რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ანნა შატაკიშვილი გორიდან - 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელი გერმანულ ენაში
დღეს, ანნა შატაკაშვილი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა გერმანულ ენაში. ღონისძიება გორის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა.

საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. ყოველწლიური კონკურსი პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ტარდება.

ანნა შატაკიშვილის სწავლების მეთოდი


,,დაკვირვებამ დამანახვა, რომ მოსწავლისთვის მთავარია ნასწავლი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ცოდნის ძალდაუტანებლად, ხალისით დაუფლება." - წერს პედაგოგი იმ კვლევაში, რომელიც მან წელს გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევა 6-თვიანი დაკვირვების შემდეგ შეადგინა და, ძირითადად, სწავლების მოტივაციის ამაღლების კუთხით ამახვილებს ყურადღებას.

,,მოსწავლეთა მოტივაციის ხელშემწყობ ფაქტორებად აუცილებელია განვიხილოთ მისასალმებელი სიმღერები - ნაცვლად მარტივი ფრაზებისა, თემატური სიმღერები და მოძრავი თამაშები - ნაცვლად ვრცელი ტექსტებისა. მოსწავლე ყოველთვის მარტივად სწავლობს და ხანგრძლივად ამახსოვრდება მსგავსი აქტივობებით ნასწავლი ფრაზები, გამოთქმები, ამავდროულად ეს უვითარებს მას მრავალფეროვან უნარებს, როგორიცაა მუსიკის აღქმა, პლასტიკა, ხელოვნებასთან ინტეგრაცია, და თუკი მასწავლებელიც ერთვება ასეთ აქტივობებში, მოსწავლეები უფრო მეტად ენდობიან მას და ცდილობენ მოდელად გამოიყენონ იგი არამარტო სასკოლო, არამედ სკოლის გარეშე ცხოვრებაშიც.

აღსანიშნავია ასევე, რომ მასწავლებელთა უმრავლესობას შინაგანი პროტესტი ან შიში აქვს დღესაც მსგავსი აქტივობების ჩართვაზე საგაკვეთილო პრაქტიკაში, თუმცა მრავალმა კვლევამ და გამოცდილებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ მასწავლებელმა უნდა
სცადოს და მოსინჯოს მუსიკა, რიტმიკა და მოძრავი თამაშები გაკვეთილზე, რადგან სწორედ ამ დროსაა მოსწავლე ღია და გახსნილი სოციალური ქმედებების მიმართ და ასე უფრო იოლად სწავლობს კომუნიკაციას და ურთიერთობებს როგორც მშობლიურ
ენაში, ასევე უცხო ენაში.

დავადგინე, რომ მეორე უცხოური ენის შესწავლისას აუცილებელი და მნიშვნელოვანია საგაკვეთილო თუ სკოლისგარეშე აქტივობებში მუსიკის, რიტმიკისა და მოძრაობითი დავალებების ჩართვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა შორის მოტივაციის ხელშეწყობას, სოციალიზაციას და კომუნიკაციის განვითარებას,როგორც მოსწავლეთა შორის, ისე მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის." - აღნიშნავს ანნა შატაკიშვილი.





ანნა შატაკიშვილის ბიოგრაფია

1999 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებლად. ამავე პერიოდში ვუხელმძღვანელე ერთ ერთ კლასს.

2000 წელს დროებით იმუშავა გორის სასოფლო კოლეჯში ინგლისური ენის მასწავლებლად.

2009 წლიდან 2013 წლამდე თანამშრომლობდა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, ეროვნული გამოცდების გერმანული ენის ტესტების გამსწორებლად.

2012 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე მუშაობდა სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ.

2012 წლის თებერვლიდან 2016 წლის სექტემბრამდე პარალერულად მუშაობდა გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებლად.

2013-2014 სასწავლო წლის მანძილზე გიმნაზიაში ხელმძღვანელობდა წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის 1 კლასს.

2016 წლის იანვრიდან მუშაობს სკოლა "ეისი" -ში გერმანული ენის მასწავლებლად. ამჟამდ სკოლაში მუშაობს გერმანული ენის კლუბი, სადაც გაწევრიანებულია რამდენიმე კლასის მოსწავლე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის
დირექტორის,
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის დირექტორის,
12:54 / 09.10.2024
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.