Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
თოჯინები იცინიან
ერთი შეხედვით ჩვეულებრივ და
მოსაწყენ კოტეჯებსა და ქალაქის ბინებში უცნაური ქმნილებები ცხოვრობენ.
ელფები, გნომები, ფერიები, ირმები, წრუწუნები და კიდევ უამრავი
ზღაპრული თუ რეალური არსება. ცხოვრობენ პატარა ადამიანებიც, რომლებიც
ნამდვილებს ჰგვანან, მათი ხასიათი აქვთ და მათსავით იცინიან. ისინი
თოჯინები არიან, მათ ჩვენი სტატიის გმირები ძაფებისა და ნაჭრებისგან
ქმნიან და ახლა, პანდემიაში, ახალი პატრონების პოვნა ძალიან
უჭირთ.
ახალგაზრდებისგან მიტოვებული და ნაცრისფერი საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ოსტატი "ჯეპეტო" ცხოვრობს. მეთოჯინე, რომელზეც გიამბობთ, "პინოქიოს თავგადასავლის" პერსონაჟი არ არის, მისი თოჯინებიც ხის ნაცვლად ძაფებისგან არიან შექმნილნი, თუმცა ისევე ცოცხლები და ნამდვილები არიან, როგორც ამ საბავშვო ამბის ყველასთვის საყვარელი გმირები.
მისი სახელოსნო 79-ე კოტეჯია, სადაც მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ქეთინო მაისურაძე თოჯინებს ძაფებითა და ყაისნაღით ქსოვს.
" თოჯინების ქსოვა შარშან გადავწყვიტე. თაგვის წელი რომ მოდიოდა ინტერნეტში ვნახე პატარა თაგვები და ძალიან მომეწონა. ქსოვაც ინტერნეტიდან ვისწავლე. მანამდეც ვქსოვდი, მაგრამ სათამაშოები არ გამიკეთებია. მხოლოდ ჟაკეტებს, ქუდებს და თათმანებს ვქსოვდი. სათამაშოების შექმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვიფიქრე პატარა ბიზნესს დავატრიალებდი. მაშინ გამიმართლა, კარგად გამეყიდა ნამუშევრები. წელს ხარის წელია და ხარებს ვქსოვ. ხელსაქმე ჩემი ჰობია, მამშვიდებს. საერთოდ ქსოვა და კერვა ბავშვობიდან მიყვარს, გატაცებული ვარ," - გვიყვება ქეთინო.
მეთოჯინის საქმეს რუსი იუტუბერი ქალის დახმარებით დაეუფლა. ინტერნეტში შემთხვევითმა ნაცნობობამ ხელსაქმე დააწყებინა და ყველაფერი უსასყიდლოდ ასწავლა.
"ინტერნეტში რუსული არხები გამოვიწერე, სადაც ქსოვას ასწავლიან. იქიდან ერთერთი რუსი ქალბატონი დამიკავშირდა. მოხუცია, მაგრამ ძალიან კარგად ქსოვს. თავიდან ამ ქალს ნამუშევრები შევუფასე და თავად შემომთავაზა, რომ დაინტერესების შემთხვევაში უსასყიდლოდ მასწავლიდა. გაუხარდა, როდესაც გაიგო ქართველი ვიყავი, ისიც იცის, რომ დევნილი ვარ, მაგრამ ომზე არ ვსაუბრობთ. ხშირად მკითხულობს, მეკითხება პანდემიის გამო რა მდგომარეობაა ჩვენთან. პერიოდულად მიკავშირდებოდა, თავის ნამუშევრებს მიგზავნიდა და შემდეგ მეც ვქსოვდი. ჯერ მან მოქსოვა თაგვები. შემდეგ მეც გადავწყვიტე თაგვები მომექსოვა."
ვირუსისგან გამოწვეულმა სირთულეებმა არც ქეთევანი დატოვეს პრობლემების გარეშე. ტურისტებისთვის ნაქსოვი ათობით თოჯინა ისევ სახლში დარჩა და ისიც არ იცოდა, დანახარჯის დაბრუნებას მაინც თუ შეძლებდა.
"თავიდან ჩემი ნამუშევრები მცხეთაში წავიღე რომ ტურისტებზე მემუშავა, მაგრამ ვირუსმა ყველაფერი დაკეტა და საქმეც ჩამივარდა. შემდეგ გადავწყვიტე ახლობლებსა და ნაცნობებში გამეყიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ტურისტებზე უფრო სარფიანად ვყიდდი. ქართულ ბაზარზე ვერ შევძელი კარგ ფასებში გაყიდვა. ჯემპრებიც მინდა ვქსოვო, მაგრამ მეშინია, რომ ვერ გავყიდი. ვინმე თუ არ გყავს, ვისაც მაღაზია აქვს და ჩაიბარებს, ისე ვერ იმუშავებ," - წუხს ქეთინო.
37 წლის მეთოჯინეს სურს, გატაცება საქმედ და პროფესიად აქციოს, მაგრამ დევნილთა სევდიანი დასახლება მისი ოცნებების ასრულებას ოდნავადაც კი ვერ ეხმარება. ფიქრობს, რომ აქ დარჩენილ ადამიანებს სჭირდებათ დასაქმება, რომ საქაშეთი ცოცხალი და ხალისით სავსე ადგილი გახდეს.
"ქსოვით შემოსავლის წყაროს გაჩენა სისულელედ მიმაჩნდა, მაგრამ დიდ სიამოვნებას მანიჭებს ამ საქმის კეთება და ამიტომ ვქსოვ. შემიძლია, საკუთარი ფანტაზიით ვქსოვო. თავად მოვიგონო, მოვიფიქრო და ისე მოვქსოვო. მინდოდა საქსოვი დაზგის ყიდვა, რომ ტანსაცმელიც მომექსოვა. ხუთი წლის წინ 100 დოლარი ღირდა, ახლა უფრო გაძვირებული იქნება. რომ ვიყიდო, აქ ვერ გავყიდი ვერაფერს. პატარა დასახლებაა, 50 ოჯახიც არ ცხოვრობს. სიცოცხლე ძნელია საქაშეთში. მხოლოდ ბაღებით ხომ არ იქნები. სულ ბაღებში ხომ ვერ იმუშავებ. უნდა იყოს რამე, რომ ხალხი დასაქმდეს.''
,,ტურისტები რომ შემოდიოდნენ, ისევ გავრისკავდი, მოვქსოვდი წინდებსაც ჯემპრებსაც. უყვართ უცხოელებს ხელნაკეთი რაღაცები და შრომის დაფასებაც იციან. ვიცი, იქ რაღაცის გაყიდვას მაინც შევძლებდი, მაგრამ ყველაფერი ჩაკეტილია. ძაფების შეძენასაც ძლივს ვახერხებ."
ცხინვალი ერედვზე მეტად ენატრება, რადგან იქ ბავშვობისა და სტუდენტობის საუკეთესო წლები დატოვა. ცხინვალში ცხოვრებისას სროლებისა და აფეთქებების ხმებს ისე შეეჩვია, რომ 2008 წელს ომის არსებობას არ იჯერებდა და სოფლის დატოვებას საერთოდაც არ ფიქრობდა.
ქეთინოსაც სხვა დევნილების მსგავსი ისტორია აქვს: ნივთებიცა და მოგონებებიც იქ დატოვა, საიდანაც იძულებით გამოასახლეს. ახლა მხოლოდ ის იცის, რომ კარ-მიდამო ბულდოზერებმა დაუნგრიეს და მათ ნასახლარზე ზაფხულობით ბალახი ბიბინებს.
