Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გვერძინეთი - პანდემიამდე და პანდემიაში
29 წლის რაულ ხოზრევანიძემ და მისმა თანასოფლელებმა პანდემიისას შეზღუდვების პერიოდი სოფელში, გვერძინეთში გაატარეს. მაშინ ტრანსპორტი არ მოძრაობდა და გადაადგილებაც ჭირდა. აჭარელმა ეკომიგრანტებმა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გეზი სამუშაოდ კვლავ ბათუმისკენ აიღეს. რაულიც ერთ-ერთი მათგანია. ის გვერძინეთში ჩვენი მისვლიდან მეორე დღეს ბათუმში გაემგზავრა.

რაული თითებზე ითვლის, რამდენი ოჯახი და ადამიანი რჩება სოფელში, ისინი, ვინც სამუშაოდ არ მიდიან. ასეთი 5 თუ 6 ოჯახია. გვერძინეთში სულ 15 კომლი ცხოვრობს. სოფელში დაახლოებით ამდენივე მიტოვებული სახლია.


ფოტოზე:
სოფელი გვერძინეთი ცენტრალური გზიდან

,,რაც დანაზოგი და შემოსავალი გვქონდა, თითქმის სულ დავხარჯეთ ამ ერთი წლის განმავლობაში. როგორც შეგვეძლო, ისე გავიტანეთ თავი. საყიდლად ქარელში დავდიოდით. აქ ისეთი ადგილები არაა, რომ რაიმე მოსავალი მოიყვანო. ადრე თუ სოფლის ნახირი 150 სულ საქონლისგან შედგებოდა, დღეს 30-საც ვერ მოთვლი. მიწის ნაკვეთები ცოტაა და საძოვრები აღარაა. ამიტომაც, ვისაც რამე საშუალება გამოგვიჩნდება, სამუშაოდ მივდივართ ბათუმში. ზოგი თუ მოახერხებს, თურქეთშიც მიდის სეზონურ სამუშაოზე. მერე ვბრუნდებით სოფელში და ასე გრძელდება ჩვენი ცხოვრება," - გვიყვება რაული.

ფოტოზე: ხეობის ცენტრალური გზა გვერძინეთი-ტყემლოვანას მონაკვეთი

გვერძინეთი ძამის ხეობის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ბოლო სოფელია.

მის შემდეგ იწყება უკაცრიელი სოფლები: წიფლოვანა, სათერძე, ტყემლოვანა, რომელთა მცხოვრებლებმა სახლები, 90-იანი კონფლიქტის დროს, დატოვეს და გაიხიზნენ ჩრდილოეთ ოსეთში. ამჟამად, ტყემლოვანაში მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ტყემლოვანამდე მიღწევა თოვლიან ამინდში შეუძლებელია, რადგან გვერძინეთიდან 2-3 კმ-ის შემდეგ, ახლადმოასფალტებულ გზაზეც კი დიდი თოვლია..

მეორე დღეს ადრე უნდა წასულიყო ბათუმში, თუმცა რაულმა სოფელში მეგზურობა მაინც გაგვიწია.

,,როგორც ვხვდები, აქ მცხოვრები ადამიანისთვის საუკეთესო გამოსავალია სამუშაოდ აჭარაში წასვლა. აღმოსავლეთ საქართველოში სამუშაოს მოძებნა გიჭირთ, ალბათ, ხომ?..." - ვეკითხებით ჩვენს მასპინძელს, რომელიც თანხმობის ნიშნად თავს გვიქნევს. თან სოფლის თოვლიან და ტალახიან გზას მივუყვებით.

,,მე ფეხბურთელი მინდოდა გამოვსულიყავი," - ამბობს რაული. გარშემო რომ გაიხედო, სტადიონი არსად ჩანს, მხოლოდ მთებია.


,,სულ ფეხბურთის თამაში მინდოდა. სკოლაში დავდიოდი ხოლმე ფეხბურთზე. ძირითადად, მეკარე ვიყავი. სხვათა შორის, აგერ მეზობელი სოფლების გუნდებს მივყავდი ხოლმე სათამაშოდ. ხან რომელი სოფლის გუნდის კარს ვიცავდი, ხან რომელი გუნდის. ძალიან მინდოდა ბოლომდე გავყოლოდი ფეხბურთს, მაგრამ როცა წამოვიზარდე, ფეხის ტრავმის გამო, ვეღარ გავაგრძელე თამაში. თუმცა, ძალიან მინდოდა," - გვიყვება რაულ ხოზრევანიძე.

ყველგან უმეტესად ხის სახლებია და ასევე ხის ჭიშკრები. საუბარში მისი სახლის ჭიშკარს ჩავუარეთ და ფეხბურთიდან ისევ სამსახურზე საუბარზე გადავერთეთ.

,,აქ რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს, ძალიან დიდი ხარჯებია საჭირო. სახლი უნდა გქონდეს გამართული. ხომ ხედავ, სულ ხის სახლებია. ღამითაც კი შეშა უნდა გენთოს, რომ სითბო იყოს სახლში, თორემ ძალიან ცივა. თუ კარგი პირობები არ დაახვედრე სტუმარს, აქ არავინ გაჩერდება. ამის სახსრები კი არა აქვს. ჩვენ სამუშაოზე რას ვიღებთ? იმდენს, რომ სახლში რაღაც შემოსავალი გქონდეს." - ამბობს რაული.

მოულოდნელად გზაზე რაღაც ცხოველმა გადაგვირბინა. ,,მგელია?"

,,არა, ჰასკია. სოფელს შემოგვეჩვია და აქ დარბის. ვიღაცამ დაკარგა, ალბათ. ჩვენ ვაჭმევთ ხოლმე.""

გადავწყვიტეთ, სოფლის ერთ-ერთ ყველაზე უხუცეს ადამიანს, ადგილობრივ მკვიდრს, ვერა ხაბალოვს ვწვეოდით. მისი ეზო და სახლის სახურავი თოვლით იყო დაფარული. საკვამურიდან ბოლი ამოდიოდა. ტელევიზორი მაღალ ხმაზე იყო ჩართული, ამიტომ რაულს ბევრი მცდელობა დასჭირდა იმისათვის, რომ ვერა ბებოს სტუმრების მისვლა შეეტყო.


81-წლის ვერა ხაბალოვმა აივნიდან გადმოგვხედა. ,,შენა ხარ, რაული? ხომ მშვიდობაა?"

,,კი, ვერა ბებო, ჟურნალისტებს სურთ შენი ნახვა".

,,ჟურნალისტებს?" - დაგვაკვირდა აივნიდან. მხოლოდ მას შემდეგ გვიცნო, რაც პირბადეები მოვიხსენით.


ფოტოზე: სტუმრად ვერა ხაბალოვთან

,,ვაიმე, თქვენ ხართ? ამ თოვლში რამ მოგიყვანათ?"

,,შენ მოიყვანე თუ თვითონ მიკითხეს, არ მომატყუო?" - შეეკითხა რაულს ვერა ბებო, ვიდრე ტელევიზორს გამორთავდა და ღუმელს კიდევ უფრო გააღვივდება.

ვერა ხაბალოვის შესახებ რეპორტაჟი ორი წლის წინ მოვამზადეთ, ამიტომ ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა მისთვის, როდესაც სოფელში სტუმრობისას კვლავ გავიხსენეთ და მოვინახულეთ:

,,მოიხსენი, შვილო, პირბადე, აქ რა უნდა კორონას?" - გვეუბნება ვერა ბებო და ყველს, ხინკალს და ერთ ბოთლ არაყს მაგიდაზე აწყობს.


,,ამას წინათ, ტელეფონის ნომრების რვეულებს ვათვალიერებდი და იქ შენი ნომერი წავიკითხე. მაშინვე ვთქვი, ეს ჟურნალისტები რამდენი ხანია აღარ ამოსულან, ეტყობა აქეთ საქმე აღარ აქვთ, იმიტომაც არ მინახულეს-მეთქი. ისე ამ ყია-ყიამათში რამ ამოგიყვანათ?" - გვეკითხება ღიმილით.

,,სწორედ ასეთ დროს უნდა მოგიკითხოთ, პანდემიის პერიოდი როგორ გაატარეთ?" - ვეკითხებით ვერა ხაბალოვს. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ძამას ხეობის სოფლები კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოექცნენ.

,,როგორ და გეტყვი, ყოველ საღამოს აგერ მე და კატა ვლაპარაკობთ ხოლმე," - გვპასუხობს და ყველას გულიანად გვაცინებს.

კატას ახლა მუცელი სტკივა და ვერა ბებომ არ იცის, რა უშველოს.



,,რაც ეს პანდემია დაიწყო, ვინ მოვა აქ. გზები დაკეტილი იყო, ჩემებიც ვერ მოდიან აქ. მე კიდევ ისეთი ქალი არ ვარ, რომ ჩემი გასაჭირით ვინმე შევაწუხო. სულ რომ ვკვდებოდე, არ შემიძლია ვინმეს შეწუხება," - ამბობს ვერა ბებო და საკუთარი ხელით გაზრდილი ქათმის მიერ დადებული კვერცხებით ერბოკვერცს გვიმზადებს. თან ამაყობს, რომ ქათამი კვერცხისმდებელი გამოდგა.



,,ყოველ საღამოს რომ დავწვებოდი ხოლმე, თუ წნევა ამიწევდა ან რაღაც, ვიტყოდი, აი ახლა დავხუჭავ თვალებს და დილით ვეღარ გავიღვიძებ. ხელებს დავიწყობ ასე, მუცელზე, მაგრამ დილით ისევ გავახელ თვალებს და მეღვიძება, ვა, ცოცხალი ვარ-მეთქი?"" - ხუმრობით გვიყვება თავის შიშებზე, თან მაგიდაზე მდგარი ბოთლისკენ გვითითებს, - ,,ეს ისეთი არაყია, თემქაზე დიდი მოთხოვნაა."

თბილისში, თემქის დასახლებაში მისი შვილის ოჯახი ცხოვრობს. ვერას უხარია, რომ თბილისში, შვილის მეზობლებს, მისი გაკეთებული არაყი ძალიან უყვართ. ახლაც საათს უყურებს. შვილის ზარს ელოდება.

,,ჩემი შვილი ყოველ საღამოს მირეკავს თბილისიდან. არ არსებობს დღე, რომ არ დარეკოს. რა ვქნა? მე აქედან ვერ წავალ. არ შემიძლია სხვაგან ცხოვრება, აქ დავიბადე და აქ გავიზარდე. ჩემი ქმარიც აქ მოვიყვანე. ისეთი კარგი მეუღლე მყავდა, აგერ რაულისაც ეხსომება. არ შემიძლია სხვაგან ცხოვრება, ვერ გავძლებ."

დავინტერესდით, როგორ ახერხებდა მედიკამენტების და საკვების ყიდვას შეზღუდვების დროს, როცა ოჯახის წევრები ასე შორს არიან. მეზობლების დახმარებითო, გვეუბნება.


ფოტოზე: ვერა ხაბალოვი მეუღლესთან ერთად

,,მანქანით როცა ჩავდივარ ხოლმე ქარელში, იქიდან ვერა ბაბოსთვისაც მომაქვს რაღაცები, თუ რამე სჭირდება. ამ პანდემიის დროს საკვები დაურიგეს მარტოხელა ადამიანებს, ვერმიშელი, ზეთი, შაქარი, კვერცხი და და.შ. როგორც ვიცი, ვერა ბაბოსაც მოუტანეს" - გვეუბნება რაული.

,,რაო, კვერცხიც იყო?" - საუბარში ჩაერთო ვერა ბებო - ,,რაღაც არ მახსოვს. ეტყობა იცოდნენ, რომ ერთი ქათამი მყავს, რომელიც კვერცხს დებს და ექნება ვერასო," - იხუმრა ვერა ხაბალოვმა, თუმცა ის კი დაგვიდასტურა, რომ არამალფუჭებადი პროდუქტი მერიიდან ერთხელ ნამდვილად მიუტანეს.

გვერძინეთის მოსახლეობას ხის ნარჩენები მეზობელ სოფელში მდებარე სამხერხაოს მფლობელმა დაურიგა. წელს ეს ნარჩენები ვერა ხაბალოვს არ მიუტანეს. როგორც აღმოჩნდა, მანქანის მძღოლს ვერა ბებოსთან მისვლა ვერ გაუბედავს, რადგან შარშან მიტანილ ხის ნარჩენებს შორის ბევრი ნაგავი აღმოჩენილა.


ფოტოზე: გვერძინეთი, სამხრეთი მხარე

,,არ მიყვარს უსამართლობა და ამას ვერავის ვპატიობ. ნაგავი რომ არ მომიტანონ-მეთქი, მირჩევნია, ფული გადავიხადო და შეშა ვიყიდო. "

ხუმრობასა და ძველი ამბების გახსენებაში, დრო სწრაფად გავიდა. ,,თქვენ რომ არ მოსულიყავით, ეს დღეც კატასთან ლაპარაკში უნდა გამეტარებინა," - ღიმილით გამოგვაცილა 81 წლის ვერა ხაბალოვმა.

დავემშვიდობეთ მასპინძლებს და დავტოვეთ გვერძინეთი, ერთადერთი სოფელი ძამის ხეობაში, სადაც ჯერჯერობით რუის-ურბნისის ეპარქიას მიწები არ ეკუთვნის. სოფლის გარშემო საძოვრები მთლიანად ეპარქიამ დაირეგისტრირა. ეპარქიამ დაიკავა სოფლები: წიფლოვანა, სათერძე, აბუხალო, ტყემლოვანა...

წლების განმავლობაში, ხეობაში, სახელმწიფოსა და ბიზნესმენების შემოწირულობებით, ახალი ეკლესიებისა და კელიების მშენებლობა მიმდინარეობს. ძამის ხეობაში ამჟამად 300-მდე სასულიერო პირი ცხოვრობს. რაც უფრო იზრდება სამღვდელო პირთა რაოდენობა და ფართოვდება ეკლესიის საკუთრება, მით უფრო ვიწროვდება სივრცე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020