Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
COVID-19
შიდა ქართლში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 21 იანვარი
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობაა 85 მათ შორის: ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა.

24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 100 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 27 პირს.

რეგიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ინფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობა - 4941 მათ შორის - 1252 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალება 0 .

სულ აღებული სინჯიების რაოდენობა 198; თვითიზოლაციაში იმყოფება 1175

ბოლო24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 21 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 071-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 101-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 998 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 85, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი -18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც: 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 685, აჭარაში - 249, იმერეთში - 711. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში - 329, აჭარაში -54, იმერეთში - 182. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 2, იმერეთში - 25. 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 - თბილისში, 206 - აჭარაში, 32 - იმერეთში. 5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 536 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 223, აჭარაში - 109, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 535 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 813 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 013 პირი, აჭარაში - 1 559, იმერეთში - 2 244,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020