რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რა ბედი ეწიათ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს რუსეთში აგენტების კანონის შემდეგ - ფილმის ჩვენება გორში


„ქარავანისა და ძაღლების შესახებ", - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენებაც გორში, EECMD-ს გორის ოფისში, Kinedok-ისა და ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ფილმის რეჟისორი ასკოლდ კუროვი კვალდაკვალ მიყვება რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულ ორგანიზაციებსა და პირებს და გვიჩვენებს, თუ რა ბედი ეწიათ მათ. ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.

ფილმის დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია. სტუდენტი გივი ტიტვინიძე ამბობს, რომ ფილმის ყურების შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ თუ აღნიშნული კანონი საქართველოშიც ამოქმედდება, გვექნება ზუსტად იგივე სიტუაცია, რაც იყო რუსეთში.

"ჩვენ არ გვექნება კრიტიკული მედია. ჩვენ არ გვექნება ისეთი საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ისაუბროს ხმამაღლა კრიტიკულ საკითხებზე. ეს კანონი დღევანდელ ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ  მოკლას თავისუფალი ქართული საზოგადოება და ეს კანონი არის რუსული იმიტომ, რომ ზედმიწევნით ვკითხულობთ ქართულ კანონში იმას, რაც ზუსტად სიტყვასიტყვით წერია რუსულ კანონში", - აცხადებს გივი ტიტვინიძე.



ტელეკომპანია "ფორმულას" შიდა ქართლის კორესპონდენტი ლადო ბიჭაშვილი აცხადებს, რომ ფილმში ნათლად არის ნაჩვენები ის, რაც დაემართა პუტინისგან დამოუკიდებელ მედიას რუსეთში. ბიჭაშვილი დარწმუნებულია, რომ იგივე მოხდება საქართველოშიც.

"შესაძლებელია, სწორედ ამ აგენტების შესახებ კანონით დაგვემართოს იგივე „ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებელ მედიას საქართველოში. ეს პარალელები კიდევ უფრო თვალნათელი ხდება და კიდევ უფრო ხილული ხდება. თითქმის ერთი ერთშია პუტინის რეჟიმის განცხადებები და "ქართული ოცნების" განცხადებები ამ კანონთან მიმართებაში", - ამბობს ბიჭაშვილი.

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე თუ როგორ ძალიან ცხადად და შემზარავად არის ფაქტები აღნიშნულ ფილმში წარმოდგენილი - თუ რა მოხდა რუსეთში აგენტების კანონის მიღების შემდეგ.



„რუსეთი არის ისეთი, როგორიც ამ ფილმშია ნაჩვენები. რუსეთში თავისუფალი ადამიანები ხმას ვერ იღებენ თუ ისინი იქ ცხოვრობენ, იძულებულები არიან რომ მიიღონ ავტორიტარული წესები, იყვნენ ჩუმად, პროტესტი გამოხატონ საკუთარ სამზარეულოში მხოლოდ. ხოლო ქუჩაში, არჩევნებსა და საზოგადოებრივ სივრცეში ამას ვერ აკეთებენ. ვინაიდან, რუსეთში კლავენ, იჭერენ აქტიურ ადამიანებს, აქტიურ მოქალაქეებს, თავისუფალ ადამიანებს. ამ ფილმში ძალიან ცხადად და შემზარავადაც კი, არის ასახული ის რეალობა, რომელიც საქართველოში შეიძლება დადგეს უახლოეს თვეებში, არჩევნებამდეც კი. შესაბამისად, ყველა ადამიანის ხელშია ეს არჩევანი და ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს პირველ რიგში რა საფრთხის წინაშე ვართ - ჩვენ საქართველო გვაქვს გადასარჩენი და ამ არჩევანს ქართველ ხალხს პარავს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მოქმედებს რუსული დავალებით", - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

რუსეთში უცხოური აგენტების შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს. თავდაპირველად, კანონი ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემდეგ კი კანონის მოქმედების სფერო გაფართოვდა და ცალკეულ პირებსაც შეეხო. საბოლოოდ, რუსეთში ფაქტობრივად გაქრა კრიტიკული აზრი. აღნიშნული ფილმის ნახვის შემდეგ, როგორც დამსწრეები აცხადებენ, კიდევ ერთხელ დაინახეს ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას ახლავს თან.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.