რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
პაციენტის დაღუპვის ფაქტზე შიდა ქართლში მოქმედ კლინიკას 100 000 ლარის გადახდა დაეკისრა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, შპს ,,გ-ს“ ოჯახის სასარგებლოდ 100 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, კლინიკა ვალდებულია დაღუპული პაციენტის შვილს, რომელიც არასრულწლოვანია, ყოველთვიურად 400 ლარი გადაუხადოს იქამდე, ვიდრე ბავშვი სრულწლოვანი გახდება.

ამ ამბის განხილვა უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 30 აპრილს დაასრულა. გადაწყვეტილება უკვე საჯაროა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

რა მოხდა

მამაკაცი მეორე სართულიდან გადავარდა და თავი კიბეს დაარტყა. ის ოჯახის წევრებთან ერთად კლინიკაში მივიდა, უჩიოდა ძლიერ ტკივილს. მას ,,კტ კვლევა“ იგივე კომპიუტერული ტომოგრაფია 6-7 საათის დაგვიანებით ჩაუტარეს. პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გორის შს სამმართველომ დაიწყო. საქმე შეისწავლა რეგულირების სააგენტომ. ორ ექიმს ერთი თვით შეუჩედა ლიცენზია, ხოლო მესამე ექიმს გაფრთხილება მისცეს.

ამის შემდეგ, ოჯახმა სასამართლოს მიმართა. კლინიკისგან იმ ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, რაც ოჯახის წევრის გარდაცვალების შედეგად მიადგათ.

გორის სასამართლომ საქმის განხილვა 2022 წელს დაასრულა. ზემდგომ ინსტანციებში აღნიშნეს, რომ დავა, დაზარალებული ოჯახის სასარგებლოდ, გორში სამართლიანად გადაწყდა.

გორის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ კლინიკამ (CT კვლევა) უსაფუძვლოდ დააგვიანა, შესაბამისად - დაგვიანდა ადეკვატური მკურნალობაც (ოპერაციული ჩარევა) და პაციენტი გარდაიცვალა.

სხდომის მასალების მიხედვით, კლინიკაში დაახლოებით 00:15 სთ-ზე პაციენტი თავის ტკივილებით მიიყვანეს.

სამედიცინო ბარათში მორიგე ექიმის ჩანაწერის მიხედვით, პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს და ტკივილს კეფის არეში. ასევე, ერთჯერად ღებინებას... პაციენტი რომ თავის ტკივილის უჩიოდა, ექიმ ქირურგის მიერ ასახულია პროკურატურისთვის მიცემულ გამოკითხვის ოქმში.

მეორე ექთანმა დაკითხვისას განაცხადა, რომ „პაციენტი უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს და უთხრა, რომ გადმოვარდა მეორე სართულის აივნიდან და თავი კიბეს დაარტყა. მას გაუკეთეს ტკივილგამაყუჩებელი, რომ დასძინებოდა. ექიმი ოთხჯერ მაინც შემოვიდა პაციენტის დასახედად. ექთნების მხრიდან ადგილი არ ჰქონია უყურადღებობას“...

კიდევ ერთმა ექთანმა დაადასტურა, რომ „პაციენტი უჩიოდა თავის ძლიერ ტკივილს და ძლიერი ტკივილებისგან ორივე ხელს იჭდობდა თავზე. არ ახსოვს, რამდენჯერ მისცა მას ტკივილგამაყუჩებელი, თუმცა, ახსოვს რომ ნამდვილად მისცა. ექიმებისა და ექთნების მხრიდან ადგილი არ ჰქონია გულგრილობას“.

პროკურატურამ დაითხა ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც იმ დროს იმ პალატაში იწვა, სადაც ადამიანი თავის ტკივილების ნიშნებით შემოიყვანეს:

,,დაახლოებით ღამის 12 საათი იქნებოდა, როცა შემოიყვანეს,საოპერაციოდ გაყვანამდე ერთ ოთახში ვიყავით. პაციენტი მოსვლისთანავე ყვიროდა, თავი მტკივაო, ხოლო ღამის 4 საათი იქნებოდა დაახლოებით, როცა ძლიერი ყვირილი დაიწყო, ტკივილისგან თავი მისკდებაო. მისი ყვირილი, ალბათ, მთელ სართულზე ისმოდა, თავზეც ჰქონდა ხელები შემოხვეული და ისე გაჰყვიროდა. გამთენიისას, როცა გაიყვანეს, ხმას არ იღებდა.’’ - აღნიშნა მოწმემ.

კლინიკის პოზიცია

სასამართლო სხდომაზე კლინიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევა გაუკეთდა 6-7 საათის დაგვიანებით, ვინაიდან საქართველოში იმ ეტაპზე არ არსებობდა თავის ტვინის მწვავე ტრავმის მართვის გზამკვლევი და პროტოკოლი.

,, CT კვლევის საჭიროებასა და დროს განსაზღვრავს ექიმ-სპეციალისტი. შესაბამისად, CT კვლევა გაკეთდა მაშინ, როდესაც ექიმ-სპეციალისტმა მიიჩნია საჭიროდ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის არეში ტრავმული სისხლის ჩაქცევის შედეგად განვითარებული თავის ტვინის შეშუპება, მაგრამ იმის გასარკვევად, გარდაცვალება ხომ არ გამოიწვია არასწორად წარმართულმა მკურნალობამ, საჭიროა კომისიური ექსპერტიზა სათანადო სპეციალისტების მონაწილეობით. პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის ოქმი კი, დაეფუძნა რეცენზენტთა დასკვნებს და სწორედ ამ დასკვნებში უთითებენ შესაბამისი ექიმი-სპეციალისტები, რომ რეანიმაციული და ანესთეზიოლოგიური კუთხით დიაგნოსტიკურ ნაწილში მკურნალობა/ღონისძიებები მართებულია, რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი არ იკვეთება. აქტში არსებული ჩანაწერი, რომ სასურველი იქნებოდა CT კვლევა უფრო ადრეულ ეტაპზე, არ ნიშნავს კვლევის დაგვიანებას. ამასთან, რევიზიის აქტში იყო ფაქტობრივი უზუსტობები, რაც სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.““ - აღნიშნულია კლინიკის შესაგებელში.

მიუხეავად ამისა, გორის სასამართლომ არ გაითვალისწინა კლინიკის არგუმენტები და დავა დაზარალებული ოჯახის სასარგებლოდ გადაწყვიტა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

რა თქვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ?

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სამედიცინო დაწესებულებამ დაარღვია პროტოკოლი, რომელიც, პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ქალა-ტვინის ტრავმების შეფასებას და მართვას გულისხმობს.

,,პროტოკილი თავის ტვინის გამოსახვით კვლევასთან მიმართებით ადგენს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მოზრდილ პაციენტებს თავის ტრავმით, რომელთაც აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ-ერთი: შენარჩუნებული ცნობიერების დონე მოტეხილობის გარეშე, სხვა ნიშნების თანაარსებობა, მაგალითად: გამუდმებული ძლიერი თავის ტკივილი; ღებინების ორი თანმიმდევრული ეპიზოდი. CT კვლევა 6-7 საათით დაგვიანდა, სიმაღლიდან ვარდნა განეკუთვნება მაღალი აჩქარებით გამოწვეული ტრავმული დაზიანებას, სასურველი იქნებოდა კტ კვლევის ჩატარება უფრო ადრეულ ეტაპზე” - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

ის, თუ რამ გამოიწვია 6-7 საათის დაგვიანებით კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება, რატომ არ გაუკეთეს დაუყოვნებლივ ან გონივრული ვადის შესაბამისად, როცა ეს უკანასკნელი მიყვანისთანავე უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, რატომ გადაუხვია სამედიცინო დაწესებულებამ პროტოკოლით დადგენილ სტანდარტს და რა ობიექტური, მისგან დამოუკიდებელი გარემოება ან სხვა, პაციენტისთვის სამედიცინო უკუჩვენება არსებობდა სტანდარტიდან გადახვევის გამართლებისთვის, კლინიკას (გარდა სიტყვიერი ახსნა-განმარტებისა) არ მიუთითებია.

,,აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გამოვლინდა სამედიცინო დაწესებულებისგან მცდარი სამედიცინო ქმედება, რამაც პაციენტისთვის ფატალური შედეგი გამოიწვია.““ - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.