Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,მორწმუნეს კორონავირუსი არ შეხვდება" - მეუფე იობის მოსაზრებას გამოკითხულთა 53% იზიარებს
NDI-ის მიერ გამოკითხული მოქალაქეების 53% ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კორონავირუსით დაინფიცირებისგან მორწმუნეები რწმენამ დაიცვა. ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსაზრებას გამოკითხულთა მხოლოდ 38% არ ეთანხმება.

ეს მოსაზრება რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან ეპარქიაში შემავალი თითქმის ყველა ეკლესიის ამბიონიდან გააჟღერა.

,,მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით. თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ." - აცხადებს მეუფე იობი, რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი.

იობი ამბობს, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია: ,,ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა",- თქვა მან.

ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა - ურწმუნო მთავრობის და ექიმების.

"დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს. აღდგომა ყოფილიყოს ჩოვიდ 19-ის დამამრცხებელი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ სწორედ მაგ დღეს დამარცხდება ვირუსი". - განაცხადა მიტროპოლიტმა.

სწორედ, ამ განცხადებების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ქარელის მუნიციპალიტეტში ცხელების ორი ცენტრი აამოქმედა. მორწმუნეები ამ ეპარქიაში პირბადეებს არ ატარებდნენ, ხოლო ეკლესიებში დისტანციას არ იცავდნენ.

რაც შეეხება კვლევას, გამოკითხულთა 90% სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრო. რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი მრევლს მოუწოდებდა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნე ეკლესიაში უნდა შეხვედროდა.

NDI -იმ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა მოქალაქეებს, კერძოდ, თუ როგორ შეიქმნა კორონავირუსი, რომელიც მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა და ათასობით ადამიანი დაიღუპა. კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 30 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და მიზანმიმართულად გავრცელდა, ხოლო 22% ფიქრობს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა, მაგრამ შემთხვევით გავრცელდა.

ამასთან, როგორც გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა.

ფოტოზე: მეუფე იობი და არქიმანდრიტი სტეფანე (გიორგი კორინთელი), ქარელის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020