რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
წუხელ გორში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა მოხდა
პოლიცია ეძებს რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებმაც გამთენიასას წმინდაწყალზე, სადგურის დასახლებაში, სტალინის გამზირზე და იუსტიციის სახლთან მდებრე სავაჭრო ობიექტები გატეხეს.

წმინდაწყალზე  ერთ-ერთი აფთიაქის გატეხვა სცადეს. აფთიაქის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კარი დაზიანებულია და პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

როგორც ირკვევა, სავაჭრო უბნის ცენტრალურ ქუჩაზე ახალგაზრდები ტაქსის მძღოლს საეჭვოდ შეუმჩნევია. ,,დაუძახა, რას აკეთებთო" და ამის შემდეგ გაქცეულან ახალგაზრდები.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

წუხელ გორში კიდევ სხვა შემთხვევებიც მოხდა. იუსტიციის სახლთან ჯიხური გატეხეს. ამხილეს ასრულწლოვნები, გამოძიება 187- ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.

სადგურის დასახლებაში თონე გატეხეს, თუმცა, არაფერი წაუღიათ. თანხა ადგილზე არ იყო შენახული. შსს-ს ცნობით, ამხილეს არასრულწლოვნები. გამოძიება 19-177- ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე, გორში კეცხოველის ქუჩაზე მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე მხილებულია არასრულწოვანი- 19-177 მუხლით.

qartli.ge წერდა, რომ პოლიციის ეკიპაჟის წევრები მობილიზებული იყვნენ სტალინის გამზირზეც. ყურადღება გზის სავალ ნაწილზე პიკაპის მიერ საავარიო სიტუაციის შექმნან გამოიწვია. შსს-ში გვითხრეს, რომ სტალინის ქუჩაზეც პოლიციელები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ. 

პოლიცია იყო მობილიზებული იუსტიციის სახლთანაც. დილის საათებში პოლიციის თანამშრომლები სავაჭრო ჯიხურთან საგამოძიებო მოქმედებს ახორციელებდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ
არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, 
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, 
13:15 / 10.10.2024
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის
დირექტორის,
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის დირექტორის,
12:54 / 09.10.2024
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.