"2000 წელს ერედვში გავთხოვდი და ორი ბიჭი იქ შემეძინა. უფროსი ოთხი წლის იყო, როდესაც წამოვედით. ჯერ კოდაში ვიყავით ჩასახლებულები, შემდეგ ბინები გავცვალეთ და აქეთ გადმოვედით. ომის დროს, სოფლიდან მოვდიოდი და ვფიქრობდი, ჩვენ გარდა აქედან არავინ მიდის, მაინც აქ უნდა დავბრუნდეთ და რაღატომ მივდივართ-მეთქი. შემდეგ ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით თერგვისში ნათესავთან წავედით. იმ ღამით დაიბომბა სოფლები, მაგრამ არ მეშინოდა. პირველი ომის დროს ცხინვალში ვსწავლობდი და შეჩვეული ვიყავი სროლებს. მე-6 საშუალო სკოლაც იქ დავამთავრე. მესამე დღეს, როცა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაიწყო, უკვე თბილისში წამოვედით ჩემს მულთან. მას შემდეგ ერედვში აღარ ვყოფილვარ. სახლიდან არაფერი წამომიღია, მეგონა დავბრუნდებოდი. მენატრება ცხინვალი. ჩვენი სოფელი ხომ მთლიანად დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს. სიცოცხლის ნიშანწყალიც არ არის. ზაფხულში იმხელა ბალახი ამოდის, ადამიანი დაიკარგება."
ომიდან უკვე 12 წელი გავიდა და არსებობისათვის საჭირო ელემენტარული პირობები ისევ არ აქვთ. უკვე ერთი ათეული წელია დასახლებებში ვერ შეაღწია სასმელად ვარგისმა წყალმა, გზამ, მაღაზიამ და აფთიაქმა.
"ახალგაზრდები არ ცხოვრობენ და ხალისიც ჩამკვდარია. მაღაზია არ არის. რამის ყიდვა რომ გინდოდეს, სოფელში უნდა ჩახვიდე. ამ კოტეჯებში ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს. არავის არ უნდა აქ მოსვლა. ხანდახან ვხუმრობთ, ხალხს ეზარება აქ ამოსვლა და კორონა ამოვა? სკოლაში სოფელ საქაშეთში დადიან. მიკროავტობუსი ემსახურებათ. ახლა კი ონლაინ გაკვეთილებს ესწრებიან. წყალი და გაზი გვაქვს, მაგრამ გზა გვინდა. მე კიდე ძალიან მინდა, რომ ერთი სურსათის მაღაზია იყოს. უახლოესი ორ კილომეტრშია და მოხუცებს ძალიან უჭირთ იქ წასვლა. გვჭირდება."
36 წლის თვითნასწავლი ხელოვანი თიკა რურუა თოჯინებს სხვადასხვა მასალისგან ამზადებს, ძირითადად სინთიპონს და ნაჭერს იყენებს. მისი თოჯინები იმდენად ზღაპრულია, რომ მათი დანახვა ასაკს გავიწყებს და გაბრუნებს ბავშვობაში, როდესაც თოვლის ბაბუებს, მითოლოგიურ გნომებს და ელფებს წარმოსახვაში ეთამაშებოდი.
დიასახლისი და ორი შვილის დედა გვიყვება, რომ კერვა თავად ისწავლა. ცდილობდა, მოეძებნა ისეთი საქმე, რასაც სახლში თავად გააკეთებდა და თან შემოსავლიანიც იქნებოდა.
"სამი წლის წინ, ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე თოჯინები და გადავწყვიტე, მეც მეცადა გაკეთება. შემდეგ საკერავი მანქანაც ვიყიდე. ჯერ ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ვაკეთებდი. შემდეგ ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ ინტერნეტში ნახა ჩემ მიერ გაკეთებული სათამაშოები და შემომთავაზეს, თოჯინები ქართული ეროვნული სამოსით შემეკერა. საკმაოდ დიდი შეკვეთა მომცეს. ასე ნელ-ნელა გამიჩნდა შემოსავლის წყარო თოჯინების კეთებით," - გვიყვება თიკა.
სურვილი აისრულა და საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია. პანდემიამდე, მისი თოჯინებით ყველაზე მეტად ტურისტები ინტერესდებოდნენ.
" სანამ პანდემია დაიწყებოდა ჩემი თოჯინები კარგად იყიდებოდა საჩუქრებად მიჰქონდათ უკრაინაში ავსტრიაში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. კარგად ვმუშაობდი. ტურისტებს მოსწონდათ ქართული თოჯინები და ქართული ფილმების პერსონაჟები. ფუფალა მქონდა გაკეთებული და დიდი პოპულარობით სარგებლობდა უცხოელ დამსვენებლებში. თავიდან ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიასთან მქონდა მოლაპარაკება და ბევრს ვკერავდი. თითო შეკვეთაზე 50-60 თოჯინა მიჰქონდათ. ამ საახალწლოდაც კარგად ვიმუშავე, დიდი თოვლის ბაბუები და ხარები შევკერე."
მიუხედავად იმისა, რომ თიკა რურუას საქმიანობა პანდემიამ შეაფერხა და უცხოელ დამსვენებლებთან მუშაობას ვეღარ ახერხებს, მაინც შეძლო და საკუთარი პროდუქტის გაყიდვა ინტერნეტით მოახერხა.
"პირველად ჩემი ნამუშევრების რეალიზება მარტში შეწყდა, როდესაც ჩავიკეტეთ. ამ მხრივ საკმაოდ გამიჭირდა. ვიფიქრე, რომ დამთავრდა ჩემი თოჯინების კერვის სიყვარული, მაგრამ უკვე ონლაინ გაყიდვებს ავუღეთ ალღო და ამ საახალწლოდ საკმაოდ გამიმართლა. ვფიქრობ, როცა საზღვრები გაიხსნება, საზღვარგარეთაც გავიტანო ჩემი თოჯინები ოფიციალური ხელშეკრულებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები."
გამოწვევებს არ უშინდება და ცდილობს ნამუშევრებში სიახლე ყოველთვის შეიტანოს. ახლა შარჟების კეთებაც დაიწყო.
"ადამიანების მსგავს თოჯინებს ვკერავ. მიგზავნიან სურათს და მე ვუკერავ მის მსგავს თოჯინას. სახალისოა. ვცდილობ, მივამსგავსო ტანსაცმლით, ხასიათით.''
ვიყენებ ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, სინთიპონს და ნაჭერს. არაფერს ვყრი ყველაფერს ვინახავ იმიტომ, რომ არ ვიცი რა დამჭირდება კერვის პროცესში, თუმცა ძირითადი მასალის შეძენა მაინც მიწევს."
სათამაშოებს შვილებს ეძახის და მათი გაყიდვა უჭირს. ამბობს, რომ დასრულებულ ნამუშევრებს სულ ეფერება და ესაუბრება.
"კერვის პროცესი საკმაოდ სასიამოვნოა. არის თოჯინა, რომელსაც რამდენიმე საათში ვკერავ. ზოგჯერ სამი ოთხი დღე მჭირდება. გააჩნია რას ვკერავ. ჩემს ნამუშევრებთან ურთიერთობა მსიამოვნებს. ამ საახალწლოდ გზები რომ ჩაიკეტა, მასალაზე გვქონდა დიდი პრობლემა, ვერ ვყიდულობდით და მომიწია ჩემი საკუთარი თოჯინის გაყიდვა, რადგან ბავშვს სათამაშოზე უარი ვერ ვუთხარი."
ჩაკეტილი საზღვრებისა და პანდემიის გამო შეჩერებული ცხოვრების მიუხედავად, მაინც შეძლო ონლაინ ფესტივალზე საკუთარი ნამუშევრების გატანა და შესაბამისი შეფასებებიც მიიღო.
" ავსტრიის საერთაშორისო ფესტივალში მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურეს ჩემმა თოჯინებმა. გავიმარჯვე და დიპლომიც გადმომცეს. ოჯახის წევრები გაგებით ეკიდებიან ჩემს გატაცებას. ხანდახან მთელ დღეს საკერავ მანქანასთან ვატარებ და მუშაობაში ხელს არ მიშლიან. თავადაც მეხმარებიან რაღაცების კეთებაში. ხშირად ხდება, რომ ჩემს შვილებს მასალაზე ვგზავნი. ან როდესაც თოჯინის წაღებაა საჭირო, მიაქვთ შეკვეთა ადგილამდე."
ოსტატი
საქაშეთიდან

თოჯინები, როგორც
შვილები

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани