Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
როცა პაციენტზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს
ერთ-ერთი სოფლიდან გორისკენ
მიმავალი გზა სასწრაფო დახმარების მანქანამ დიდი სისწრაფით გაიარა.
უკან პოლიციის პიკაპი სიგნალებით მისდევდა. ციმციმებიანმა მანქანებმა
გეზი გორში, წმინდაწყლის დასახლებისკენ აიღეს.
ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა მძვინვარებდა. სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობა გასაკვირი არ იყო, თუმცა სასწრაფოსთან ერთად მიმავალმა პოლიციის პიკაპმა ყურადღება მაინც მიიქცია.
,,სერიოზული არაფერია. ფსიქიატრიული პაციენტი მოვიყვანეთ,"" - გვითხრა ექთანმა, რომელმაც მოქალაქე კლინიკის ექიმებს ჩააბარა, თვითონ კი სხვა გამოძახებაზე გაიქცა.
პაციენტის მშობლიურ სოფელში ასეთი ამბავი დაგვახვედრეს: ,,ცოტა ხნის წინ, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, მერე კოვიდი დაუდასტურდა და კლინიკაში ჰყავდათ, საიდანაც გამოპარულა. იმის მერე, დადიოდა სოფელში და რომ არავის გადასდებოდა, მგონი, ამიტომ გამოიძახეს სასწრაფო," - გვითხრეს თანასოფლელებმა.
სასწრაფოს მეშვეობით დაბრუნებული ქალი ,,გორმედიდანაც" მალე გაწერეს, რადგან მეზობლების შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, ის კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელებული იყო, თუმცა პაციენტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღარ დაუბრუნებიათ.
საცხოვრებელი სახლი მიტოვებულს ჰგავს. ეზო მოუწესრიგებელია, სახლში კი ნივთები უწესრიგოდ ყრია. აქ ოთხი ადამიანი ცხოვრობს. ორი ძმა და ორი და.
უფროსი ძმა სოფლის ნახირს მწყემსავს. უმცროსი, ძირითადად, დროს მატარებელში ატარებდა, პანდემიის პერიოდში კი მატარებლები აღარ მოძრაობს. ოჯახს, რომელიც ისედაც შემოსავლის გარეშე იყო, პანდემიაში განსაკუთრებით გაუჭირდა. თუკი მანამდე ვაგონის დალაგებით, ან ბარგის გადაზიდვაში დახმარებით რამდენიმე ლარს შოულობდნენ, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტი გაჩერდა და ბაზრობები დაიკეტა, ეს შესაძლებლობაც დაკარგეს. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალურად დაუცველის პენსიაა.
ამ ოჯახის წევრი 50 წლამდე ქალი, რომელიც 2008 წლიდან ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტია, ახლა სოფელშია, სადაც არც მზრუნველი ჰყავს და ვერც სათანადო მკურნალობას იღებს. ოჯახის კვებაც მხოლოდ მეზობლების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული:
,,საკვები ხშირად მიგვაქვს. რაც შეგვიძლია ვეხმარებით. ისეთი რთული დროა," - გვეუბნება ერთ-ერთი მეზობელი.
რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ ოჯახისთვის? - შეკითხვაზე სოფელში მერის წარმომადგენელი, აგრესიას ვერ მალავს.
,,ეგენი არიან ავადმყოფები, სულიერად დაავადებულები. პოლიციისგან გავიგე, დაუკავშირდნენ იქ დირექტორს, ჩვენ გამოვუშვით, ჯანმრთელიაო, არაფერი სჭირსო, რა ვიცი, რანაირი ჯანმრთელია. ისევ რომ წაიყვანონ ფსიქიატრიულში, ვინმე ახლობელმა უნდა დარეკოს და წააყვანინოს, რომ წაიყვანონ, მოაშორონ. მინდოდა დავხმარებოდი, შეშა მიმეტანა, მაგრამ თავი დავანებე. ენით აღუწერელია, რასაც ეგენი სჩადიან," - ამბობს მერის წარმომადგენელი.
Qartli.ge ამბულატორიის ოჯახის ექიმს, ნინო გოგიაშვილსაც დავუკავშირდა:
,,ზოგადად, მქონია შემთხვევა, როდესაც სოციალურ სამსახურს მოუმართავს ჩემთვის, რათა შემემოწმებინა და შემეფასებინა შშმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ბოლო კონკრეტულ შემთხვევაში მე საქმის კურსში არ ვარ. ისიც არ ვიცოდი, რომ ეს ქალბატონი ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოუშვეს. ადრე მახსოვს ასეთი ფაქტი მოხდა. ქალბატონი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, გაქცეულა ფსიქიატრიულიდან, შემდეგ ნახეს და ისევ დააწვინეს. ახლა ნამდვილად აღარაფერი მქონდა მის შესახებ გაგონილი. კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის არავის მოუმართავს და ისიც არ ვიცოდი, ეს ქალბატონი სოფელში თუ იმყოფებოდა." - ამბობს ამბულატორიის ექიმი.
როგორ აღმოჩნდა ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტი სოფელში - მეზობლებისა და მერის წარმომადგენლისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან. იურისტის გვარწმუნებს, რომ პაციენტი მათი კლინიკიდან არ გაპარულა, თუმცა მეტს ვერაფერს გვეუბნება, გვპასუხობს, რომ დანარჩენი პაციენტის პირადი ინფორმაციაა, რომლის გაცემის უფლებაც მას არ აქვს.
,,ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სხვაგან მოძებნეთ. შეიძლება ვიცი, აღნიშნული პაციენტის შესახებ, ყველაფერი, მაგრამ ამის მესამე პირისათვის განდობის უფლება არ მაქვს. ერთს გეტყვით, როგორც ყოფილ კოლეგებს, რომ ეს ქალბატონი ჩვენგან არ გაპარულა და დღესაც არ იმყოფება ჩვენთან. ვერც იმას გეტყვით, რამდენი ხანი მკურნალობდა ამ დაწესებულებაში. თუ გინდათ, მოიპოვოთ მისი პერსონალური მონაცემები, ოფიციალურად, უნდა გაარკვიოთ, ჰყავს თუ არა მხარდამჭერი და მან გამოითხოვოს, ავადმყოფის შესახებ, მონაცემები. მხარდამჭერის გარეშე მას არ გამოუშვებდნენ კლინიკიდან. გასაღიზიანებელია, როცა სოფლის გამგებელი სახელებით და გვარებით საუბრობს ფსიქიკურ ავადმყოფებზე. შეგიძლიათ, გადასცეთ მაგ ჭკუის კოლოფ გამგებელს, რომ თერჯოლაშიც გაიხსნა ახალი ფსიქიატრიული კლინიკა და დაუკავშირდეს მათ და მიიღებენ. რომ მოენდომებინა, შეეძლო სადმე გამოეძებნა ადგილი." - ამბობს ფსიქიატრიული ცენტრის იურისტი.
ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორი თამარ ბუზალაძე ამბობს, რომ პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მძიმე ფორმები აღენიშნებოდათ, დაწესებულებამ გადაიყვანა თერჯოლის კოვიდცენტრში, რომელიც სპეციალურად ფსიქიატრიული პაციენტებისთვის იყო მოწყობილი. აღნიშნული პაციენტიც ამ ცენტრში იმყოფებოდა და სწორედ თერჯოლის ფსიქიატრიულმა მიიღო მისი გაწერის გადაწყვეტილება.
"ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ პროტოკოლებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული ანუ დისტანცია რამდენადაც შესაძლებელია, პირბადეებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს ვხმარობთ. როგორც კი პერსონალში დაფიქსირდა, გადავიყვანეთ იზოლაციაში პერსონალი. პაციენტებში დაგვიფიქსირდა. 25 პაციენტს აღმოაჩნდა კოვიდი, რომლებიც მოთავსდნენ ცალკე ფლიგელში და მაქსიმალურად შევამცირეთ კონტაქტი. ჩვენ გვაქვს ერთი ფლიგელი, რომელიც 2020 წელს გავარემონტეთ და მოხდა ამ პაციენტების ამ ფლიგელში გადაყვანა მთლიანად. ამ 25 პაციენტიდან უმეტესობაში ეს სიმპტომები მიდიოდა მცირედი გამოხატულებით. 7 პაციენტი იყო ისეთი, ვისთანაც მაღალი ტემპერატურა ქოშინი დაფიქსირდა და ისინი იმწუთასვე გადაყვანილი იქნენ თერჯოლის კოვიდ ცენტრში, სადაც ფსიქიატრიული პაციენტებისთვის იყო სპეციალურად მოწყობილი. დანარჩენები ადგილზე იმართებოდნენ, რადგანაც ქონდათ უმნიშვნელო სიმპტომატიკა," - ამბობს თამარ ბუზალაძე.
რატომ გაწერა თერჯოლის კლინიკამ პაციენტი მაშინ, როდესაც მას მეურვე არ ჰყავდა? ამას თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი დავით სარიშვილი განმარტავს და ამბობს, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს სხვა პრობლემებიც მრავლად აქვს და უმნიშვნელო პრობლემებზე დროს ვერ დაკარგავს.
"ჩვენ გავწერეთ ეს ქალბატონი, რადგან კოვიდი აღარ ჰქონდა. აბა სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა? ჩვენ არ გვაქვს გრძელვადიანი ფსიქიატრიული. ჩვენ ვართ კოვიდ ფსიქიატრია. ვიღებდით ფსიქიატრიულის პაციენტებს მთელი რესპუბლიკიდან, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ. როგორც კი კოვიდ სიმპტომატიკა ამოიწურებოდა, ვუშვებდით. რაც შეეხება საჭიროებდა თუ არა ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას, ეს ჩვენი პრობლემა არ იყო. ჩვენ გვაქვს ნამდვილი ფსიქიატრია ორ კვირამდე დაყოვნებით, მაგრამ აქ ხვდებიან ქუჩიდან და არა კოვიდინფექციების შემდეგ და ეს ქალბატონი, როგორც ვიცი, თავის სოფელში მკვდარი ეგონათ. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა და მერე არ ვიცი, რა მოხდა. მივიღეთ კოვიდდაავადებული და გავუშვით ჯანმრთელი. როგორც მახსოვს, ჩვენ ვერ მოვიძიეთ ამ ქალბატონის ოჯახი და სოფლის რწმუნებულს დავუკავშირდით. დეტალები არ მახსოვს ვიცი, რომ სოფელში ჩაიყვანეს და სოფლის რწმუნებულიც გაფრთხილებული იყო. მე თვითონ ფსიქიატრი ვარ და იმდენი პრობლემა აქვს ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, რომ თუ გასულია მათი კონტროლის ქვემოდან პაციენტი, კიდე მისი ბედი ეძიოს? როცა მილიონი საქმე აქვს და მილიონი პრობლემა ფსიქიატრიულს კიდე ეს მოვალეობა დავაკისროთ? მართებული არ მგონია," - გვიპასუხა დავით სარიშვილმა.
ფსიქიატრიული დაწესებულებიდან პაციენტის გასაწერად, აუცილებელია, მას ჰყავდეს მეურვე, თუ ასეთი ახლობელი პაციენტს არ ჰყავს, მაშინ ასეთი მხარდამჭერი კლინიკის ადმინისტრაციამ და სოციალურმა სამსახურებმა უნდა დაუნიშნონ. მეურვე შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ნათესავი ახლობელი ან სოციალური სამსახურის აგენტი.
როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს სპეციალური საავადმყოფო ან ხელისუფლება, ამის შესახებ ჩვენ ექიმ ფსიქიატრს, ავთო ვანაშვილს ვესაუბრეთ.
,, პაციენტი შესაბამის დაწესებულებაში მიიღება თვითდინებით ან სასწრაფო დახმარების მანქანით. სასურველია, პაციენტს ჰქონდეს შესაბამისი დისპანსერის მიმართვა. თუ ეს არ აქვს, არ არის დიდი ტრაგედია. უბრალოდ, სასურველია, პაციენტს ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი ან მოხდეს მისი იდენტიფიცირება. პაციენტი მიიღება მისი ნებართვით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სურვილი იმკურნალოს დაწესებულებაში. თუ პაციენტი წარმოადგენს სოციუმისთვის საშიშროებას, 24 საათის განმავლობაში, ორი ექიმი-სპეციალისტი ხელმოწერით მიმართავს სასამართლოს, მისთვის ადმინისტრაციული წესით არანებაყოფლობითი მკურნალობის შესახებ. თუ პაციენტი აღარ არის საშიში სოციალური გარემოსთვის და არ აქვს აგრესიული დამოკიდებულება გარემოს მიმართ, მაშინ განიხილავს სპეციალური კომისია მის მდგომარეობას და იღებს პაციენტის გაწერის გადაწყვეტილებას." – განმარტავს ექსპერტი.
ექსპერტი განმარტავს იმ შემთხვევასაც, როდესაც პაციენტი თავად ამბობს უარს მკურნალობაზე. ასეთ სიტუაციაში პაციენტი კლინიკიდან უნდა გაეწეროს:
,,როდესაც ამოიწურება ფსიქოზური კრიტერიუმები და პაციენტს აღარ აღენიშნება არანაირი საშიშროება, რომ იყოს გარემოსთვის აუსკრიტიკა და ა.შ. მთლი რიგი პროცესებისა, ამ დროს კომისია იღებს გადაწყვეტილებას და წერენ პაციენტს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ ყავს მხარდამჭერი, კლინიკის ადმინისტრაცია და სოციალური სამსახურები ვალდებულები არიან, პაციენტს დაუნიშნონ მუდმივი მეურვე ან დროებითი მეურვე."" - აღნიშნავს ავთო ვანაშვილი.
ჩვენი გმირის შემთხვევაში ვერ მივაკვლიეთ იმ პირს, რომელიც მისი და მისი ოჯახის მხარდამჭერადაა დანიშნული.
,,ჩემი დირექტორობის დროს, აბსოლუტურად, ყველა პაციენტზე თავად ვნიშნავდი მეურვეს. მივმართავდი სოციალურ სააგენტოებს და მომყავდა სასამართლოში, რათა გაგვეფორმებინა მეურვეობა. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის მეურვის ინსტიტუტი კარგად ჩამოყალიბებული. ჩემი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ არ შეიძლებოდა კლინიკიდან პაციენტის გაწერა მეურვის გარეშე. ეს არის იგივე, რომ შვილი გაუშვა ველურ ბუნებაში მარტო."" - გვეუბნება ავთო ვანაშვილი.
დღევანდელ საზოგადოებაში შშმ პირების, განსაკუთრებით კი ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების მიმართ სტიგმა ძალიან ძლიერია. შინ დაბრუნებული პაციენტები საზოგადოების არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ხშირად აწყდებიან.
,,სწორედ ამ გარემოებების გამო, პაციენტი ბრუნდება უკან კლინიკაში. ჩვენთან არ არის განვითარებული ე.წ. პირველადი ჯანდაცვა. დისპანსერების ამბულატორიების სერვისი. პრაქტიკულად, პაციენტს თუ ძალიან სერიოზული პატრონი არ ჰყავს, ვისაც ნამდვილად გული შესტკივა პიროვნებაზე, ეს პაციენტი განწირულია ორი მომენტისათვის. პირველი - უკეთეს შემთხვევაში კლინიკაში უნდა დაბრუნდეს ან ჩაიდენს რაიმე საშინელებას და მერე უნდა გახდეს საზოგადოების განხილვის საგანი, ეს ყველაფერი გადადის პოლიტიკაში, კრება რჩება მხიარული და ყველას ავიწყდება პაციენტის ბედი. ასე, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ."" - გვითხრა ავთო ვანაშვილმა.
იგი გვარწმუნებს, რომ პაციენტის ასე ხელაღებით გაწერა, ექიმის მორალური პასუხისმგებლობაა.
,,თუ თქვენ გამოითხოვთ სახელმწიფო პროგრამას, ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, ნახავთ, რომ ამბულატორიულ კომპონენტში პირდაპირ წერია, რომ ექიმები უნდა ახორციელებდნენ ვიზიტს. ამისათვის სპეციალურად თანხაა გამოყოფილი. სამწუხაროდ, ეს სერვისები დღეს არ მუშაობს და ამას მხოლოდ მობილური ჯგუფები თუ აკეთებენ დასანახად და გრანტების მოსაპოვებლად. მე ვარ ექიმი ფსიქიატრი. 18 წელი ვხელმძღვანელობდი ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, ხოლო ბოლო ორი წელი აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს. ვიყავი დირექტორი და შემდეგ გენერალური დირექტორი. 2019 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა და წამოვედი საერთოდ დარგიდან. ზოგადად ამ დარგში ვარ სტუდენტობიდან და ძალიან კარგად მესმის ამ დარგის პრობლემები. მესმის, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ ის, რაც ხდება, ენით აღუწერელია. ამ ყველაფრის კერძო სექტორისთვის გადაცემა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. სახელმწიფო რასაც ქვია, მაშინ არის სახელმწიფო, როდესაც ის უვლის სამ ძირითად ბენეფიციარს. ეს არის მოხუცი, ბავშვი და ფსიქიურად დაავადებული. პრაქტიკულად ყველა დროს ვმუშაობდი, ბევრი მთავრობა შევიცვალე, ბევრი მინისტრი შევიცვალე, მაგრამ არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა ამ დარგზე ყურადღების მიქცევა. ამ კუთხით სიტუაცია მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც დარგს უხელმძღვანელებს დარგის სპეციალისტი." - აღნიშნავს ავთო ვანაშვილი.
როგორ და რატომ გაუშვეს პაციენტი, რომელსაც არ ჰყავს ისეთი ახლობელი, რომელიც შეიძლებოდა მისი ოფიციალური მეურვე ყოფილიყო, ან ვინაა პასუხისმგებელი ამ ადამიანებზე, რომლებსაც დახმარება დღეს სხვაზე მეტად სჭირდებათ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გაჭირვებასთან ერთად საზოგადოების აგრესიულ დამოკიდებულებასაც აწყდებიან.
Qartli.ge დაუკავშირდა სოციალური მომსახურები სააგენტოს, სადაც განგვიმარტეს, რომ საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი გვიპასუხეს, რომ პერსონალური ინფორმაციის დაცვა ევალებათ, ამიტომ იმასაც კი ვერ გვეტყვიან, იციან თუ არა ამ კონკრეტული პაციენტის შესახებ.

მეზობლების
იმედად

კოვიდპაციენტები ფსიქიატრიულ
დაწესებულებაში

ვინ არის
პასუხისმგებელი

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани