რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ქართველ სამხედროებს ფილმი ,,შინდისი" უჩვენეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისათვის მხატვრული ფილმის "შინდისი" დახურული ჩვენება "გალერეა თბილისში" გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

"შინდისი" "ოსკარის" საერთაშორისო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. 2019 წლის ბოლოს კი ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში, ამერიკული კინოაკადემიის წევრებისთვის, ქართული დღეები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ფილმ "შინდისის" 10 ჩვენება მოეწყობა.

მხატვრული ფილმი "შინდისი" 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას ასახავს და მასზე მუშაობა 2 წელი გაგრძელდა. ფილმის გადაღების მხარდამჭერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. უწყებამ მასიური სცენებისა და საომარი მოქმედებების გადასაღებად შემოქმედებითი ჯგუფი სამხედრო ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყო.

სრულმეტრაჟიანი ფილმის იდეისა და პროექტის ავტორი ედმონდ მინაშვილია, პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა, მინდია ესაძე, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილი. მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დავით ბახტაძე, თამარ აფშილავა და მარიამ ჯიბლაძე ასრულებენ. ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.

ქართული მხატვრული ფილმი 2020 წელს, ამერიკული პრემია "ოსკარის" ცერემონიაზეა წარდგენილი.

ფილმის "შინდისი" ჩვენებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და ფილმის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ
არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, 
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, 
13:15 / 10.10.2024
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის
დირექტორის,
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის დირექტორის,
12:54 / 09.10.2024
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.