რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის პატრულმა ხმა ვერ გასცა კერძო ავტომანქანის მძღოლს, რომელსაც შსს-ს საშვი აღმოაჩნდა
კერძო ავტომანქანაზე, საიდანაც გორში აქციის წევრებს შეურაცხყოფა
მიაყენეს, შსს-ს საშვი აღმოჩნდა. გარდა ამისა, აღნიშნული მანქანის
მძღოლმა საკრებულოს შენობის წინ მოძრაობის წესები დაარღვია, პატრული
გაეკიდა, თუმცა ჯარიმა ვერ გამოუწერეს.
პატრულისა და მძღოლის მშვიდობიანი შეხვედრა აქციის წევრებმა გადაიღეს.
როგორც აქციის წევრი ლაშა ჯიოშვილი იხსენებს, მძღოლმა ჯერ მოძრაობის წესების დაარღვია, შემდეგ აქციის წევრებს უცენზურო სიტყვებით მიმართა:
,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს. მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა, პატრულიც აქვე იდგა, დააფხოჭიალა მანქანა და მოგვაძახა რაღაც სიტყვები. შემდეგ იგივე გაიმეორა და ისევ სიჩქარით გავარდა. პატრულიც გაეკიდა. ჩვენც მივყევით. პატრული და მძღოლი მეგობრებულად დაემშვიდობნენ. დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ამ მანქანის მძღოლი შსს-ს საშვით მოძრაობს'' - აცხადებს ლაშა ჯიოშვილი.
6 აპრილს ლაშა ჯიოშვილმა ვიდეომასალაა გაავრცელა, სადაც ასახულია, თუ როგორ პატიობენ მძღოლს საკრებულოს წინ მოძრაობის წესების დარღვევას. ამას ლაშა ჯიოშვილი უნიჭო სპექტაკლს უწოდებს და შსს-ს თანამშრომლებს ნეგატიურად მოიხსენიებს.
8 აპრილს ლაშა ჯიოშვილი დაიბარეს პატრულის თანამშრომლებმა და გადასცეს საჯარიმო ქვითარი, სადაც, მათი თქმით, ლაშა ჯიოშვილი დაჯარიმებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცველის შეურაცხყოფას.
,,პატრული პატიობს პოლიციის თანამშრომელს იმას, რომ მოძრაობის წესებს არღვევს და ჩვენ ვიდეომასალის გავრცელების გამო გვაჯარიმებს. ვკითხე, რატომ არ მოახდინეს რეაგიორება მანქანის მძღოლზე, ასე მითხრეს, ეგ ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთო'' - აცხადებს ლაშა ჯიოშვილი.

ამავე კატეგორიაში

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები მდინარე

ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია ქართლის სტუდიის სტუმარია.

ლაშა გოგნიაშვილი 2012 წელს ქარელის პოლიციის უფროსი იყო.

"დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული,
ადამიანების დაცვის

,,ქართლის სტუდიამ'' პროექტთან დაკავშირებით ტრენერები მიიწვია, რომლებიც დეტალურად საუბრობენ პროექტის შესახებ:
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები