Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
16 დეკემბერი: საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 495 პაციენტი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 2 495 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით 16 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ნარჩუნდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სახეზეა ინფიცირების გავრცელების შემცირების ტენდენცია.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 198 387-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 167 281-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა – 280, იმერეთი – 533, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 283, გურია – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 269, კახეთი – 153, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158, საიდანაც, 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 876, აჭარაში – 824, იმერეთში – 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 103 პირი, მათ შორის, თბილისში – 497, აჭარაში – 148, იმერეთში – 242.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 51, იმერეთში – 53. 2 461 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 – თბილისში, 1 183 – აჭარაში, 165 – იმერეთში. 19 976 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 622 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 245, აჭარაში -179, ხოლო იმერეთში – 7. სულ 6 ოქტომბრიდან – 15 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 483 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში 19 261 პირი, აჭარაში 8 150, იმერეთში – 6 312“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.





Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020