რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
შიდა ქართლის გუბერნატორი ,,Facebook"-ზე სარეკლამოდ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას იწყებს
შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, სოციალურ ქსელ „facebook“-ზე, ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდის პოპულარიზაცია გადაწყვიტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ხოჯევანიშვილმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

სარეკლამო თანხა ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. რეკლამის ერთჯერადი ღირებულება 150 ლარს შეადგენს.

,,მიზანშეწონილია ადმინისტრაციის საქმიანობის რეკლამირება სოციალურ ქსელის „facebook"-ის მეშვეობით. ვინაიდან საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის შიდა ქართლის რეგიონში, აღნიშნული სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშველოვნად აღემატება სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საზოგადოებისათვის და სამიზნე ჯგუფებისათვის." - აღნიშნავს გუბერნატორი დღევანდელ ბრძანებაში.

გუბერნატორის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ საჭიროა ადმინისტრაციის გვერდის გამომწერთა რაოდენობის ზრდა, ასევე, სამიზნე აუდიტორია მაქსიმალური სიზუსტით გაფილტვრას საჭიროებს, შესარჩევია ინფორმაციის განთავსებისათვის ყველაზე ხელსაყრელი დრო და სივრცე.

,,ამდენად, ვინაიდან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი წარმოადგენს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ელემენტს შემსყიდველისათვის, რათა მაქსიმალურად იქნას მიღწეული სარეკლამო/საინფორმაციო კამპანიის მიზნები და ამოცანები, სოციალური ქსელის მეშვეობით სარეკლამო მომსახურების გაწევის ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონედ უნდა მივიჩნიოთ „facebook“." - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა. ის მანამდე ბიზნესში იყო და Qარტლი.გე-ს მიერ მოკვლელი მასალებით დგინდება, რომ მას პარტნიორები ჰყავდა რუსეთში, ხოლო ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანია სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, სწორედ, რუსეთში გზავნიდა.

იხ. ამავე თემაზე:

ხოჯევანიშვილის ,,მწვანე ბარათები" რუსეთის ბაზარზე
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის
დირექტორის,
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის დირექტორის,
12:54 / 09.10.2024
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.