Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 103 შიდა ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 128 ქვემო ქართლში, 103 კი შიდა ქართლში გამოვლინდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 „პისიარ“ ტესტით.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 233 879-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 276-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო – ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921, აჭარაში-359, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18, იმერეთში-34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-154, აჭარაში-45, ხოლო იმერეთში-64. სულ 6 ოქტომბრიდან – 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 235 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში-14 703 პირი, აჭარაში-1 958, იმერეთში-2 497”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020