Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
მედდა, რომელმაც COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანა
,,ინფიცირება მივიღე covid 19 - ის პირველ ტალღაში აგვისტოს შუა
რიცხვებში. ჩაკეტილ სივრცეში განვიცდიდი ფსიქოლოგიურ აშლილობას,
რადგან ვერავის ვხედავდი ბოქსირებული პალატის იქით" - გვითხრა 30
წლის მარგო პავლიაშვილმა.
იგი გორმედის მედდაა და კორონავირუსის პანდემიის პერიოდში პაციენტებს უვლის. როგორც სამედიცინო პერსონალს, დღეგამოშვებით ამოწმებენ და ტესტირებას უტარებენ.
,,ერთ დღეს, როგორც კლინიკაში მომუშავეს, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, ტესტირება ჩავიტარე covid 19 - ზე, როდესაც ნიმუშის პასუხი პოზიტიური აღმოჩნდა, დამიკავშირდა ჯანდაცვის წარმომადგენლები და ეპიდემილოგები. დადებითმა პასუხმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, თუმცა ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა ორგანიზმში და იოლ ფორმებში მოვიხადე ინფექცია გორის "სამხედრო ჰოსპიტლის" სტაციონარში. 14 დღის განმავლობაში ინფექციონისტების დაკვირვების ქვეშ ვიყავი, რათა სიმპტომი არ გამოვლენილიყო და კრიტიკულ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავი. ამ დროის განმავლობაში განვიცდიდი დაძაბულობას და ვფიქრობდი, ჩემთან კონტაქტში მყოფ ადამიანებზე, ისინი მოხვდნენ თვითიზოლაციაში... და ძალიან მოხარული ვიყავი, რომ ჩემგან აღარ გავრცელდა არავისზე. მადლობას ვუხდი ექიმებს, თვით მედპერსონალს, დაძაბულ პერიოდში პაციენტების ზრუნვისთვის. სრულიად საქართველოს, ჩემს " გორს" და " გორელებს" მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახს და გარშემომყოფებს." - აცხადებს მარგო პავლიაშვილი.
ამბობს, რომ ფაქტობრივად კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა.
,,ტემპერატურა არ მქონია ამ დროის განმავლობაში, ყნოსვა და გემო არ დამიკარგავს, რომელიც ახასიათებს ვირუსს. ყველანაირი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდა, ჩაკეტილობის ფონზე მქონდა შიშის, ნერვიულობის განცდა, მონატრება შვილების, ოჯახსა და მეგობრების.'' - იხსენებს.
როგორც მედპერსონალის წევრი, მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მდგომარეობა უკვე საგანგაშოა. მისი ინიფიცირებიდან თვენახევრის შემდეგ, საკმაოდ მოიმატა პაციენტების რაოდენობამ.
,,რისკის ჯგუფში ვართ და რისკის ქვეშ ვაყენებთ ყველას, ვინც ჩვენს გარშემოა. რატომ? ერთმანეთის დაუდევრობით. ჯანდაცვის სერვისსაც აქვს თავის რესურსები, რადგან გადაიტვირთა კლინიკები მძიმე პატიენტებით. მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, შეიცოდეთ თქვენი ხანში შესული მშობლები, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან." - ამბობს მარგო.
შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში აღნიშნული იყო, რომ მედდა ჰოსპიტლის თანამშრომელია, რაც შესწორდა და მიეთითა ,,გორმედი"

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани