რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
სამეგრელოში საუკეთესო ხაჭაპური გორელებმა გამოაცხეს
ხაჭაპურის ფესტივალზე საუკეთესო ხაჭაპური გორელებმა გამოაცხეს. ერთ-ერთ ნომინაციაში ,,საუკეთესო ხაჭაპური" პრიზი გორში მდებარე რესტორნის, ,,შინ და გორის" თანამშრომლებმა მოიპოვეს.

ხაჭაპურის ფესტივალი 2019 წლის 19 ოქტომბერს გაიხსნა. ის წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 25 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი. ფესტივალი ასევე მოიცავდა რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს. ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი „შინ და გორი“
მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო - ბელა კუპრავა
საუკეთესო მცხობელი - ნელი ბოჭორიშვილი
ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია - რესტორანი „მენძელი“
ყველაზე სწრაფი მცხობელი - დარეჯან ყოლანდარია (სასტუმრო ,,გარდენ პალასი“)
ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური - „ოკო“ საცხობი ქუთაისიდან
მომავლის ხაჭაპური - კოლეჯი ,,ახალი ტალღა“

ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ საქართველოში USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორ მარიკა ოლსონსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელ ლევან წულაიასთან ერთად საქართველოში პირველი ხაჭაპურის ფესტივალი გახსნეს.

,,ხაჭაპურისა და გასტრონომიის ფესტივალი ეს არის სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის გამოძახილი გასტრონომიული ტურიზმის იმ უნიკალური შესაძლებლობებისა, რაც საქართველოს გააჩნია. ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის „ზრდა“ პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავრობის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა." - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დამატებით ინიციატივას წარმოადგენდა ასევე კულინარიული წიგნის - „კოლხური ტაბლას“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულინარიული აკადემიისა და USAID „ზრდას“ მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის მიზანს ქართული ტრადიციული გასტრონომიის პოპულარიზაცია და საქართველოში გასტრო-ტურიზმის განვითარება წარმოადგენს.

ღონისძიების მხარდამჭერები - ბახმარო, რადიო ათინათი და ადგილობრივი სასტუმროები - „ლეთო“, „გარდენ პალასი“, „იბერია“, Anaklia Resorts Pratap's Signature, „კასა დე ხასია“.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.facebook.com/pg/SZSDMO; https://www.facebook.com/events/522099688523492/

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის თანამშრომლობით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარება და აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის მიმართულებების ხელშეწყობა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ქალაქ ფოთის). დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.facebook.com/pg/SZSDMO

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
როგორც
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს,
12:20 / 05.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.