რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა გუგუტიაანთკარში ვიზიტის შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელეს
„გუგუტიანთკართან მიმდინარე მოვლენებმა ადგილზე დაძაბულობის გაზრდა გამოიწვია და ადგილობრივ მოსახლეობაზე გარკვეული ჰუმანიტარული ზეგავლენა მოახდინა,“-ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ასევე განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გამახვილდება 29 აგვისტოს, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

„ისევე როგორც ღობეების აღმართვის ყველა მსგავს შემთხვევაში, ახლად აღმართული სტრუქტურები იქ მცხოვრებ ადამიანებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ, საკუთარ ბაღებთან წვდომის შესაძლებლობას ართმევენ და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობას საფრთხეს უქმნიან.ჩვენი ვიზიტი გახლავთ ნაწილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების უწყვეტი მცდელობისა, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის წინ, რომელიც ეუთოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობით 29 აგვისტოს ტარდება, ყურადღება გაამახვილონ ამ და სხვა მოვლენების პოტენციურ შედეგებზე.
ჩვენ ვიყავით და გავაგრძელებთ ურთიერთობას ყველა შესაბამის მხარესთან, მათი ყურადღების გამახვილებას ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე და მოვუწოდებთ მათ, რომ სრულად და პასუხისმგებლობით გამოიყენონ კომუნიკაციის არსებული მექანიზმები, არსებული და სხვა პრობლემების გადასაჭრელად“, - ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის
დირექტორის,
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის დირექტორის,
12:54 / 09.10.2024
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.