რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ნაირა ბებოს გორში უნიკალური მცენარე ჩამოაქვს
გორში, ქაცვს, ამ უნიკალურ მცენარეს ნაირა ბებო ყიდის. ქაცვი საკუთარი ხელით აქვს დაკრეფილი. დღეს იგი ლომჭაბუკის სკვერში შეგხვდა. სკამთან ორი პატარა ვედრო ედგა. აქედან, ერთი უკვე ცარიელი იყო.

გვითხრა, რომ ცარიელ ვედროში ასკილი ჰქონდა და ის უკვე გაყიდა.

,,მეორე ვედროში, ქაცვია, ნაღველისა და ღვიძლის წამალია" - გვითხრა ნაირა ბენიანიძემ. ,,აი, ხელებს შეხედე, რა დღეში მაქვს. ტყეში დავკრიფე სათითაოდ და გადარჩეული მაქვს. ერთი კლიენტი მოვიდა, მითხრა, იაფად მომეციო, ერთი კილო მინდაო. ჯერ სულ რა არის." - გვითხრა ნაირა ბებომ.

ნარინჯისფერი სასწაული - ასე უწოდებენ ქაცვს საოჯახო მედიცინაში. მას სოფლად ,,აბლეპიხოს" უწოდებენ. ლათინურად Hippophae ჰქვია, ძველი ბერძნები ,,ბზინვარე ცხენს" უწოდებდნენ, რადგან მისგან დამზადებულ წვენს დაუძლურებულ ცხენებს ასმევდნენ.


ქაცვის შესახებ:

მას ქართლში კატაფშატას, ჭყარტლას ეძახიან. ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.

ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.

ქაცვი, ბიოქიმიური შემადგენლობით, უნიკალური მცენარეა. ნაყოფი შეიცავს 4%-მდე ორგანულ მჟავებს, 7%-მდე შაქარს, ფლავონოიდებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, 5%-მდე ცხიმს, ხოლო თესლი - 8-12%-მდე. ფოთლებში უფრო მეტი C ვიტამინია, ვიდრე თვით კენკრაში.

ხალხურ და თანამედროვე მედიცინასა და კოსმეტიკაში გამოიყენება ნაყოფის როგორც წვენი და რბილობი, ასევე ზეთი. მცენარე აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს, კუჭის წვენის სეკრეციას, აქვს ანტიბიოტიკური თვისება. უჯერი ცხიმმჟავების, ცხიმის გამხსნელი ვიტამინების (A, K, D, E), ფოსფოლიპიდებისა და სტერინებისწყალობით, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

ხალხური მედიცინა ქაცვის ზეთს ხმარობს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისთვის. ქაცვისა და კრაზანას ზეთის ნარევით მკურნალობდნენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ნაწლავის ქრონიკულ ენტეროკოლიტსა და ჰემოროის. ამ დაავადებების დროს რეკომენდებულია ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ თითო ჩ/კ ზეთის მიღება. ასევე სასარგებლოა ქაცვის სანთლები.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს რეკომენდებულია 0,5-1 ს/კ ქაცვის ზეთის მიღება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. ამ ზეთით მკურნალობა არ შეიძლება ქოლეცისტიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის, დიარეის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.

იხ. უფრო მეტი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის
დირექტორის,
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის დირექტორის,
12:54 / 09.10.2024
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.