რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ატენში შამპანურის ქარხანა დაანგრიეს, მის ნაცვლად რესტორანი, სასტუმრო და გასართობი ცენტრი შენდება
ატენში შამპანურის ქარხნის ტერიტორიაზე შენდება სასტუმრო, რესტორანი
და გასართობი ცენტრი. სამშენებლო სამუშაოები მდინარე ტანის ნაპირზე
მიმდინარეობს.
,,ძველი ატენი'' ამჟამად ეკუთვნის ვალერიან ლურსმანაშვილს, რომელიც გორში სასტუმრო ,,გოლდის'' მფლობელია.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები მდინარე ტანაში ჩავა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის გაიწმინდება.
,,შპს "ძველი ატენი" გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. ატენში, თავისივე საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 66.60.13.475; ფართობი: 27 288 მ 2) ახორციელებს სასტუმროს, რესტორნისა და გასართობი ცენტრის მშენებლობას. აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოქმნილი სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების გაწმენდის მიზნით გათვალისწინებულია 2 ერთეული ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მოწყობა.'' - აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.
ამავე ცნობის მიხედვით, მდ. ტანა, უშუალოდ გამწმენდი ნაგებობების განთავსების ადგილიდან დაშორებული იქნება დაახლოებით 95 მეტრით.
,,ობიექტზე წარმოქმნილი სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების ხარჯი იქნება დაახლოებით 68 მ3/დღ. შესაძლო ავარიული შემთხვევების დროს ზედაპირული წყლის დაბინძურების პრევენციის მიზნით გამწმენდი ნაგებობების გვერდით ასევე გათვალისწინებულია 50 მ3 მოცულობის მიწისქვეშა ბეტონის რეზერვუარის მოწყობა, სადაც გამწმენდი სისტემის რეაბილიტაციამდე განხორციელდება ჩამდინარე წყლების ავარიული ჩაშვება. გაწმენდილი ჩამდინარე წყალი გადაიქაჩება ბიოლოგიურ, თხელშრიან ფილტრ-სალექარში, სადაც მოხდება ჩამდინარე წყლების საბოლოო გაწმენდა. გაწმენდილი ჩამდინარე წყლები თვითდენით, 200 მმ დიამეტრის გოფრირებული მილით, ჩაშვებული იქნება მდ. ტანაში'' - აღნიშნულია დოკუმენტში.
ატენის ღვინის ქარხანა გაიხსნა 1949 წელს.

ამავე კატეგორიაში

ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია ქართლის სტუდიის სტუმარია.

,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს. მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

ლაშა გოგნიაშვილი 2012 წელს ქარელის პოლიციის უფროსი იყო.

"დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული,
ადამიანების დაცვის

,,ქართლის სტუდიამ'' პროექტთან დაკავშირებით ტრენერები მიიწვია, რომლებიც დეტალურად საუბრობენ პროექტის შესახებ:
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები