რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ალექსანდრე ხოჯევანიშვილს უარი განუცხადეს კავთისხევში მესაქონლეობის ფერმის ექსპლუატაციაში მიღებაზე
2025 წლის თებერვალში, გენერალური ინსპექციის ყოფილმა მაღალჩინოსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საჯარო რეესტრს მეცხოველეობის ფერმის ექსპლუატაციაში მიღების თხოვნით მიმართა. თუმცა, რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს.

უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა დაასახელა. მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაცია კასპის მერიასთან თანხმდება.

საჯარო რეესტრს დამატებით მოთხოვნილი ჰქონდა შემდეგი დოკუმენტაცია:



,,წარმოსადგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული და სათანადო წესით აკინძული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს პროექტის შეთანხმების, ბრძანების თარიღისა და ნომრის შესახებ მონაცემებს.’’ - წერია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.

აღნიშნული დოკუმენტაცია ხოჯევანიშვილმა დათქმულ ვადაში არ წარადგინა. მიზეზი უცნობია.

30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საჯარო რეესტრი წერს, რომ: საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაციის, ინფორმაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე პროექტის არქიტექტორის განმარტება და ფართების განაწილების დოკუმენტი.

საბოლოოდ, 2025 წლის 25 მარტს საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა ექსპლუატაციაში ობიექტის მიღებაზე.

რას წარმოადგენს ფემილი ფარმი



მეცხოველეობის ფერმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ქვემო ხანდაკის სიახლოვეს შენდებოდა 2021 წლიდან.

ობიექტის მფლობელია კომპანია ,,ფემილი ფარმ’’.

ამ კომპანიის 70%-ს ფლობს ანა ქვირია, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.

დაფუძნებისას 30%-ს ფლობდა გიორგი არველაძე.

აღნიშნული ობიექტით2023 წელს დაინტერესდა ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კომპანია ,,ა.ნ.გ ჰოლდინგი’’. ამ კომპანიამ ერთ-ერთი მეწილისგან, კერძოდ გიორგი არველაძისგან იყიდა 15% და გადაიხადა 500 000 ლარი.

მესაქონლეობის ფერმა გათვლილია 1000 ერთეულ მსხვილფეხა პირუტყვზედა მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

რა ხდებოდა 2021 წელს

ქართლის ამბები წერდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა.

კერძოდ, სახელმწიფომ 67 ჰა მიწის ფართობი 1,01 მლნ ლარად გაყიდა. კომპანია ,,ფემილი ფარმს"-ს აუქციონზე კონკურენტი არ ჰყავდა. შესაბამისად, კონკურსი პირველივე ტურში მისი გამარჯვებით დასრულდა.

ინვესტორმა მიწის ფართობები 2021 წელს გაიფორმა.

აუქციონის პირობის მიხედვით, ,,ფემილი ფარმმა" აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა გააშენოს ნერგები.

ტერიტორიის 65%, უახლოეს 3 წელიწადში, ნერგებით უნდა იყოს დაფარული.

ანა ქვირიამ საჯარო რეესტრს მიმართა წერილობით, რომ მისი გრაფიდან ამოღებულ იქნეს ორმაგი მოქალაქეობა (საქართველოსა და რუსეთის) და დარჩეს მხოლოდ – საქართველოს მოქალაქეობა.

საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა ინვერსტორს განუცხადა, რომ დოკუმენტაცია სათანადოდაა შედგენილი და გრაფიდან რუსეთის მოქალაქეობა არ წაიშლება.

,,ფემილი ფარმის" დამფუძნებლებმა დირექტორად დანიშნეს რუსეთის მოქალაქე, პეტერბურგელი იური კოროტჩენკო და ასევე საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კერესელიძე.

რაც შეეხება გიორგი არველაძეს, ის სხვა მრავალ კომპანიაში ფლობს წილებს, მაგალითად, ისეთებში, როგორიცაა შპს GD ინვესტ გრუპი, ევრაზია ტრანზიტი, უბიკი, ნიკე ფილმი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯემალ წიკლაურმა 2004 წლის მოვლენები გაიხსნა, როდესაც ის ქონების
ჩამორთმევის მიზნით,
ჯემალ წიკლაურმა 2004 წლის მოვლენები გაიხსნა, როდესაც ის ქონების ჩამორთმევის მიზნით,
20:38 / 02.04.2025
"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ
18:49 / 01.04.2025
განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

17:00 / 01.04.2025
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
16:20 / 01.04.2025
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
12:06 / 31.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.