Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მაია გუჩმაზოვა - მოფარიკავე ძამის ხეობიდან (ფოტოამბავი)
,,პანდემიამ ცოტა შეგვასუსტა, მაგრამ არ ვნებდებით," - გვეუბნება მაია გუჩმაზოვა, საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე. ის ნაკრებში რამდენიმე წლის წინ გაწევრიანდა. ოჯახთან ერთად ვლადიკავკაზში ცხოვრობს და იქ ვარჯიშობს. საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, თუმცა პანდემიის გამო წელს ჩამოსვლა ვერ შეძლო.

ორთუბანი მამამისის სოფელია, დედულეთი - ზღუდერი. ორივე სოფელი ძამის ხეობაში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

,,როგორ აღმოვჩნდი საქართველოს ნაკრებში? მე ბავშვობიდან ვიცნობდი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მერაბ ბაზაძეს. ის კარგად იცნობს ჩემს პირველ მწვრთნელს ირინა კესაევას. მქონდა გარდამტეხი მომენტი, მწვრთნელს დაუკავშირდნენ, განიხილეს ყველაფერი და შემომთავაზეს მე. შემოთავაზება კი კარგი იყო, რადგან ნებისმიერი სპორტსმენის სურვილია მოხვდეს, მოხვედრის გარდა - მოიგოს ოლიმპიური თამაშები."" - ამბობს მაია.



ის 18 წელია ფარიკაობს. დაიბადა იმ დროს, როდესაც მისმა მშობლებმა ქარელის რაიონი დატოვეს და ვლადიკავკაზში გადასახლდნენ. მაიას მშობლებთან ერთად, ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ ბებია და პაპა, ნათესავები. მაია 1991 წელს ვლადიკავკაზში დაიბადა.

,,ჩემი ურთიერთობები საქართველოსთან არ არის მხოლოდ კარიერული სახის. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ჩემი ოჯახი წარმოშობით საქართველოდანაა, ნათესავები დღემდე ცხოვრობენ იქ... კი, რა თქმა უნდა გადასვლასთან დაკავშირებით ვყოყმანობდი, მაგრამ საქართველოს სიყვარული ბავშვობიდან მაქვს." - გვითხრა მაია გუჩმაზოვამ.

სოფელ ორთუბანში მისი ბებია, მამის დედა, ცხოვრობს. 



,,ამჟამად საქართველოში ჩემი ერთადერთი ბებია ცხოვრობს, მამის დედა. ის სოფელში ცხოვრობს, სადაც პაპამ თავისი ხელებით ააშენა სახლი, სადაც გავატარე ჩემი ბავშვობის მხიარული წლები და სადაც ყოველ წელს ჩავდიოდით."" - იხსენებს მაია ბავშვობის წლებს და ბებიას.



ბებია, ზინა სანაკოევა თითქმის ერთი წელია მარტო ცხოვრობს. კორონავირუსის გამო, წელს ვერცერთმა შვილმა და შვილიშვილმა ვერ ჩამოაკითხა.



,,ყოველ ზაფხულს ჩამოდიან სოფელში. აქ ძალიან უყვართ ჩამოსვლა. მეც წლების განმავლობაში ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი, მაგრამ როცა მეუღლე გარდამეცვალა, საბოლოოდ დავბრუნდი ორთუბანში, ჩემი მეუღლის სახლში. ძნელია შვილებთან და შვილიშვილებთან განშორება, მაგრამ ჩემი მეუღლის სახლს ვერავის დავუთმობდი." - გვითხრა ზინა სანაკოევამ.

როგორც მისი შვილიშვილი იხსენებს, 2008 წლის აგვისტოს ომი, გარდამტეხი იყო ბებიისთვის:



,,2008 წელი ჩვენთვის გარდამტეხი წელი იყო, რომელიც ძალიან ტრაგიკულად დასრულდა ჩვენთვის - დაიღუპა საყვარელი პაპა. ბებიამ ვერ შეძლო ამ ტკივილის ატანა ოსეთში და დაბრუნდა მისი და პაპის მიერ აშენებულ, მშობლიურ სახლში. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გვინდა რომ დაბრუნდეს ჩვენთან, მაგრამ მას დაბრუნების სურვილი არ აქვს." - ამბობს მაია გუჩმაზოვა.



მაიამ იცოდა, რომ მის ნაბიჯს რუსეთსა და ოსეთში არაერთგვაროვნად შეხვდებოდნენ, თუმცა 2017 წელს, საქართველოს ნაკრებში გადასვლა მაინც გადაწყვიტა.

,,რომ არა ფარიკაობა, მე ალბათ დავრჩებოდი ეროვნულ ცეკვებში. ვიცეკვებდი ანსამბლში, ან დიდი სიამოვნებით წავიდოდი კრივზე. მოზარდობის ასაკში მქონდა ფიქრები - მევლო კრივზე, მაგრამ იმ დროს ძალიან კმაყოფილი ვიყავი ფარიკაობით და პროფესიის შეცვლა არ მსურდა."" - გვითხრა მაია გუჩმაზოვამ.

2019 წელს, ტაშკენტის მსოფლიო თასის (სატელიტი) ჩემპიონიც გახდა.

,,ჩემი სამომავლო გეგმები, ჯერ არ მაქვს გაწერილი, რადგან ფარიკაობის ფედერაციიდან ზუსტ და გადამწყვეტ პასუხს ველოდები." - გვითხრა მაია გუჩმაზოვამ.

საქართველოს ნაკრები ტოკიოს ოლიამპიადისთვის ემზადება, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო, 2021 წლისთვის გადაიდო.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020