რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გორელი ძმების, ლაშა და ლუკა არბოლიშვილების წარმატების გზა IT-ში
ტექნოლოგიური სამყარო მუდმივად ვითარდება, და მასთან ერთად ვითარდებიან ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. ლაშა და ლუკა არბოლიშვილები სწორედ ამ გზას ადგანან და IT-ში თავიანთი მიღწევებით უკვე ბევრისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცნენ.

ლაშა არბოლიშვილი – SKYHI-ში დაწყებული გზა და მენტორობა აქსელერაში

ლაშამ IT კარიერა SKYHI-ში IT Helpdesk-ის პოზიციით დაიწყო, თუმცა მუდმივი განვითარებისა და შრომის შედეგად დღეს უკვე Senior Modern Endpoint Administrator-ის პოზიციას იკავებს.

ლაშასთვის მხოლოდ პირადი კარიერული წინსვლა საკმარისი არ აღმოჩნდა – მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი ცოდნა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. სწორედ ამიტომ აქსელერაში ინსტრუქტორის როლი მოირგო, რათა დამწყებ IT სპეციალისტებისთვისს პრაქტიკული გამოცდილება მიეცა და მათ კარიერის დაწყებაში დახმარებოდა.

„აქსელერამ მომცა შესაძლებლობა, დაგროვილი ცოდნა და პრაქტიკული გამოციდლება IT-ით დაინტერესებული ადამიანებისთვის გამეზიარებინა და ამით ჩემი ცოდნაც კიდევ უფრო გამეღრმავებინა. ეს უნიკალური პლატფორმაა, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას იღებენ, არამედ რეალურ გარემოში მუშაობენ, რაც მათ კარიერის დასაწყებად ამზადებს.“ – ლაშა არბოლაშვილი.

ლუკა არბოლიშვილი – IT-ისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები

ლუკას ყოველთვის აინტერესებდა ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ძმის წარმატებამ მიაღებინა. ლაშას გამოცდილებამ და აქსელერაში მენტორობამ ლუკას აქსელერაში ჩაბარების სურვილი გაუჩინა.

რამდენიმე ეტაპიანი გადარჩევის შემდეგ მე-5 ნაკადში მოხვდა და წარმატებით დაასრულა კურსი.

ლუკასთვის აქსელერას გამოცდილება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს მენტორებისა და ინსტრუქტორების დახმარებით პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მიიღო, ხოლო რეალურ პროექტებზე მუშაობით დააგროვა გამოცდილება, რომელიც კარიერულ დასაწყისში დაეხმარება. გარდა ამისა, ლუკა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური მენტორები ხელს უწყობდნენ მისი უნარების განვითარებას

„აქსელერა ჩემთვის ყველაზე კარგი ადგილი იყო IT-ში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. გამოცდილი მენტორებისა და ინსტრუქტორების დახმარებით სამ თვეში ისეთი ცოდნა მივიღე, რაც დამოუკიდებლად ბევრად მეტ დროს და რესურსს მოთხოვდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო რეალურ ამოცანებზე მუშაობა და საქმიანობაში პრაქტიკული ჩართულობა– ეს მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ კარიერაში წინ წავიდე.“ – ლუკა არბოლაშვილი.

აქსელერა – შენი ადგილი IT კარიერის დასაწყებად

თუ ლაშა და ლუკას მსგავსად თქვენთვისაც საინტერესოა IT კარიერა, შეგიძლიათ თვის ბოლომდე გიაროთ რეგისტრაცია აქსელერას პლატფორმაზე, მოხვდეთ 8 საუკეთესო სტუდენტს შორის და მიიღოთ დაფინანსება სქაიჰაისგან და აქსელერას სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისგან და სრულიად უფასოდ დასტარტოთ თქვენი აიტი კარიერა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/42Esg2j
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასამართლოს დადგენილებით, დაკრედიტების ოფიცერმა, 2021-2022 წლებში,
12 მსესხებელზე
სასამართლოს დადგენილებით, დაკრედიტების ოფიცერმა, 2021-2022 წლებში, 12 მსესხებელზე
20:14 / 28.02.2025
შესყიდვების სააგენტოს ცნობით, კომპანიის ანგარიშშზე ჩარიცხულია 5.7
მლნ ლარი.
შესყიდვების სააგენტოს ცნობით, კომპანიის ანგარიშშზე ჩარიცხულია 5.7 მლნ ლარი.
16:45 / 27.02.2025
"იმ პირობებში, როდესაც ე.წ. ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს და აძლიერებს ფინანსურ სანქციებს,
16:14 / 22.02.2025
მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში
ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა
მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა
11:38 / 22.02.2025
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დამრღვევ მძღოლებს ადმინისტრაციული
სამართადარღვევათა კოდექსის მუხლებით
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დამრღვევ მძღოლებს ადმინისტრაციული სამართადარღვევათა კოდექსის მუხლებით
22:41 / 21.02.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.