეგობრების პოსტებს. და ყოჩაღ, ქართველებო! თქვენ ეს შესძელით!!! დაიცავით საკუთარი ქვეყანა და სიცოცხლე.

ყოველდღე ვისმენ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის მოხსენებას. მდგომარეობა თანდათან მშვიდდება, რეგულირდება. დაავადებულთა რიცხვიც მკვეთრად იკლებს. სამწუხაროდ, იზრდება უმუშევრობა. მილიონობით მოქალაქე დარჩა სამსახურის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მე სამსახურიც მაქვს და თავშესაფარიც, ძალიან მაწუხებს ყველა ადამიანის ბედი. ვფიქრობ მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე, პანდემიამ რომ შეცვალა. და მაინც, მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, არ მტოვებს იმედი, რომ გადავრჩებით. დიახ, ჩვენ გადავრჩებით!“

პანდემიამ არანაკლებ დააზარალა ევროპა. იტალია ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელმაც განსაკუთრებული ადამიანური ზიანი განიცადა. თუმცა, მამაცი იტალიელები სახლებშიც ნამდვილ ხელოვანებად დარჩნენ და შეძლეს სიცოცხლის სიხარული დანარჩენი სამყაროსთვის გადაედოთ იმ პირობებშიც, როცა ეს ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი.

მარინა (სახელი შეცვლილია) არალეგალი ემიგრანტია იტალიაში. საქართველოში ქმარი და სკოლის მოსწავლე სამი შვილი დატოვა. ეპიდემია, საბედნიეროდ, მის სამსახურსა და შემოსავალზე არ ასახულა. - ძალიან შემეშინდა, თავიდან განსაკუთრებით, - ამბობს მარინა, - აბა, წარმოიდგინეთ, მარტო ხარ უცხო ქვეყანაში, არ იცი, რა მოხდება, მაგრამ გადავწყვიტე, რომ შიშს ჩემით უნდა გავმკლავებოდი. თავი დავაჯერე, რომ თუ შიშს მოვერეოდი, არავითარი კორონა არ შემეყრებოდა და ვერ მომერეოდა. იოლი არ იყო, რა თქმა უნდა. ოჯახში, სადაც ვმუშაობ, როგორც ყველგან, მუდმივად ტელევიზორი იყო ჩართული, საიდანაც არასასიამოვნო ამბები ისმოდა. სტრესის ქვეშ იყვნენ ჩემი იტალიელი ოჯახის წევრებიც. ეს კი მოქმედებს, გადამდებია. მაგრამ მე არამხოლოდ კარგად ყოფნა მევალებოდა, არამედ საქართველოში ჩემი ქმარ-შვილის გამხნევებაც. მახსოვს, შეშინებულმა შვილმა დამირეკა ისტერიული ტირილით: დედიკო, სიცხე მაქვს და რა მეშველება, მოვკვდებიო? აბა, წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოვჩნდებოდი. უნდა დამემშვიდებინა, გამემხნევებინა ბავშვი მაშინ, როცა მასზე მეტად მე შემაშინა მისმა აწეულმა ტემპერატურამ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

ახლა, როცა შედარებით სიმშვიდეა, ვფიქრობ, რა იყო ეს? მართლა არსებობდა საშიშროება თუ ვინმეს ჩვენი პროვოცირება სურდა? არ ვიცი. მაინც მგონია, რომ უარესი უკან მოვიტოვეთ და ყველაფერი კარგად იქნება.“

ლარისა (სახელი შეცვლილია), უამრავი ქართველის მსგავსად, რომლებმაც მიგრაციისთვის ევროპა აირჩიეს, საბერძნეთში, სალონიკთან ახლოს ცხოვრობს. ისიც არალეგალია. „- კორონა? ალბათ საშიშია, არ ვიცი, - ამბობს ის, -მე სადაც ვარ, ამ პატარა ქალაქში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამიტომ განგაშის საფუძველი არ მაქვს. კორონაზე მეტად სამუშაოს დაკარგვის მეშინია, თუმცა, ჯერჯერობით, ამ მხრივ სიმშვიდეა. სახლი მაქვს ბანკში ჩადებული, ამიტომ ვარ აქ. ჯერ ჩემი შვილი წამოვიდა, მაგრამ წარუმატებლად. მაშინ დაგვჭირდა სახლის ბანკში ჩადება. ქალის სამსახური უფრო იოლად იშოვება, ამიტომ, გავბედე და წამოვედი. უფრო მშვიდადაც ვარ, ჩემი შვილი თავის ოჯახთან, შვილებთან არის. საკუთარ თავზე აღარ ვფიქრობ. საბედნიეროდ, კარგი ოჯახი შემხვდა, თვალდახუჭული მენდობიან და მეც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამის გამო. მაგრამ ძალიან მიჭირს. როცა თვითმფრინავს ვხედავ, ვფიქრობ, რომ ერთ დღეს მეც ჩავჯდები იქ და სახლში წამოვალ. ჯერჯერობით კი შვილიშვილებს ვჭირდები. არც ავადმყოფობის, არც დეპრესიის არაფრის უფლება არ მაქვს. ამიტომ კორონაზე არც კი ვფიქრობ.

პანდემიის გამო ამერიკიდან საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნდა FLEX-ელი სალომე გელაშვილი.

„ამერიკული ცხოვრების რვა თვე ოჰაიოს შტატში გავატარე. Covid19-ის შესახებაც აქვე შევიტყვე. თავიდან, ძირითადად, ცინიკურად განწყობილ ხალხთან მიწევდა ურთიერთობა. ვითარებას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, თუმცა ვირუსის გავრცელებამ და სიკვდილიანობის მატებამ ხალხის დამოკიდებულება საგრძნობლად შეცვალა და პანიკამ უკლებლივ ყველა მოიცვა. პანიკის პარალელურად სავაჭრო ცენტრებიდან და აფთიაქებიდან წარმოუდგენელი სისწრაფით გაქრა სადეზინფექციო ხსნარები, საწმენდი საშუალებები, ნიღბები, ხელთათმანები და ყველასათვის ცნობილი ტუალეტის ქაღალდები. ისინიც კი, ვინც ცოტა ხნით ადრე პანდემიით შეშინებულთა მიმართ სახუმარო გამოთქმებს არ იშურებდნენ სახლებში პროდუქტთა და საჭირო ნივთთა აბსურდული მარაგით მძიმედ დატვირთულები მიდიოდნენ.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ფიქრადაც არ გამივლია, რომ საქართველოში დაბრუნება მომიწევდა. არ მეგონა საქმე თუ აქამდე მივიდოდა, მაგრამ დადგა უცნაური თარიღი - 13 მარტი - პარასკევი დღე და საბოლოოდ გაკეთდა განცხადება სკოლების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც მაშინ საგაზაფხულო არდადეგების ნაადრევად დაწყება უწოდეს. ასეთი ცვლილება კი ამერიკაში არა იშვიათად, არა ათასში ერთხელ, არამედ საერთოდ არ მომხდარა და ამიტომ ყველა გაუგებრობასა და შოკში ჩავარდა. ჩემთვის კი 2020 წლის 13 მარტი ის პარასკევი დღეა, რომელმაც კრიტიკული აზროვნების უნარი გამიმძაფრა.

ახალი ამბები განსაკუთრებით შოკისმომგვრელი ალბათ გაცვლითი პრგრამების სტუდენტებისთვის აღმოჩნდა, რადგანაც დიდი ხნის შრომისა და ოცნებების რეალობად გადაქცევის შემდეგ დათმობაზე წასვლა მოგვიწია. თანაც ისეთ დროს, დასასრულამდე მისვლას რომ აღარაფერი გვაკლდა. მოკლე დროში კი ასეთი ნაბიჯის გადადგმა საერთოდაც არაა მარტივი საქმე. თითქოს ყველა გამხნევებს და გვერდით გიდგას, მაგრამ მაინც სრულიად მარტო ხარ დარჩენილი საკუთარ განცდებთან და ქაოსურ ფიქრებთან. საბოლოო გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად უნდა მიიღო. გადაწყვეტილება, რომელსაც ვერც გაექცევი და ვერც განმსახლებელი ორგანიზაციების ან მასპინძელი ოჯახის ზურგს უკან ამოეფარები. რეალურად სწორედ მაშინ ჩავწვდი დამოუკიდებელი ცხოვრების არსს, რომელიც თავიდან საშიში გვეჩვენება, მაგრამ მაინც ვეგუებით და ბოლოს, ოსტატურადაც ვეუფლებით მისი ჩვენივე სასარგებლოდ მართვის უნარებს. ჩემ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებად სამშობლოში დაბრუნება მივიჩნიე.

გადაწყვეტილების მიღებიდან ორ დღეში მომიწია ბარგის ჩალაგება. ბუნებრივია, ამერიკაში გატარებული რვა თვის შემდეგ ყველაფრის წამოღებას ვერ შევძლებდი და ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა წონასწორობასაც ვკარგავდი, მაგრამ საჭიროების ჟამს მაინც ცივი გონებით აზროვნებამ გაიმარჯვა და ბოლომდე ვეცადე ამ ფაქტს შეძლებისდაგვარად შევგუებოდი. აეროპორტში გამზადებული რომ მივედი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებდი. მასპინძელ ოჯახს და ჩემთან ერთად მცხოვრებ იტალიელ გაცვლით სტუდენტს გარეთ დავემშვიდობე, რადგან შენობის შიგნით ასეთი სიახლოვე სარისკო იყო. შიგნით პირბადითა და ხელთათმანებით აღჭურვილი შევედი. ბარგი ჩავაბარე და ოჯახთან ერთად ბოლო წუთები გავატარე. მასპინძელმა დედამ პატარა კონვერტი გადმომცა, მოგვიანებით გახსენიო. ფრენამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, როცა მოსაცდელში მოვიკალათე და მასპინძელი დედის მოცემული კონვერტი გავხსენი. ისეთი თბილი სიტყვებით დაწერილი წერილი დამხვდა, რომ ცრემლები ვერაფრით შევიკავე.

ოჰაიოს შტატის დედაქალაქ კოლუმბუსიდან ვაშინგტონამდე საათნახევარი მარტომ ვიმგზავრე და უზარმაზარი აეროპორტიც მარტომ გავიკვლიე. აქამდე მარტო არასდროს მემგზავრა. თან ყოველთვის მახლდა ჩემი ჯგუფი და ზედამხედველი. ამიტომ, ამ ერთი შეხედვით უბრალო გამოცდილებამ თავდაჯერებულობა შემმატა. აეროპორტში FLEX-ის პროგრამის ფინალისტთა მცირე ჯგუფს შევუერთდი. ნამდვილად სასიამოვნო შეგრძნება იყო იმის გააზრება, რომ გვერდით მყავდა ადამიანები, რომლებმაც ზუსტად ისევე გამოიარეს ემოციებით დატვირთული გზა, როგორც მე. ვაშინგტონის აეროპორტში ყოფნისას ზედამხედველიც დაგვხვდა, რომელმაც გამგზავრების წინ არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზებისა და გაუგებრობის გამო ჩვენივე ბარგთან ერთად იქ ჩარჩენას გადაგვარჩინა.

ვაშინგტონიდან ცხრა საათიანი ფრენის შემდეგ თურქეთის ქალაქ სტამბულში ჩავფრინდით, სადაც უფრო და უფრო მეტ ქართველს ვუერთდებოდით, რომელთაც ჩვენზე არანაკლებად ეჩქარებოდათ სამშობლოში დაბრუნება. დაეტყო კიდეც აეროპორტს ქართველების შეკრება. ერთმანეთი გავიცანით, გავშინაურდით, ავხმაურდით და გაწელილი დროც მალე გავიყვანეთ. საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ კარგად ვიმგზავრეთ, თუ არ ჩავთვლით ნერვიულად ხელების დაბანას სადაც კი მოგვიხერხდებოდა და ნიღბების გამუდმებით ცვლას.

თბილისის აეროპორტში შესვლისთანავე ნიღბები დაგვირიგეს და რიგში ჩაგვაყენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს მოგვიწია მოცდა. სათითაოდ შეგვიმოწმეს ტემპერატურა და ორგანიზებულად გაგვატარეს რეგისტრაციაც, საიდანაც შემდეგ უმეტესობა კარანტინში გადასასვლელად გაგვაგზავნეს მოსაცდელ ოთახში. ასეთ წესრიგს, ფორმებში, ნიღბებსა და ხელთათმანებში აღჭურვილ ამდენ პერსონალსა და დაცვის პირს ნამდვილად არ ველოდი, რასაც საერთოდაც ვერ ვიტყვი იმ აეროპორტებზე, სადაც მანამდე ამდენი ხანი მოგვიწია ყოფნამ.

თბილისის აეროპორტიდან კარანტინისთვის სპეციალურად გამზადებულ სასტუმროებში გადაგვიყვანეს, რომელიც ჩემი და ჩემთან ერთად მყოფი ჯგუფის შემთხვევაში ბათუმში აღმოჩნდა. ბათუმში, მთელი ორი კვირის მანძილზე, სამაგალითოდ გვიმასპინძლეს და მარტოობა ერთ დღეს სპეციალურად ჩვენთვის გამართული კონცერტითაც შეგვიმსუბუქეს. აღარაფერს ვამბობ სამჯერად კვებასა და პერსონალის მიერ გამოჩენილ ყურადღებაზე. ამიტომაცაა, რომ დღემდე უზომო მადლიერების გრძნობა მაქვს, რომელიც სულ დამრჩება გულში.

კარანტინში გატარებული ორი კვირა საკუთარ თავთან და ფიქრებთან დასარჩენად და მოვლენების უკეთესად აღსაქმელად საკმარისი დრო გამოდგა.  ჩემი ჩამოსვლიდან უკვე ორი თვე გავიდა. ახლანდელი რეალობა კი აქ, ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ყველაზე დაცულად და იმედიანად გრძელდება“.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის გზამკვლევის მონაცემებით, საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა იზრდება. ევროკავშირთან/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელიც. საქართველოს მოქალაქეების მიერ აშშ-ში ლეგალური ემიგრაციის მაჩვენებლები (მუდმივი ბინადრობის ნებართვები და მოქალაქეობა) მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020