რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ცედანი - პატიას წყარო


იმ დროს, როდესაც ბარში ჯერ ისევ შემოდგომის სურნელი ტრიალებდა, სოფელ ცედანის გარშემო ტყე თოვლის საფარმა მოიცვა. დასახლება იმ სოფლის, წაბლოვანას გვერდით მდებარეობს, რომელსაც წინა რეპორტაჟში გიყვებოდით. ოღონდ, დასახლება მდინარე ტილიანას ხეობის უფრო ღრმა სივრცეში იკარგება.

ის თითქმის არ ჩანს არც გზიდან, არც სოფელ წაბლოვანად და ა.შ. დასახლება სამი მხრიდან მთებითაა შემოსაზღვრული.

ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან, რომ იგი ამ სოფლიდანაა წარმოშობით, აგიხსნიან, რომ ის ცედნიდანაა, ან ცედნის მკვიდრია; და არა ცედანიდანაა ან ცედანისაა.

გეოგრაფიული სახელწოდების ასეთი ფორმით შეკუმშვის ახსნა არ გვიცდია. უბრალოდ, დაგვაინტერესა, რატომ ჰქვია ამ სოფელს ,,ცედანი’’, რაც თავის მხრივ ასოციაციას იწვევს სიტყვა ,,ცვედანთან’’, რაც ქართული ლექსიკონის მიხედვით, ,,დაკოდილთან’’ ასოცირდება.

ჩვენმა მიგნებამ გაამართლა, სწორედ, ამ სიტყვას უკავშირდება სოფლის სახელწოდება, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.



შევედით სოფელ ცედანში, მაგრამ ვატყობთ, რომ დასახლება ძალიან გრძელია. ერთი სახლის შემდეგ მომდევნო სახლი საკმაოდ შორ მანძილზე მდებარეობს. გზა მოსახრეშია. ნალექიან ამინდების დროს, გავლა შეუძლებელიაო, გვიყვებიან ადგილობრივები. როგორც იქნა სოფლის ცენტრი გამოჩნდა, სადაც მოსაცდელია გაკეთებული.

ისე აღმოვჩნდით ცენტრში, ადამიანი არ შეგვხვედრია. მოსაცდელიდან გზა ორი მიმართულებით მიდის. ერთი პატარა მდინარის ღელეს მიუყვება, მეორე აღმართზე ადის. აღმართზე ბეტონის გზაა დაგებული. სიგანე ვიწროა, იქ მხოლოდ ერთი პატარა მანქანა გავლის. აღმართზე რომ შემხვედრი ტრანსპორტი შეგვხვდეს, მაშინ ერთ-ერთ მათგანს უკან დახევა მოუწევს. თუმცა, იმ იმედით, რომ სოფელში თითქმის არავინაა და არც არავინ შეგვხვდება, თამამად ავუყევით აღმართს.

გავიარეთ ეს აღმართიც და მივადექით ღია სივრცეს, რომელსაც ალბათ სკვერს უწოდებენ. დგას ერთი მუხა, გაკეთებულია ონკანი, საიდანაც წყაროს წყალი მოდის, მუხის ქვეშ სკამია, რომლის გარშემოც ტალახია. ორ ნაბიჯში ტყე იწყება. ტერიტორია ოდნავ გავაკებულია და სახლებიც ბევრია, ძირითადად ძველი სახლები, თანაც დაკეტილი. აქვე მეორე მოსაცდელი დაგვხვდა.

რამდენიმე წუთი ვიტრიალეთ სკვერის გარშემო. საიდანღაც ხმა მოგვესმა. მამაკაცები საუბრობდნენ. ერთ პატარა ჩიხში შევედით და მივადექით სახლს, სადაც ორი მუშა მუშაობდა. ძველი სახლის ადგილზე ახალ კედლებს აშენებდნენ:

,,ჩვენ მუშები ვართ, ხაშურიდა. სახლის პატრონი აქ არ არის. არის რამდენიმე ოჯახი, ვინც აქ ცხოვრობს, აგერ იმ გზას ჩაუყევით და დაუძახეთ’’ - გვითხრეს მუშებმა.



რაკი გვითხრეს, რომ სოფელში ცხოვრობენ, ახლა უკვე ასეთი ოჯახების პოვნა ვცადეთ.

ზამთარში ადვილია ასეთი ოჯახების პოვნა. თუ დაინახავ, რომ სახლიდან კვამლი ამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ სოფელში ვიღაც ცხოვრობს. რაკი ჯერ ისევ შემოდგომა იყო, სახლებიდან კვამლი არ ამოდიოდა. 

ამ ძებნაში ერთ-ერთი სახლის ჭიშკრიდან ცოლ-ქმარი გამოვიდა. ქალს ვედრო ეკავა ხელთ, მეუღლეს თოხი. გზის მეორე მხარეს გადავიდნენ და ნაკვეთში შევიდნენ. შემოდგომით, მიწა დაუბარიათ და ახლა ხახვს თესავდნენ, რომ ადრიან გაზაფხულზე ამოვიდეს:

სოფელი ცედანი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2014 წლის მონაცემებით სოფელში 59 ადამიანი ცხოვრობს.

სოფელი რთულ წარსულს ინახავს. ეკლესიური ჩანაწერების თანახმად, სოფელი დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი იყო, იმის შემდეგ რაც თავდასხმისას სოფლის მაცხოვრებელი კაცები მტერმა დაკოდა, ხოლო ქალები და ბავშვები ტყვედ წაიყვანა, აქედან მოდის სოფლის სახელიც - ცვედანი, რაც ისლამურად დაკოდილს ნიშნავს. 



1860 წლიდან, ქვეყანაში რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაყვანის დროს, სოფელში ახალი მაცხოვრებლები გადმოვიდნენ საცხოვრებლად. 

სოფლის დღევანდელი მაცხოვრებლები დაკავებული არიან მიწათმოქმედებით, მათ მოყავთ სიმინდი და ხორბალი. მარინა ციხელაშვილი “ეს სოფელი არც მშიერს დაგტოვებს და არც მოკლავს კაცს.” ამბობს მარინა ციხელაშვილი, ერთ-ერთი მაცხვორებელი. თუმცა სოფლის მაცხოვრებლებს არ გააჩნიათ საჭირო ტექნიკა და ფინანსური რესურსი, რომ სათანადოდ მოუარონ მიწას. 

ამის გარდა, სოფელს სხვა რიგი პრობლემებიც აწუხებს, იქნება ეს უგზოობა, უწყლობა, თუ საცხოვრებლად საჭირო ინფრასტრუქტურის არ არსებობა. “ახლა უკვე დაცლილია სოფელი, სადაც სამსახური იშოვეს ზოგი იქით არის წასული, ზოგი აქეთ.” ამბობს ნაილი გოგალაძე, მის თანახმად ახალგაზრდობასაც უწევს სოფლის დატოვება განათლების მისაღებად, ვინაიდან სოფელს არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ცედანის ერთ-ერთი მაცხოვრებელი მარინა გოგალაძის თქმით მცდელობა, რომ სოფელი წყლით, ან გზით უზრუნველიყოს, წარმატებულად ვერ სრულდება. “გამოიყვანეს წყალი, ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან, მაგრამ ყველასთვის არ არის საკმარისი.” ერთადერთი დრო როდესაც, წყალი უხვად მოდის, არის როდესაც სოფელში ნალექიანი ამინდია, თუმცა ამ დროს წყალი დაბინძურებულია და გამოუსადეგარია საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.

გაიგეთ მეტი სოფელ ცედანსა და მის მაცხოვრებლებზე ქართლი.ჯის ვიდეოში

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ
უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში,

,,იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში,

15:46 / 20.01.2025
სასამართლოს შეფასებით,

სასამართლოს შეფასებით, "ფიზიკური ტკივილის შეგრძნება" დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ,

13:35 / 20.01.2025
ამპარტოვნებას, საკუთარი შესაძლებლობების უსაშველოდ გაზვიადებასა და
მეტოქეთა ძალის შეუფასებლობას
ამპარტოვნებას, საკუთარი შესაძლებლობების უსაშველოდ გაზვიადებასა და მეტოქეთა ძალის შეუფასებლობას
23:42 / 17.01.2025
,,დუმილი ყველაფერზე, დუმილი უსამართლობაზე ქვეყანაში, დუმილი
უსამართლო კანონებზე,

,,დუმილი ყველაფერზე, დუმილი უსამართლობაზე ქვეყანაში, დუმილი უსამართლო კანონებზე,

18:36 / 17.01.2025
,,საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ კ–ს ცენტრში მდებარე
სავაჭრო დაწესებულების წინ

,,საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ კ–ს ცენტრში მდებარე სავაჭრო დაწესებულების წინ

13:29 / 17.01.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.