რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყინწვისის სკოლის შენობა გაიყიდა, თუმცა ინვესტიციები არ ჩანს.
6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყინწვისის სკოლის შენობა გაიყიდა, თუმცა ინვესტიციები არ ჩანს. შენობა 2019 წელს კომპანია ,,საბა კონსტრაქშენმა" მერიისგან 120 000 ლარად იყიდა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის ხელმძღვანელი პირობას დებდა, რომ 2 წელიწადში სასტუმროს ააშენებდა, სადაც 400 000 ლარის ინვესტიციებს ჩადებდა. სამუშაო ადგილებს შექმნიდა და ძამის ხეობის ტურისტებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნიდა.

თუმცა, 2021 წელს კომპანიის ხელმძღვანელმა ქარელის მერიას აცნობა, რომ პანდემიის გამო პირობას ვერ ასრულებდა; რომ ინვესტიციების განსახორციელებლად დამატებით კიდევ 2-წლიანი ვადა სჭირდებოდათ.

2023 წლიდან კიდევ ორი წელი გადის, თუმცა შენობა კვლავ უფუნქციოა.

,,საბა კონსტრაქშენი"' ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო მთავრობის იმ პროექტისა, რასაც ,,განახლებული რეგიონები" ერქვა. კომპანიის ხელმძღვანელი სლავა შერაზადიშვილი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში აფინანსდება ჭიდაობის ტურნირებს, რაშიც 170 000 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება სკოლის შენობას, 2019 წლისთვის, სოფელში 20-მდე მოსწავლე ირიცხებოდა. მცირეკონტიგენტის გამო, გადაწყვიტეს შენობის პრივატიზება, ინვესტიციების მოზიდვა და ხალხის დასაქმება.

,,მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით განვმარტავთ , რომ ყინწვისის სკოლის ყოფილი შენობა უფუქნციოდ იყო ათეული წლის განმავლობაში . მისი პრივატიზება სწორედ ამ მიზეზით მოხდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ შენობის პრივატიზება პირობიანი აუქციონით 2019 წელს განახორციელა , თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას 2023 წელს შეუწყდა ხელშეკრულება. კომპანიას ჩამოერთვა ქონება , დაბრუნდა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში, პირობის დარღვევის / შეუსრულებლობის გამო . აუქციონში გადახდილი თანხა 132 000 ლარი დარჩა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში , ხოლო 2024 წელს ხელახლა მოხდა შენობის გატანა აუქციონზე . შენობა გაიყიდა 165 000 ლარად.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აუქციონში გაიმარჯვა შპს ,, საბა კონსტრაქშენმა“.'' - განაცხადეს ქარელის მერიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის
ინფორმაციით,
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით,
20:17 / 15.04.2025
Midea-ს სააღდგომო შეთავაზებების ფარგლებში, ყველა კატეგორიის
საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლება
Midea-ს სააღდგომო შეთავაზებების ფარგლებში, ყველა კატეგორიის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლება
16:08 / 15.04.2025
,,ასე გვითხრეს - რა ვქნათ? არ გვაქვს ფული! ძალიან ბევრია 4 მლნ
ლარიო''
,,ასე გვითხრეს - რა ვქნათ? არ გვაქვს ფული! ძალიან ბევრია 4 მლნ ლარიო''
16:06 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.