რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
წიგნები და ლექცია-სემინარები სოფელ-სოფელ რუსეთის შესახებ


ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი - ადამ ზამოისკის „ვარშავა 1920: რუსეთის მარცხი ევროპაში", ტიმოთი სნაიდერის „ტირანიის 20 გაკვეთილი" და ვალიკო ჯუღელის მძიმე ჯვარი. შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, სამივე წიგნი ეხმიანება საქართველოს დღევანდელობას და სხვადასხვა მიზეზებით კავშირშია ჩვენს აწმყოსთან.

EECMD - ის დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამთა ჯოლოხავა ამბობს, რომ შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ლექცია-დისკუსიისთვის ერგნეთის ომის მუზეუმი შეირჩა, რადგან შერჩეული თემატიკა უკავირდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს.

"აქამდე ამ ცოდნას და განათლებას ვუზიარებდით გორში დასახლებულ მოქალაქეებს, თუმცა წელს გადავწყვიტეთ, რომ ამ სკოლას შეეძინა მობილური ხასიათი და დავიწყეთ მობილური დემოკრატიის სკოლების პროექტი. სწორედ პირველი ასეთი ლოკაცია არის ერგნეთის ომის მუზეუმი, რაც განაპირობა ცხადია სიმბოლურმა მნიშვნელობამ, რადგან დღეს საქართველო არის კვლავ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ომში. სად თუ არა აქ, ასეთი ხელშესახებია ის შედეგები, რომელიც საქართველოს დაუდგება თუ კი ის ერთი ერთზე დარჩება რუსეთთან. შევარჩიეთ ის თემატიკა, რაც ყველაზე ახლოს არის აქ მაცხოვრებლებისთვის და ზოგადად, ნებისმიერი ქართველისთვის, ეს არის - საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, საქართველოს მომავალი, ევროპული არჩევანი" - ამბობს თამთა ჯოლოხავა.

ნატო ალხაზიშვილი, გამომცემლობა „ზიარის" დამფუძნებელი ამბობს, რომ აღნიშნულ წიგნებში ბევრი ისეთი ფაქტია მოტანილი, რომელიც დღევანდელ საქართველოში კვლავ აქტუალურია. ის ყურადღებას ამახვილებს არჩევნებზე მისვლის აქტს და იხსენებს, შემთხვევებს ევროპის ისტორიიდან, როდესაც მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რომ ეს იმ პერიოდისთვის მათ ქვეყანაში ჩატარებული ბოლო დემოკრატიული არჩევნები იყო. ამიტომ, ალხაზიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ საკუთარი ხმის უფლება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის არჩევნებზე მისვლის აქტი, ასევე წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქ არის ნახსენები მაგალითად, გერმანიაში 1933 წელს რომ მივიდნენ ადამიანები არჩევნებზე, არ ეგონათ რომ ეს იქნებოდა ბოლო თავისუფალი არჩევნები, ან 1990 წელს რუსეთში რომ მივიდნენ, მაშინაც არ ეგონათ. ისე არ მოხდეს ჩვენთანაც, რომ ჩვენი არჩევნები 2024 წლის იყოს ბოლო თავისუფალი არჩევნები. მინიმუმი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მივიდეთ ამ არჩევნებზე და ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ. ეს არის ელექტრონული არჩევნები ცოტათი განსხვავდება და ეს ჩვენი, მოქალაქის ვალდებულება არის, რომ წინასწარ შევისწავლოთ რა უნდა გავაკეთოთ", - აცხადებს ალხაზიშვილი.



ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ყურადღებას ამახვილებს ადამ ზამოისკის წიგნზე - „ვარშავა 1920: რუსეთის მარცხი ევროპაში. სილაქაძის თქმით, აღნიშნული წიგნი კარგი მაგალითია ქართველი ხალხისთვის, რომ პოლონეთის მსგავსად, საქართველოსაც შეუძლია რუსეთისგან საკუთარი ქვეყნის დაცვა.

„ვარშავა 1920 გვიყვება იმაზე თუ როგორ მოახერხეს პოლონელებმა საბჭოთა რუსეთისგან საკუთარი ქვეყნის დაცვა, როგორ გაიმარჯვეს ამ ომში, რომ ეს ქვეყანა უძლეველი არ არის და როგორ შექმნა ამ გამარჯვებამ დაახლოებით 20-წლიანი მონაკვეთი აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული განვითარებისა.მეორე წიგნი არის ვალიკო ჯუღელის "მძიმე ჯვარი", რომელიც ძალიან საინტერესო პიროვნების დღიურებს წარმოადგენს და გვიჩვენებს მართლაც მძიმე გზას, იმ უაღრესად ისტორიული მოვლენებით დატვირთულ ყოველდღიურობას, რომელიც ამ ადამიანმა გადაიტანა და მისი თვალთახედვა ამ ყველაფრისა. მესამე ეს არის ტიმოთი სნაიდერის, ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის წიგნი "ტირანიის 20 გაკვეთილი", რომელიც გვაჩვენებს რა არის ტირანიის სიმპტომები და ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეები როგორ უნდა მოიქცნენ რომ თავიდან აიცილონ ტირანიის დამყარება და მერე საშინელ სიტუაციაში ცხოვრება", - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.