რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ხაშურში ,,გაღმა მხარეს’’ უწოდებენ იმ ადგილს, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. მთის ფერდობზე რამდენიმე სოფელია შეფენილი.
მუნიციპალიტეტის ცენტრთან მისასვლელად მდინარე მტკვარზე 2-3 პატარა ხიდია გავლებული. თთოეულ ხიდზე მხოლოდ ერთ მანქანას შეუძლია გავლა.
,,გაღმა მხარის’’ სოფლები ამ ხიდით სარგებლობენ, ძირითადად, იმ შემთხვევაში, თუკი სოფლიდან ქალაქში ფეხით მიდიან. სამანქანო გზით აქ გავლა ყოველთვის არაა შესაძლებელი. განსაკუთრებით, თოვლიან ამინდში.
ზურაბ ელბაქიძე ერთ-ერთია, რომელიც თითქმის ყოველდღე სოფელ ხალებიდან ხაშურში ფეხით დადის.
სოფელი ხალები ერთ-ერთია, რომელიც ხაშურიდან გაღმა მხარეს მდებარეობს. სხვა სოფლებთან შედარებით ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სოფელია, თუმცა ზამთრის პერიოდში აქ მხოლოდ 10-15 ოჯახი რჩება.
მტკვრის სანაპიროდან მოყინული გზა აღმართს მიუყვება. მსუბუქ მანქანას ამ მოყინულ გზაზე ასვლა გაუჭირდა. ამიტომ, სოფლამდე ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა.
გზად მოულოდნელად ძაღლების ყეფა ატყდა. სადღაც ხევიდან ერთი ძაღლი გზის მიმართულებით მორბოდა. ვიფიქრეთ, ძაღლი უცხო ადამიანების დანახვაზე გაბრაზებული მორბოდა, ამიტომ სიარულის ტემპი შევანელეთ, ძაღლი ხევიდან გზაზე ამოვიდა. თან მორბოდა, თან ნაფეხურებს ყნოსავდა და თან ყეფდა.
წამიერად შევჩერდით, მაგრამ ძაღლმა, რომელიც მონადირე ძაღლი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთხელ გამოგვხედა, გააგრძელა ყეფა და ნაფეხურების ყნოსვა. გზის მეორე მხარეს გადავიდა აღმართს აუყვა სირბილით. აშკარად, რომელიც გარეული ცხოვრელის ნაფეხურს მიყვებოდა. თვალს მიეფარა და ხმაც აღარ ისმოდა.
სოფელს როცა მივუახლოვდით, მზე უკვე ქვემოთ ეშვებოდა. დასახლებაში კი არავინ ჩანდა გარეთ. სოფელში ისეთი სიჩუმე იდგა, ვიფიქრეთ, არავინ ცხოვრობდა. შუაგულს რომ მივაღწიეთ, ერთ-ერთ სახლთან, საქონლის სადგომთან თივის ზვინები იდგა. ამ თივაში ორი ძაღლი იწვა და მშვიდად გვიყურებდნენ. არც უფიქრიათ წამოდგომა და შეგებება, როგორც წესი, ძაღლის ყეფაზე სახლიდან მასპინძელი გამოდის ხოლმე.
სოფლის სიღრმეში რომ შევედით, რამდენიმე სახლის სახურავინ კვამლი ამოდიოდა. მათ შორის იყო ერთ-ერთი ხის სახლი. ამ სახლისკენ გავემართეთ.
ეზოები, ბაღები, სახურავები თოვლს დაეფარა. ერთ-ერთ ეზოდან მამაკაცმა გამოგვხედა. სწორედ ეს გახლდათ ზურაბ ელბაქიძე, რომელიც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ.
,,მე რა გითხრათ? ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული. ჩამოვედი იმისთვის, რომ ყურადღება მიმექცია. ორი წელი ვუვლიდი, მერე დაიღუპა. დაღუპვიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ ვერ დავბრუნდი რუსეთში. ისევ აქ ვარ და ალბათ აღარც მივატოვებ. აქ ყოფნა მირჩევნია’’ - გვითხრა ზურა ელბაქიძემ.
ხმელ შეშას აპობდა ღუმელისთვის. შემდეგ რკინის ბადეზე გაშლილ კაკლებს არჩევდა, რომელთა დიდი ნაწილი თაგვებს უკვე დაეღრღნათ. როგორც ზურამ გვითხრა, თაგვები ძალიან მიეჩვივნენ კაკლების ,,ქურდობას’’
,,დედის გამო დავბრუნდი სოფელში. აქ ყოფნა მირჩევნია’’ - ხალები

ამავე კატეგორიაში
,,იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში,
სასამართლოს შეფასებით, "ფიზიკური ტკივილის შეგრძნება" დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ,
ამპარტოვნებას, საკუთარი შესაძლებლობების უსაშველოდ გაზვიადებასა და
მეტოქეთა ძალის შეუფასებლობას
,,დუმილი ყველაფერზე, დუმილი უსამართლობაზე ქვეყანაში, დუმილი უსამართლო კანონებზე,
,,საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ კ–ს ცენტრში მდებარე სავაჭრო დაწესებულების წინ
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები